არქივი

RAUL GONZALEZ BLANCO

46ba6905c06a

ძველ დროში ყველამ იცოდა თუ რას ნიშნავდა გმირის სტატუსი, მაგრამ მაშინაც და ახლაც იყო და არის ერთი ცუდი რამ, მათ გარშემო ყოველთვის ტრიალებდა გაუთავებელი ჭორები.

საფეხბურთო ჟურნალი Total Football-? აქვეყნებს რაულ გონსალეს ბლანკოს თანამედროვეთა ციტატებს, რათა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნოს, რომ: გმირი იბადება მხოლოდ ერთ-ერთ ეპიზოდში და მას, შემდეგ ელის უდიდესი, დიდებული ისტორია.

a749238b457c

ფერნანდო იერო, რაულის ყოფილი პარტნიორი ეროვნულ ნაკრებში და „რეალ მადრიდში“:

„ძირითად შემადგენლობაში დაწინაურებიდან მეორე კვირიდანვე, ვარჯიშებზე ყველას სურდა სატესტო მატჩებში მისი არჩევა. სწორედ მაშინ ვთქვი, რომ ეს ბიჭი ნამდვილი – ფერარი არის. და არც შევმცდარვარ“.

fce891b7b423

ალფრედო დი სტეფანო, „რეალ მადრიდის“ საპატიო პრეზიდენტი:

„რაულს შეუძლია იმის გაკეთება, რაც ყველას არ გამოსდის. ის შედის მოედანზე, გაჰყურებს ათასობით გულშემატკივარს, და თამაშობს ისე, როგორც ამას სახლში, თავის ეზოში აკეთებს. ვფიქრობ, რომ ის დიდებული ფეხბურთელი გახდება, რომელიც უდიდეს წვლილს შეიტანს „რეალ მადრიდის“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების წარმატებებში“.

e98647356951

ხორხე ვალდანო, „რეალ მადრიდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი:

„რაულმა თავად შექმნა თავისი თავი. მისი აღმოჩენა – არ არის ჩემი დამსახურება, რადგან რაული თვითონ წარსდგა მსოფლიოს წინაშე. ის აბსოლუტურად სხვა პლანეტიდანაა. როცა რაული ბურთს ეხება, მთელი მსოფლიო ჩერდება. გონსალესის ერთადერთი კონკურენტი ისტორიაა“.

კარლუშ კეირუში, „რეალ მადრიდის“ ყოფილი მწვრთნელი:

„რაულს ფანტასტიკური სვლა აქვს. გარდა შესრულებისა, მე მაოცებს მისი მოედნის ხედვა, და ერთადერთი სწორი ვერსიის არჩევა, წინ
შეტევაზე“.

მარკო ვან ბასტენი, „ოქროს ბურთის“ სამგზის გამარჯვებული:

„ჩემი აზრით, მომავალი გამარჯვებული “ოქროს ბურთისა” იქნება – რაული … უცნაური გადაწყვეტილებაა რაული – გამორჩეულია“.

კარლო ანჩელოტი:

„რაულს „ოქროს ბურთს“ გადავცემდი, ანდრეი შევჩენკოს კი ხუთელში შევიყვანდი“.

ხრისტო სტოიჩკოვი, „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი:

“მე არ მესმის „ფიფას“ ვერსის, როგორ შეიძლება ოუენი მერვე იყოს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელიების კანდიდატთა შორის და პირველი – „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს შორისი ჩემი საუკეთესო არჩევანი ორივე მათგანში იქნებოდა რაული. მაგრამ პრემიების გადანაწილებაზე ბევრი გარეშე ფაქტორი მოქმედებს”.

