არქივი

იისფერი რასის წარმომადგენლები

586916940d58

თუ ასეთი ნიშნები აღმოგაჩნდებათ შემომეხმიანეთ….!

თავდაპირველად, ტერმინი – “ინდიგო ბავშვები” ნათელმხილველმა და ფსიქოლოგმა, ნენსი ენ ტეპმა საკუთარ წიგნში ახსენა. ნენსი მოგვითხრობდა, რომ ზოგიერთ ახალშობილს ინდიგოსფერი (საშუალო მუქ ლურჯსა და იასამნისფერს შორის) აურა ჰქონდა. მისივე თქმით, 10 წლის ბავშვების 90% ინდიგოა.

იისფერი ბავშვების დაბადების მრავალი ვერსია არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია სამი მათგანი: ინდიგო ბავშვი უცხოპლანეტელთან შერწყმით იბადება, ღვთის საჩუქარია და ადამიანის ბუნებრივი მუტაციაა.

10-15 წლის წინ აშშ-ის სკოლებში შეამჩნიეს, რომ ბავშვები ცუდად სწავლობდნენ, ცოტა ხანში კი ისინი ფსიქიკურად განუვითარებლებად მიიჩნიეს და ფსიქოტროპული წამლებით დაუწყეს მკურნალობა. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ეს ბავშვები დებილები კი არა, მაღალი ინტელექტის მქონეები იყვნენ. უბრალოდ, ის საგნები, რასაც მათ სკოლაში ასწავლიდნენ, მოსაწყენად ეჩვენებოდათ.

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ინდიგო ბავშვებს ადვილად შეუძლიათ ადამიანის განწყობის ამოცნობა, აქვთ ტელეპათიური ნიჭი. ისინი საკმაოდ გვიან, 3-4 წლის ასაკში იწყებენ ლაპარაკს, მაგრამ გარშემო მყოფებთან კონტაქტის არანაირი პრობლემა არა აქვთ. ასეთ ბავშვებს ექიმები ხშირად უსვამენ დიაგნოზს: “მეტყველების განვითარების ანომალია”.

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი IQ (Intellect Quality – ინტელექტის ხარისხი) აქვთ, როგორც წესი – 160-ის ზევით, დისლექსია ანუ კითხვასთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ, უფრო ხშირად კი ალექსია ახასიათებთ ანუ – წაკითხულიდან ვერაფერს იგებენ. სამაგიეროდ, კარგად ერკვევიან ტექნიკაში (მობილურებსა და კომპიუტერში). მათ სუპერინტელექტი აქვთ და ნებისმიერ სფეროში წარმატებას აღწევენ.

სხვათა შორის, ისრაელში ასეთი კანონი არსებობს: ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც IQ 160-ზე მეტი აქვს, მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში, სახელმწიფოს ხარჯზე შეუძლია სწავლა.

მსგავსი ამბები

Back to top button