უცნაური

სოციალური ქსელები

 

fb047f644868

ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ საინტერესო ფაქტები სოციალურ ქსელებზე

სოციალური ქსელები სწრაფად იჭრება ჩვენ ცხოვრებაში და ხანგრძლივი დროით რჩება მასში. სოციალური ქსელები იძლევა შეუზღუდავ შესაძლებლობებს ურთიერთობებში. გთავაზობთ საინტერესო და მოულოდნელ ფაქტებს სოციალურ ქსელებზე:

1. ყოველ 20 წუთში ერთი მილიონი ბმული ვრცელდება facebook-ზე;

2. ყოველ საათში facebook-ზე 4, 5 მილიონი ადამიანი ღებულობს მიწვევას რომელიმე ღონისძიებაზე;

3. ყოველ წუთში 100 000 ადამიანი მეგობრდება facebook-ზე;

4. მომხმარებელთა ნახევარი, კვირაში 1-5 საათს მაინც ატარებს სოციალურ ქსელებში;

5. ყოველ წამს პლანეტის 8 ადამიანი ხდება რომელიმე არსებული სოციალური ქსელის მომხმარებელი;

6. Google-ში ძიების მოთხოვნების რაოდენობამ გადააჭარბა 1 მილიარდს დღეში;

7. როგორც ჩანს, Facebook-ი “უმსხვილესი მესამე ქვეყანაა მსოფლიოში”, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ, მილიარდინი მოსახლეობით;

8. სოციალური ქსელების 50%-ზე მეტი საშუალო ასაკის, 30 წლამდე მომხმარებელია;

9. საშუალოდ მომხმარებელი თავის აქაუნთში შედის სულ მცირე ორჯერ მაინც;

10. თითოეულ მომხმარებელს მეგობრებში საშუალოდ 195 მეგობარი ჰყავს;

11. 80% მომხმარებლებისა თავის ონლაინ მეგობრებს უფრო ენდობა, ვიდრე რეალურ მეგობრებს;

12. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სოციალური ქსელების წყალობით 26-ჯერ გაიზარდა დანაშაულებები არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ნიადაგზე;

13. ყოველ წელს მსოფლიოში დაახლოებით 100 ადამიანი ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით, სოციალურ ქსელში გავრცელებული შეტყობინების გამო;

14. სოც.ქსელები ითვლება მიზეზად ყოველი მესამე განქორწინებისა;

15. ყოველი მეხუთე წყვილი მსოფლიოში ერთმანეთს სოციალური ქსელების საშუალებით ეცნობა;

16. ბავშვების 80% აქვს საკუთარი აკუენტი;

17. 10 წელი-ეს არის საშუალო ასაკი, რომლიდანაც იწყებენ დამოუკიდებლად სოც.ქსელების მოხმარებას;

18. 3-ჯერ გაიზარდა ღალატის რიცხვი სოციალურ ქსელებში გაცნობის შემდეგ.

წყარო : http://intermedia.ge/

maar

dasgdfghsdfh

მსგავსი ამბები

Back to top button