არქივი

მარველი

marvel logo

კინო-კომპანია “Marvel” შეიქმნა მეოცე საუკუნის 90-იანი წლების ბოლოში და უკვე მრავალი პროექტი შემოგვთავაზა. მათ შორის ისეთებიც, რომელიც დღესაც ძალიან პოპულარულია. მისი ყველა პერსონაჟი და სიუჟეტი აწყობილია კომპანია მარველის კომიქსების მიხედვით. სწორედ ამ კომპანიამ შეძლო ბოლო 10 წლის განმავლობაში უამრავი გმირის ეკრანიზაცია. 

”Marvel Studios” -ს მიერ შექმნილი ფილმების ჩამონათვალი

ბლეიდი – Blade

იქს ადამიანები – X-Men

ბლეიდი 2 – Blade 2

ადამიანი-ობობა – Spider-Man

დეარდევილი – Daredevil

იქს-ადამიანები 2 – X-men 2

ჰალკი – Hulk

დამსჯელი – Punisher

ადამიანი-ობობა 2 – Spider-Man 2

ბლეიდი 3 – Blade: Trinity

ელექტრა – Elektra

კაციმხეცი – Man-Thing

ფანტასტიკური ოთხეული – Fantastic Four

იქს-ადამიანები 3: საბოლოო ბრძოლა – X-men: The Last Stand

გოუსთ რაიდერი – Ghost Rider

ადამიანი-ობობა 3 – Spider-Man 3

ფანტასტიკური ოთხეული 2 – Fantastic Four 2: Rise Of The Silver Surfer

რკინის კაცი – Iron Man

წარმოუდგენელი ჰალკი – Incredible Hulk

დამსჯელი: ომის ტერიტორია – Punisher: War Zone

მარველის კომიქსები (ინგლ. Marvel Comics) ამერიკული კომიქსების წიგნია, რომელიც Marvel Publishing-ს ეკუთვნის, Marvel Entertainment-ის ფილიალია. Marvel-ის გმირებს შორისაა ისეთი ცნობილი გმირები, როგორებიც არიან კაპიტანი ამერიკა, ფანტასტიური ოთხეული, ჰალკი, რკინის კაცი, ადამიანი-ობობა, იქს-ადამიანები და სხვანი. უმრავლესობა ამ გმირებისა ერთ რეალობაში არსებობს, რომელსაც Marvel Universe-ს (მარველის მსოფლიო) უწოდებენ.

ამ კომიქსების წიგნის გამოცემა 1939 წელს დაიწყო და მისი სახელი Timely Comics იყო, ხოლო 1950 წლისთვის Atlas Comics ერქვა. Marvel-ის შექმნიდან, 1961 წლიდან მოყოლებული, ფანტასტიური ოთხეულის და მრავალი სხვა სუპერგმირის შემქმნელები არიან: სტენ ლი, ჯეკ კირბი, სტივ დიტკო და სხვები. Marvel-ი სწორედ მაშინ გახდა ამერიკაში ერთ–ერთი მსხვილი კომიქსების კომპანია, DC კომიქსებითან ერთად.

270px Captain America War

კაპიტანი ამერიკა არის კომპანია მარველ კომიქსების პერსონაჟი, ის მწერალმა ჯო საიმონი და მხატვარმა ჯეკ კიბრიმ შექმნეს. პირველად გამოჩნდა კომიქსში Captain America Comics #1 (მარტი 1941წ.). ის იყო ფაშისტებთან მებრძოლი სუპერგმირი. ეს კომიქსი 75-მდე ქვეყანაში იქნა გამოცემული. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იგი სიუჟეტის მიხედვით გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.
(ნოემბერი 1963), გამომცემლობა მარველ კომიქსმა, მხატვარ ჯეკ კიბრისთან და ავტორ-რედაქტორ სტენ ლისთან ერთად, ფანტასტიკური ოთხეულის წევრი ჯონი შტორმის დახმარებით კომიქსებში დააბრუნეს კაპიტანი ამერიკა, როგორც მეორე მსოფლიო ომის გმირი, რომელმაც მრავალი წელი გაატარა გაურკვევლობაში. თუმცა შემდეგ ის აღმოჩნდა თვითმარქვია, რომელიც ჯონ შტორმმა დაამარცხა.

