საკითხავისასარგებლო

რომელი თითი გამოკრავს ჩახმახს ( კოზა ნოსტრა )

1aa75ec8e804
( სიცილიური მაფის სიმბოლო ) კიდევ ერთი საინტერესო პოსტი მაფიიაზე და მაში გაწევრიანების ცერემონიაზე.

1963 წელს ვალაჩის მხილების შემდეგ, ძალიან ბევრს წერდნენ ( კოზა ნოსტრაში ) ახალბედების მიღების ცერემონიალის თაობაზე. იცავდნენ თუ არა ამ ცერემონიას სიცილიაზე, ჩვენთვის უცნობია და გვეჭვება კიდეც, რამდენადაც იქ მაფია წარმოადგენს ერთ მთლიან ოჯახს. აქ მორჩილები თაობაზე ადგილობრივი თავკაცისადმი უბრალო შეპირება ყველა ფიცს უდრის. შეერთებულ შტატებში კი სულიად სხვაგვარი პირობებია: აქ მომავალი ( ჯარისკაცთა ) გადმობირება უფრო დელიკატური საქმეა და მოითხოვს გაცილებით მეტ სიფრთხილეს, ამიტომ არ გაგვაჩნია საფუძველი, რათა ეჭვქვეშ დავაყენოთ, ის რაც ვალაჩამ მოუთხრო პიტერ მაასს 1930 წელს მარძანოს ოჯახში მისი შესვლის თაობაზე:

9c29320f49bf
( ჯო ვალაჩი )
ვიტყვი, რომ სუფრასთან 40 კაცი იჯდა; როცა მე შევედი ყველა წამოდგა. აქ ერთმანეთში იყვნენ ყველანი – კასტელაამარიელები და ისინიც, ვინც ტომ გალინოსთან იყვნენ; მაშასადამე, ისინი შეადგენე ერთ მთლიანს.   შემდეგ მარანძალომ შემომთავაზა დავმჯდარიყავი მის მარჯვნივ ცარიელ სკამზე. ვიღაცამ ჩემს წინ დალაგა რეულვერი და დანა მარანძალო მომიტრიალდა და იტალიურად მითხრა: ეს იმას ნიშნავს რო შენ იცხოვრებ და იარსებებ რეულვერით და დანით. შემდეგ მკითხა: რომელი თითით გამოკრავ ჩახმახს? მე უპასუხე: ამით. და ავწიე საჩვენებელი თითი.  შემდეგ შემომთავაზა ხელებით ფიალა გამეკეთებინა, ვფიქრობდი, ნეტა რას გულისხმობს-მეთქი. მან კი ხელში გადაადგილების დროს უნდა გამემეორებინა მისი ნათქვამი: აი ასე მოვკვდე თუ გავცემ კოზა ნოსტრას საიდუმლოებას. აი შემდეგ მარანძანომ თქვა: აი, ყველაზე მთავარი ორი რამ; კარგად დაიმახსოვრე კოზა ნოსტრას საიდუმლოების გაცემა ნიშნავს სიკვდილს გაუსამართლებლად. ნებისმიერი წევრის ცოლის გაუპატიურება აგრეთვე სიკვდილი გაუსამართლებლად. შემდეგ მარანძალომ კენჭისყრა მოაწყო თ ვინ იქნებოდა ვალაჩის ნათლია. ეს წილად ხვდა ჯო ბონანოს. მან ახალგაზრდა კაცს  სთხოვა ის თითი გაეწოდებინა მისთვის, რომლითაც იგი გამოჰკრავდა ჩახმახს, ქინძისთავით უჩხვლიტა და სისხლი გამოადინა. მაშინ მარანძანომ თქვა: ეს სისხლი ნიშნავს რო ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ.
e30a3f5550a9
( ჯო ბონანო )
როგორც ვხედავთ, ამ ცერემონიას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.მისი აზრი ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ ახალგაზრდაზე მოახდინოს შთაბეჭდილება და აიძულოს მრავალრიცხოვან მოწმეთა თანდასწრებით იკისროს ვალდებულება. და ბოლოს, მან უნდა იცოდეს, რომ მისი ვალდებულება საბოლოოა. მაფიაში შედიან სამუდამოდ, მხოლოდ სიკვდილი წყვეტს ამ კავშირს.
6896c6ddbb10
( მარანძალო )
( პატივცემულ საზოგადოებაში ) შესვლისას სიცილიელი ( პიჩოტი ) ან ამერიკელი ( ჯარისკაცი ) პირობას დებენ, რათა დაიცვან დაახლოებით ერთი და იგივე ღირსების კოდექსი. მარტინ ვ. დაიზინგსი ამ კოდექს აყალიბებს ხუთ ძირითად პრინციპად:

მაფიის წევრები ეხმარებიან ერთმანეთს, როგორც არ უნდა იყოს ამ დახმარების ხასიათი.
ისინი კისრულობენ სრულ მორჩილებას ზემდგომის წინაშე.
მაფიის ერთი წევრის მიმართ ნებისმიერი ხელყოფა, რა სახისაც არ უნდა იყოს იგი, ითვლება ყველას მიმართ ხელყოფად; ყველა ღონე უნდა იხმარო რათა შური იძიონ ამისთვის.
როცა საჭირო ხდება მართლმსაჯულების განხორციელება, ამისთვის სამოქალაქო ხელისუფლებას კი არ უნდა მიმართონ, არამედ თვით მაფიას. სწორედ ისინი ასამართლებს, სწორედ მას გამოაქვს განაჩენი, სწორედ ის აღასრულებს განაჩენს.
თუ ვინმე, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, გათქვამს ორგანიზაციის სახელებს, იგი უნდა მოიკლას ნებისმიერ დროს; შური უნდა იძიონ არამარტო მასზე, მთელ მის ოჯახზეც.
ეს უკანასკნელი, უეჭველია, ყველაზე მნიშვნელოვანია. ამასთან დაკავშირებით საჭიროა შევჩერდეთ მაფიის ორ მთავარ პრინციპზე: წრიული თავდებობა და სისხლიანი შურისძიება.

პ.ს. იმედია მოგეწონებათ და დაგაინტერესებთ. კიდევ გაგრძელდება და უკეთესად გაიცნობთ ( პატივცემულ საზოგადოებას ).

მსგავსი ამბები

Back to top button