იოჰან კროიფი, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა:

„ჩემთვი რაული – ყველა სხვაზე წინ დგას. იმ საერთო ფიზიკური მონაცემების და მისი ნიჭის შემხედვარე, რაულ ჩემთვის – ნომერ პირველია. იმსახურებს ის „ოქროს ბურთს“ რონალდოზე მეტადი დიახ“.

af358d8cb73c

რონალდო, „რეალ მადრიდის“ ყოფილი ფეხბურთელი:

„რაული ყოველთვის მზად არის მაშინ, როდესაც ის გუნდს სჭირდება. ჩვენ კარგი თანამშრომლები ვართ, მსიამოვნებს და ბედნიერი ვარ, რომ ვთამაშობთ მის გუნდში. რაული იმსახურებს „ოქროს ბურთს“. ის ისევე აგრძელებს თამაშს, როგორც დაიწყო, მას ყველა პირობა აქვს ამ ჯილდოს მოგებისთვის“.

ფაბიო კაპელო, ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„ოუენს დიდებული დასასრული ჰქონდა სეზონისა. თუმცაღა, რაული უკვე დიდი ხანია რაც იმსახურებს „ოქროს ბურთს“. რატომ არ გადასცეს მას ეს პრიზიი ეს საიდუმლოა. რაული ისეთივე სიტუაციაში, როგორშიც იყო – ფრანკო ბარეზი, რომელიც მუდამ ფავორიტებს შორის იყო, მაგრამ ჯილდო არასდროს მიუღია. იმედი მაქვს, ამჯერად ყველაფერი სულ სხვაგვარად იქნება”.

ზინედინ ზიდანი, „რეალ მადრიდის“ ყოფილი მოთამაშე:

„რა სიტყვებით შეიძლება დაახასიათო რაული. რაული თვით „რეალია“.

რობერტო კარლოსი, „ანჟის“ ფეხბურთელი, „რეალ მადრიდის“ ყოფილი მოთამაშე:

„რაული – გასაღებია მადრიდის „რეალისთვის“, ლიდერი, ვარსკვლავი. მიუხედავად მისი ახალგაზრდობისა, ის ნამდვილი ლიდერია – მოედანზე, ყოველთვის გამოირჩევა სხვებისგან“.

ფრანცისკო ხენტო, „რეალ მადრიდის“ ლეგენდა:

“დი სტეფანო იყო შესანიშნავი ფეხბურთელი, ყოველი შემთხვევა, როცა ბურთს ის ეხებოდა, ყოველთვის სახიფათო იყო. რაული, ყოველთვის ფიქრობს გოლზე და მიზანად ისახავს მეტოქის კარის დალაშქვრას“.

ალექს ფერგიუსონი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი:

„რეალ მადრიდმა“ შეიძინა ბრწყინვალე ფეხბურთელები, მაგრამ რაული – საუკეთესოდ გამორჩეულია. ღმერთმა ნუ ქნას, რომ მას ინგლიში თამაში არ მოუწიოს. (ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ, რომელიც „ოლდ ტრაფორდზე“ შედგა, 2003 წელი. შენიშვნა ТF.)

უგო სანჩესი, „რეალ მადრიდის“ ყოფილი მოთამაშე:

“რაული უკვე სიმბოლოა “რეალის“, ის ცოცხალ ლეგენდად იქცა. რაული – ბუნებრივი მემკვიდრეა ემილიო ბუტრაგენიოს. ეს თაობის კულმინაციას წააგავს. მე მიყვარს რაული და მოხიბლული ვარ მისი შედეგით“.

პაოლო მალდინი, ყოფილი კაპიტანი იტალიური „მილანის“:

„მე არ ვიცი რატომ ვერ აღწევენ წარმატებას ესპანელი ფლეერები იტალიაში. ალბათ, იმ მენტალიტეტის და ზეწოლის გამო, რომელიც იტალიურ ფეხბურთს ახასიათებს. იტალიაში არ მოიძებნება ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ვარსკვლავია. ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მჯერავს, რომ რაული ერთ დღეს იტალიაში გადაბარგდება, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კლუბში, ის ნებისმიერ ზეწოლას გაუძლებს, ის ყველა კლუბს მოერგება და მიაღწევს წარმატებას“.

