უცნაური

ისინი არ იმალებიან ( კოზა ნოსტრა )

1b32e2275759

ისევ ვაგრძელებ მაფიაზე პოსტებს და აი შემდეგი ნაწილი.

მაფიის წევრისათვის ისიც დაახასიათებულია, რომ იგი არ იმალება, თვალს არ ეფარება როგორც რომელიმე ვულგარული ბანდიტი. არა, იგი ყველას თვალწინ ცხოვრობს, მას საპატიო მდგომარეობის შექმნაც კი სურს, რათა უზრუნველყოს თანამოქალაქეთა მოკრძალებული დამოკიდებულება მისდამი და იმის შესაძლებლობა, რომ შინ მიპატიჯოს ძლიერი ამა ქვეყნისანი. მაგალითად, დონ კალო, მაფიის მრავალი სხვა ლიდერის მსგავსად, თავის ქალაქის მერი გახლდათ.
93808121d45a

როგორც წესი, წარმატების მიღწევის ჟამს მაფიის ხელმძღვანელი უკვე ახალგაზრდა აღარ არის. ასაკი მისი გამოცდილების გარანტიას იძლევა. ის ფაქტი, რომ იგი გადარჩა, მოწმობს მის მოხერხებულებას. ცხადია, იმისთვის, რომ თავისი მოქმედების თავისუფლება უზრუნველყოს, მაფიის ხელმძღვანელი გაურბის პოლიტიკაში ჩარევას. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ იგი გულგრილობას იჩენს პოლიტიკისადმი, სრულიადაც არა, მაგრამ ამ არჩევანს განსაზღვრავს მისი ინტერესები.  კენჭი უყარონ, როგორც ქრისტიან-დემოკრატს საპარლამენტო არჩევნებში და როგორც კომუნისტს მუნიციპალურ არჩევნებში. როგორც წესი, იგი მეტად ცოტას ლაპარაკობს, იშვიათად ღებულობს ვალდებულებას და არასოდეს არავის არაფერს პირდება.
6f91313cfb91

ცდილობს თავი აარიდოს პოლიციასა და ადმინისტრაცია, ურჩევნია ისინი ( იყიდოს ) ყოველთვის, როცა ამის საშუალება მიეცემა. იარაღის დიდი მოყვარულია და მზად არის სოლიდური თანხა გაიღოს იარაღის ტარების უფლების მოპოვებისთვის. იგი ღვთისმოსავი არ არის, მაგრამ ცდლიობს კარგი დამოკიდებულობა იქონიოს ეკლესიასთან, ხოლო მრევლის მღვდელთან ხშირათ მეგობრობს კიდეც. მისი მთავარი საზრუნავია ძლევამოსილების მოპოვება, მას მიაჩნია, რომ ამისთვის ერთადერთი გზაა სიმდიდრის მოხვეჭა. აი, სწორედა აქ არ თაკილობენ არაფერს, მისთვის ყველა საშუალება მისაღებია, თუ ის იძლევა სასურველ შედეგს: ეს არის ქურდობა, შანტაჟი, გამოძალვა, მკვლელობა, სხვის დამცირება, მისი გაღადაკება და გაკოტრება და ა.შ. ამ ამოცანის განხორციელებას ბევრად უადვილებს სუსტებისადმი ზიზღი და სახელმწიფოს და მისი კანონების აბუჩად აგდება.
e9e1ace60d49
მაგრამ ყოველივე აქიდან ვერ დასკვნით, რომ მაფიის წევრი ამორალურია. პირიქით, მას გაჩნია საკუთარი მორალი, რაც ცხადად არის განსაზღვრული სიცილიური გამონათქვამით: ( ფულის და მეგობრის პატრონს მიმიფურთხებია მართმსაჯულებისთვის. სახრჩობელა სუსტებისთვის არის ხოლო მართმსაჯულება მხდალებისთვის. თუ ვინმემ მოიკლო არსებობის საშუალება, წართვი მას სიცოცხლე. გავლენიანი მეგობარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჯიბეში ასი უნცია. )
aacf9b66fc95

მაფიის ძალა და ერთსულოვნება მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფილია მისი თითოეული ხელმძღვანელისადმი უსიტყვო  მორჩილებით, აგრეთვე მაფიის მიერ შემუშავებული მკაცრი წესების დაცვით. ეს წესები ჭეშმარიტად ( ღირსების კოდექსია ) რომლის დაცვისთვის ფიცს დებს ყველა ახალგაზრდა.

პ.ს კიდევ გაგრძელდება, თუ რათქმაუნდა სურვილი იქნება?

მსგავსი ამბები

Back to top button