გარკვეული დროის შემდეგ შემდეგ კვლავ აღადგინეს კაპიტანი ამერიკა (ნამდვილი კაპიტანი) კომიქსში The Avengers #4 (მარტი 1964), მისი გაუჩინარების მიზეზი აღმოჩნდა ის რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღერებში ის დაზიანებული თვითმფრინავით ატლანტიკის ოკეანეში ჩავარდა და ათეულობით წლები გაყინულმა გაატარა. დაბრუნების შემდეგ კაპიტანი მალევე გახდა შურისმაძიებელთა ლიდერი.

0.674292001205771918image small

ფანტასტიკური ოთხეული (ინგ. Fantastic Four) სუპერგმირების გუნდი, რომელიც ცნობილია კომპანია მარველის კომიქსების წიგნებიდან. მისი შემქმნელები არიან სტენ ლი და ჯეკ კიბრი. დებიუტი შედგა კომიქსში Fantastic Four #1, 1961 წელს. კომიქსი კოსმოსში რადიაციით დასხივებულ კოსმონავტებზე მოგვითხრობს. სწავლული რიდ რიჩარდსი, მისი ცოლი სიუ შტორმი, მისი ძმა ჯონი შტორმი და რიჩარდის ბავშვობის მეგობარი ბენ გრიმი ანომალიური ტალღების საძებრად კოსმოსური ხომალდით კოსმოსში გაფრინდნენ. იქიდან დაბრუნებულებმა კი საოცარი ძალები შეიძინეს.

რიდ რიჩარდსი [რედაქტირება]

რიდ რიჩარდსი — (გუნდის ხელმძღვანელი) რეზინის მსგავსად შეუძლია განიცადოს დეფორმირება და გაიწელოს.
სიუზი შტორმი [რედაქტირება]

სიუზი შტორმი — მაგნიტური ძალების მართვის უნარი. ამ ძალების გამოყენებით შეუძლია იფრინოს ან უჩინარი გახდეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მაგნიტური ძალით დაარტყას საგანს
ჯონი შტორმი [რედაქტირება]

ჯონი შტორმი — განსაკუთრებულ შემთხვევებში ცეცხლის ალში ეხვევა და ამის წყალობით შეუძლია იფრინოს დიდი სიჩქარით ან თავად წარმოქმნას ცეცხლის ალი და გამოუშვას ისინი ხელებიდან.
ბენ გრიმი [რედაქტირება]

ბენ გრიმი — ყველა კოსმონავტმა საოცარი ძალა მიიღო მაგრამ ბენ გრიმს საოცარ ძალასთან ერთად დიდი სიმახინჯეც ერგო, იგი ქვისსახიან ურჩხულად იქცა რომელიც ასეთი დიდი ტრამვის შემდეგ მაინც განაგრძობს ბრძოლას თავის მეგობრებთან ერთად ბოროტების წინააღმდეგ.

კომიქსებში ფანტასტიკური ოთხეულის მთავარი მტერია დოქტორი დუმი, რომელსაც საშინლად სძულს ფანტასტიკური ოთხეული.

hulk088cov

ჰალკი (დოქტორი ბრუს ბანერი; ინგლ. Hulk, Dr. Robert Bruce Banner) – სუპერგმირი მარველის კომიქსების მსოფლიოში. პირველად გამოჩნდა კომიქსში გასაოცარი ჰალკი (The Incredible Hulk) №1 (1962 წ. მაისი). შექმნილია მწერალი სტენ ლისა და მხატვარი ჯეკ კიბრის მიერ. იგი მარველის კომიქსების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პერსონაჟია.

