ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

ფლამინგო

d850048987f0

ფლამინგო – ფრინველთა ქვერიგი ლაკლაკისნაირთა რიგისა.

ფლამინგო – მათი სიგრძე 90-120 სმ, მასა 2.5–4.5 კგ აღწევს. გავრცელებული არიან სამხრეთ–დასავლეთ ევროპაში, სამხრეთ–დასავლეთ აზიაში, აფრიკასა და ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში.

be0336f63741

აქვთ მასიური ნისკარტი, რომლის კიდეებზე რქოვანი ფირფიტებია საკვების მოპოვების დროს წყლის გასაწურად, გრძელი კისერი და ფეხები.

7f79c0d464cc

ფერად თეთრთია, მოვარდისფრო, ფრთებზე თითქმის მოწითალო იერით, მომქნევი ბუმბული შავია.

e5cb0a36f2ff

ქვერიგში 1 ოჯახის 6 სახეობაა. კასპიის ზღვისჩრდილო–აღმოსავლეთ სანაპიროზე და ცენტრალურ ყაზახეთის მლაშე ტბებზე გავრცელებულია ჩვეულებრივი ფლამინგო.

aa4fbb401070

ბუდობს კოლონიურად, ბუდეს იკეთებს დაჭაოებებულ მლაშობებზე. დებს 1-2 (არაუმეტეს 3) კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 30-32 დღე–ღამე. მართვეებს მშობლები 2 კვირას ამონათხევით კვებავენ, შემდეგ დამოუკიდებლად იკვებებიან.

არსებობს სხვადასხა ჯიშის ფლამინგოები .

Greater Flamingo – მდებარეობა – აფრიკა,ს.ევროპა,ს.დ.აზია.

Lesser Flamingo – მდებარეობა – აფრიკა,ჩ.დ.ინდოეთი.

James’s Flamingo – მდებარეობა – მაღალმთიანი პერუ,ბოლივია,არგენტინა,ჩილე.

Andean Flamingo – მდებარეობა – მაღალმთიანი პერუ,ბოლივია,არგენტინა,ჩილე.

American Flamingo – მდებარეობა – კარიბი და გალაპაგოსის კ.

 

წყარო: wikipedia.org,ენციკლოპედია.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close