არქივი

ფალსიფიცირებულ სასმელს ბოთლის გაუხსნელად გაარკვევენ

6e83108b11e8
ფალსიფიცირებულ სასმელს ბოთლის გაუხსნელად გაარკვევენ …

პრაღის ქიმიურ-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლის მეცნიერებმა გამოიგონეს მეთოდი, რომლის საშუალებითაც ალკოჰოლურ სასმელებში მეთილის სპირტის შემცველების განსაზღვრა შეიძლება. ამის შესახებ სამეცნიერო ჯგუფის წარმომადგენელმა მიროსლავ ნოვატნამ განაცხადა. მისი სიტყვებით, მას შემდეგ,რაც ჩეხეთში გახშირდა მოწამვლა ფალსიფიცირებული სპირტიანი სასმელებით, რომლებიც მეთილის სპირტის სასიკვდილო დოზას შეიცავდნენ, უმაღლესი სკოლის რამდენიმე ლაბორატორიის წარმომადგენლები სამუშაოს დამთავრების შემდეგ რჩებოდნენ სამსახურში, რათა, რაც შეიძლება სწრაფად დაემუშავებინათ მომწამვლელი ნივთიერებების რაოდენობის განსაზღვრის სწრაფი მეთოდი. მეთოდი დაფუძნებულია ბოთლების ლაზერით დასხივებაზე და ამ სხვის არეკლილი ნაწილის შემდგომ ანალიზზე კომპიუტერის მეშვეობით.
,,ახალი მეთოდი ანალიზისთვის საჭიროებს ათჯერ უფრო ნაკლებ დროს და ღირს მნიშვნელოვანად უფრო იაფ““,- განაცხადა ნოვატნამ.
ბოთლში არსებული სითხის ჩვეულებრივი ქიმიური ანალიზი დღეისთვის ჩეხეთში 300-400 კრონა (15-20 დოლარი) ჯდება, მაშინ როცა ახალი მეთოდი ამ თანხას 10 კრონამდე (50 ცენტი) ამცირებს.
ამ მეთოდის ერთადერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ მას ჯერ კიდევ არ გაუვლია სახელმწიფო სერტიფიკაცია.
ჩეხი მეცნიერების გამოგონებით უკვე დაინტერესდნენ მებაჯეები, მით უმეტეს, რომ, ხელსაწყო, რომელიც ბოთლების შემცველობის ანალიზს ატარებს, კომპაქტურია და ადვილად გადასატანია ერთი ადგილიდან მეორეზე.ჩეხეტში არსებული სტანდარტების მიხედვით, მეთილის სპირტის შემცელობა ალკოჰოლში არ უნდა აღემატებოდეს 12 რამს ერთ ლიტრ სუფთა ეთილის სპირტში. ეს ნიშნავს რომ მაგალითად, 50 გრადუსიან სიმაგრის ,,პალინკას (ხილის არაყი) 1 ლიტრში მეთილის სპირტის რაოდენობა 6 გრამზე მეტი არ უნდა იყოს.
ჩეხეთის სავაჭრო ქსელში მარტო სექტემბერში მიტანილი მეთილის სპირტის შემცველი ფალსიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის მიღების შემდეგ 76 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზებული, რომელთაგან 27 გარდაიცვალა.

 

წყარო : http://www.tbiliselebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button