ხუან სებასტიან ვერონი, „ესტუდიანტესის“ ფეხბურთელი:

„ყოველი გასული წლის შემდეგ, რაული უფრო და უფრო ახალგაზრდავდება…“.

ხორხე ვალდანო, „რეალ მადრიდის“ გენერალური დირექტორი:

„როდესაც სამქე მიდგება რაულზე, ამ შემთხვევაში არსებობს სიტყვა“ყოველთვის“. მას შეფერის სახელი, რაულ გონსალეს ბლანკო სიემპრე (ყოველთვის). მისი გავლენა კლუბში უზამაზარია. მან ჯერ მხოლოდ თავისი ნახევარი განვლო კარიერისა, ეს შთამბეჭდავია“.

დევიდ ბექჰემი, „რეალ მადრიდის“ ყოფილი მოთამაშე:

„მე მინდა წარმატება ვუსურვო კაპიტანს, ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის საჭიროა, ყველგან და ყოველთვის. რაული სრულიად ერთგულია. მადლობა მას და გუნდს“.

დიეგო მარადონა, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა:

“რაული – გენიოსია. ის დგას იმ დონეზე, რომელსაც სხვა ფეხბურთელი წლების განმავლობაში ვერ აღწევენ. არ არსებობს არავითარი დებატები რაულის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, არასოდეს შემპარვია ეჭვი მასში.”

ლუის არაგონესი, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი:

„მე არ ვფიქრობ, რომ აუცილებელია რაულმა ითამაშოს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. არ ვაპირებ ამ თემის განხილვას“.

ფერნანდო ტორესი, ესპანეთის ეროვნული ნაკრების და „ჩელსის“ ფორვარდი:

„ვინ არის საუკეთესო, მე თუ რაულიი რაული – დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მე ნაკრებში ვარ, რაული კი არა“.

ჟოზე მოურინიო, “რეალ მადრიდის” მთავარი მწვრთნელი:

„სიამოვნებით ვიხილავდი რაულს ჩემი შეგირდის სტატუსით, რადგან ის გუნდის სიმბოლო და პროფესიონალია. მაგრამ ყველაფერ ამასთან ვიცი, რომ ამ ფეხბურთელს აქვს არჩევანის გაკეთების უფლება, ის თავისუფალია და მას შეუძლია გადაწყვიტოს თავისი მომავალი. რაული ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც თამაშს ყოველ მატჩში ელოდება. რაულმა იცის და აანალიზებს, იუგაინის და ბენზემას როლს გუნდში, მას თამამი გადაწყვეტილება აქვს მისაღები”.

ფლორენტინო პერესი, “რეალ მადრიდის” პრეზიდენტი:

„რაული მადრიდის “რეალის” კაპიტანი და საკუთარი ბედის მაძიებელია. მან გადაწყვიტა გადადგას უდიდესი და ამავე დროს ახალი ნაბიჯი კარიერაში, ასევე თავის ცხოვრებაში, წავიდეს რა მადრიდის “რეალიდან”, თუმცა ჩვენ მას არ ვეუბნებით “მშვიდობით”, ჩვენ მას ველოდებით, რაულ “ნახვამდის”.

38a09efd91b7

რაულის მამა:

„ჩემი შვილი იმდენად კარგია, რომ მას El Corte Inglés-ზეც კი ვერ გავცვლიდი”. (უდიდესი ქსელი ჰიპერმარკეტებისა, ესპანეთში. შენიშვნა.)

მადრიდის “რეალს” ბევრი ლეგენდა ჰყავს, მაგრამ მათგან აშკარად გამოირჩევა რაულ გონსალეს ბლანკო. მან მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და გუნდი დატოვა, რითაც მრავალ მადრიდისტას დაწყვიტა გული. მოდით გავიხსენოთ გონსალეს ბლანკოს ბრწყინვალე თამაში “რეალის” რიგებში.

brooklyn

we we we
იხილეთ ასევე
Close
Back to top button