ჰალკი ცნობილია არა მარტო კომიქსებიდან, არამედ სატელევიზიო სერიებიდან, სრულმეტრაჟიანი ფილმებიდან: ჰალკი Hulk (2003) და გასაოცარი ჰალკი The Incredible Hulk (2008). ტელე-სერიალებში სუპერგმირს ლუ ფერიგნო ანსახიერებს. რაც შეეხება ფილმებს, პირველად, 2003 წელს ჰალკის როლი ერიკ ბანამ შეასრულა, 2008 წელს გადაღებული ფილმის მეორე სერიაში კი ედვარდ ნორტონმა. ჰალკი ასევე ცნობილია ანიმაციური სერიებიდან და ვიდეო-თამაშებიდან.

საკუთარი ხელებით შექმნილი ბომბის აფეთქების შემდგომ, სასწაულით გადარჩენილი ბრუს ბანერი საშინელ მონსტრად – ჰალკად გადაიქცა. მისი ქმედებები უკონტროლო და ძნელად გამოსათვლელია. ჰალკის კანის ფერი დროდადრო იცვლებოდა სხვადასხვა გამოცემებში, თუმცა საბოლოოდ ავტორებმა მწვანე ფერი ამჯობინეს.

ultimate spider man sm

ადამიანი-ობობა (ინგლ. Spider-man) — კომპანია მარველის კომიქსების სუპერგმირი. მისი პირველი შემქნელები იყვნენ სტენ ლი და სტივ დიტკო. 1962 წელს, პირველი გამოჩენისთანავე (კომიქსი გასაოცარი ფანტაზია № 15) იგი იქცა ერთ-ერთ პოპულარულ სუპერგმირად.

მის გამოჩენამდე კომიქსების პერსონაჟი მოზარდები მხოლოდ სუპერგმირების დამხმარეებად გვევლინებოდნენ. სწორედ ამ სტერეოტიპების მსხვრებას ემსახურებოდა „ადამიანი-ობობა“, რომლის გმირიც ადამიანებს 15 წლის ასაკიდან იცავდა.

კომიქსების ყველაზე პოპულარული სერია არის “გასაოცარი ადამიანი-ობობა” — იგი დღემდე გრძელდება. წლების განმავლობაში პიტერი ხან სკოლის მოსწავლე იყო, ხან — კოლეჯის სტუდენტი, ხან — მასწავლებელი, ხან — „ახალი შურისმაძიებლების“ გუნდის წევრი.
ორიგინალური ვერსიით, პიტერი უნიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ნიუ-იორკელი მოზარდი იყო. იგი იზრდებოდა ბიძიასთან და ბიცოლთან. ერთხელ მას უკბინა რადიოაქტიულმა ობობამ და პიტერის ორგანიზმმა დაიწყო გარდაქმნა. აღმოაჩინა რა საკუთარ თავში ობობისათვის დამახასიათებელი თვისებები (კედლებზე ცოცვა, აბლაბუდის ქსოვა), პიტერმა დაიწყო ბრძოლა ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროსთან. ერთხელ მან ვერ დაიჭირა ქურდი, რომელმაც მოგვიანებით მისი ბიძია ბენ პარკერი მოკლა. ასე რომ, პიტერს კიდევ ერთი საზრუნავი გაუჩნდა — უნდა ეპოვა ბენის მკვლელი. პარალელურად მან დაიწყო გაზეთ „Daily Bugle“-ში მუშაობა, დაქირავებულ ფოტოგრაფად, რომელიც გამოცემას აწვდიდა ფოტოების სხვადასხვა კრიმინალური შემთხვევებიდან. სულ მალე მან აღმოაჩინა, რომ რთულია, ერთმანეთს შეუთავსო პირადი და სუპერგმირის ცხოვრება. მისმა მთავარმა მტერმა, მწვანე გობლინმა შეიტყო, რომ პიტერის საყვარელია გვენ სტეისი. მან მოკლა გვენი. სულიერი ტრავმის შემდეგ პიტერი დაქორწინდა მერი ჯეინ უოტსონზე, ხოლო გამოცემაში Civil War (#2, 2006) მთელ მსოფლიოს გამოუტყდა, თუ ვინ იყო სინამდვილეში.
დასხივებული ობობის ნაკბენის შემდეგ პარკერის სხეული და ორგანიზმი შეიცვალა, შეიძინა ზეთვისებები. ორიგინალურ ისტორიებში (ლისა და დიტკოს ავტორობით) ადამიანი-ობობა დადის კედლებზე, ზეადამიანური ძალა აქვს, გააჩნია „მეექვსე გრძნობა“ (ობობის გრძნობა), რომელიც საშიშროების შესახებ დროულად აუწყებს. პიტერს გააჩნია წონასწორობის გრძნობა, არაჩვეულებრივი სისწრაფე და მოხერხებულობა. 2005 და 2006 წლის სიუჟეტებში იგი დამატებით თვისებებს იძენს — მაგალითად, ბიოლოგიური ქსელის გამოშვება მექანიკურის მაგივრად, მაგრამ 2007 წლის სტორილაინში „One More Day“ პიტერი კარგავს ბიოლოგიური ქსელის გამოშვების უნარს და უბრუნდება მექანიკურ ვებ-შუტერებს.

