ახალი ამბებისაკითხავისაქართველო

საქართველოში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფები

1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი საჩხერესთან ახლოს მდებარეობდა,მიწისძვრის სიმძლავრე 9ბალი იყო.სოფელი ხახიეთი(მიწისძვრის ეპიცენტრი)მთლიანად განადგურდა იქ მძლავი ქვათაცვენა აღინიშნა ,რამაც ზოგან მდინარეები გადაკეტა და ხელოვნური ტბები წარმოქმნა
მიწისძვრის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები.საჩხერის,ონისა და ამბროლაურის რაიონები,დააზარალდა ზემო იმერეთისა და რაჭის სოფლები,მსხვერპლის რაოდენობა დიდი არ იყო,რადგან მიწისძვრის ეპიცენტრი დასახლებული პუნქტების მოშორებით მდებარეობდა,ამასთან მიწისძვრის დროს ადამიანთა უმრავლესობა სამუშაოდ იყო წასული და სახლებში არ იმყოფებოდა
საქართველოში ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან ცნობილია არაერთი კატასტროფა ღვარცოფი მდინარე თერგის ხეობაში.ერთ-ერთმა ღვარცოფმა გადაკეტა თერგი საქართველოში სამხედრო გზა აქ წარმოიქმნა ტბა ,რომლის სიღრმე 100მეტრს აღემატება.ღვარცოფი ხშირია კახეთში,განსაკუთრებით მდინარე დურჯის ხეობაში 1977წელს ღვარცოფის მოქმედების შედეგად ძლიერ დაზარალდა ქალაქი თელავი,დაიფარა ქალაქის ქუჩები,დააზიანა სასოფლო-საემურნეო სავარგულები.ღვარცოფი წარმოიშვა იქ სადაც ხელსაყრელი გეოგრაფიული პირობებია და ხშირია თავსხმა,კოკისპირული წვიმა.ამჟამად ღვარცოფები აღინიშნება საქართველოს ბევრ რაიონში,რის გამოც ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ზარალდება.

ეს ჩემი მესამე პოსტია იმედია დაგაინტერესებთ

თეგები

bendela

12345

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close