არქივი

სხვადასხვა ქვეყნების “იავნანა”

6ca306f3e615
წინ გელით,დატკბეთ სხვადასხვა ქვეყნებისს “იავნანით”.

“იავნანა”, ძვ. ქართული ხალხური საწესო ლექსთ-სიმღერა. წარმოშობით წარმართული საკულტო რიტუალის უძველესი საგალობელი. “ნანინას” ციკლის სიმღერების მსგავსად “იავნანაც” მზისა და ნაყოფიერების ქალღმერთ ნანას სახელთან არის დაკავშირებული.
“იავნანამ” დაკარგა პირვანდელი საწესო ხასიათი, დღეს მისი დანიშნულება ბავშვის დაძინება, თუმცა ჩვენამდე მოღწეული ზოგ ტექსტს ინფექციური დაავადებებისაგან (ე. წ. ბატონებისაგან) ბავშვს განსაკურნავადაც მღერიან. “იავნანას” ციკლის ლექსებს აქვს ისტორიულ-შემეცნებითი და დიდაქტიკურ-ესთეტიკური მნიშვნელობა. ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში “იავნანას” მოტივებზე შექმნეს ლექსები რ. ერისთავმა, ა. წერეთელმა, ი. ჭავჭავაძემ, გ. ტაბიძემ და სხვა. “იავნანასთვის” დამახასიათებელია მარტივი, მაგრამ შთამბეჭდავი მღერადი მელოდია, რომელსაც ასრულებს ერთი, ან მონაცვლეობით ორი მთქმელი (ქალი) გაბმული (ბურდონული) ბანის ფონზე სიმღერა ერთმუხლოვანია და მდორედ ვითარდება. იგი უმთავრესად ქართლ-კახურ მუსიკის ფოლკლორში გვხვდება. იმერულ და გურულ სასიმღერო შემოქმედებაში უფრო გავრცელებულია “საბოდიშო” ანუ “ბატონებო”. “იავნანას” მელოდიას დამუშავებული სახით ვხვდებით ნ. ავალიშვილის, მ. ბალანჩივაძის და სხვათა შემოქმედებაში.

ქართული :

ესპანური:

იტალიური:

ფრანგული:

პორტუგალიური:

დანიური:

შოტლანდიური:

ინგლისური:

პოლანდიური:

გერმანული:


ბერძნული:

თურქული:

უკრაინული:

აფრიკული:

იაპონური:

ინდიელების:

რომელი მოგეწონათ? დაწერეთ კომენტარებში

წყარო :  http://www.wikipedia.org/

მსგავსი ამბები

Back to top button