პიტერი მაღალი ინტელექტით დაჯილდოვებული ადამიანია, რომელიც კარგად ერკვევა ქიმიაში, ფიზიკაში და სხვა მეცნიერებებში. ფიზიკურად პიტერი ყველაზე განვითარებულია „მარველის“ გმირებიდან.

„მარველის“ მთლიანი ისტორიის მანძილზე ადამიანმა ობობამ რამდენჯერმე შეიცვალა კოსტიუმი. თუმცა ყველაზე მეტად ცნობილი მისი ცნობილი კოსტიუმი — წითელ-ლურჯ ფერებში, შავ-თეთრი კოსტიუმი და ტექნოლოგიურად სრულყოფილი, რომელიც დამზადებულია ტონი სტარკის მიერ შექმნილი ჯავშნისგან.

476114599

იქს-ადამიანები (ინგლ. X-Men [ˈɛksˈmen]) – სუპერგმირებისაგან შექმნილი გუნდი მარველის კომიქსების მსოფლიოში. შექმნილია მწერალი სტენ ლისა და ილუსტრატორი ჯეკ კირბის მიერ. დებიუტი შემზარავი იქს-ადამიანების პირველ ნომერში (1963 წლის სექტემბერი) შედგა.

გუნდის წევრებს გააჩნიათ გარკვეული ზეთვისებები, ზებუნებრივი ძალები, ანუ სუპერძალები, რაც მათი უეცარი ევოლუციური წინსვლის შედეგია. ჩვეულებრივი ადამიანებისაგან განსხვავებით ისინი ფლობენ ე.წ. იქს-გენს, განეკუთვნებიან სახეობას Homo superior და ევოლუციის შემდგომ საფეხურზე მყოფ ინდივიდებად მიიჩნევიან.

კომიქსის ადრეულ სერიებში, მარველის მუტანტების საზოგადოება ორ ძირითად შემტევ ძალადაა გაყოფილი: ბოროტი მუტანტების საძმოს წევრებს, რომლებიც სუპერძალებს კანონის წინააღმდეგ იყენებენ, ძლევამოსილი მაგნეტო ხელმძღვანელობს, იქს-ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან ბოროტებას — პროფესორი ჩარლზ იქსევიერი (პროფესორი X). ეს ის პიროვნებაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს ზებუნებრივი ნიჭით დაჭილდოებულ ახალგაზრდებს და საკუთარ კოლეჯში ასწავლის მათ სუპერძალების სიკეთის სამსახურში გამოყენებას.

იქს-ადამიანების კომიქსების სერიამ თავისი გავლენა იქონია კომიქსების კულტურაზე. 1970-იან წლებში მის პერსონაჟებში შედიოდნენ კანადის, გერმანიის, ირლანდიის, იაპონიის, კენიისა და საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები. შემდგომში სერიას დაემატა სხვა ეთნოსებისა და კულტურის მუტანტების რიგი.

მოგვიანებით ეს კომიქსი გახდა ანიმაციური სერიალების, კომპიუტერული თამაშებისა და სრულმეტრაჟიანი ფილმების პირდაპირი წინამორბედი.

ტერმინი ”იქს-ადამიანები” მიმანიშნებელია იმისა, რომ ისინი მსოფლიოსათვის უცნობი გენეტიკის მატარებელი ინდივიდები არიან. სტენ ლი საკუთარ წიგნში (Son of Origins of Marvel Comics) აღნიშნავს, რომ მან გამოიგონა გუნდის სახელი მას შემდეგ, რაც მარველის კომიქსების გამომცემელმა მარტინ გუდმენმა დაიწუნა შემდეგი სახელწოდებები: „ექსტრა ძალები“, „მუტანტები“. აღსანიშნავია ისიც, რომ კომიქსის პირველ ნომერში (Uncanny X-Men #1) გუნდს სახელწოდება თავად პროფესორ იქსევიერმა შეურჩია მათი ექს-ტრა ძალების გამო.

მუტანტების ნაწილი ტელეპათმა იქსევიერმა მოიძია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მან ახალგაზრდები საკუთარ კოლეჯში მიიწვია, რომელიც ნიუ იორკში მდებარეობდა. თავდაპირველად გუნდი შედგებოდა 5 პერსონაჟი-თინეიჯერისგან: ანგელოზი, მხეცი/ჰენკ მაკკოი, ციკლოპი/სკოტ სამერსი, ყინულის კაცი/ბობი დრეიკი და მარველის გოგნა, ჯინ გრეი.

თითოეულ მათგანს პროფესორმა ზებუნებრივი ძალების სურვილისამებრ გაკონტროლება ასწავლა.

wolverine62preview7

სამურავი (ინგლ. Wolverine) – გამოგონილი სუპერგმირი მარველის კომიქსების მსოფლიოში. პირველად გამოჩნდა გასაოცარი ჰალკის 180-ე ნომერში (1974 წლის ოქტომბერი). შექმნილია მწერალი ლენ უეინისა და არტ-დირექტორი ჯონ რომიტა უფროსის მიერ, რომელსაც ეკუთვნის პერსონაჟის დიზაინი, გამოცემისათვის კი სამურავი პირველად ჰერბ ტრიმფემ დახატა. იქს-ადამიანების მწერალმა კრის კლერმონმა, ისევე, როგორც მწერალმა/ილუსტრატორმა ჯონ ბირნიმ, დიდი წვლილი შეიტანა პერსონაჟის დახვეწაში. ეს უკანასკნელი დაჟინებით მოითხოვდა, რომ სამურავი სხვა იქს-ადამიანებზე ასაკით უფროსი ყოფილიყო. ილუსტრატორმა ფრანკ მილერმა ითანამშრომლა კლერმონთან. მისი დახმარებით 1982 წლის სექტემბერ-დეკემბერში გამოიცა კომიქსის ოთხ-ნაწილიანი ლიმიტირებული სერიები (სახ. Wolverine), სადაც სამურავის ცნობილი ფრაზის, “I’m the best there is at what I do, but what I do isn’t very nice,” დებიუტი შედგა.

ჯეიმს ჰოულეტი, იგივე ლოგანი, არის მუტანტი, რომელიც ფლობს ცხოველის-მსგავს მგრძნობელობას, საოცარ ფიზიკურ შესაძლებლობებს, ძვლის ბრჭყალებსა და განკურნების უნარს, რაც საშუალებას აძლევს სწრაფად შეიხორცოს ნებისმიერი ჭრილობა, განიკურნოს დაავადებებისგან, ტოქსინებისგან… იქს-იარაღის შექმნის დროს, როდესაც მუტანტის სხეულში მეტალი ადამანტიუმი შეიყვანეს, სწორედ ამ უნარმა გადაარჩინა იგი სიკვდილს. თავდაპირველად, სამურავი ერთ-ერთი ანტი-გმირი, ავტორიტეტის არმქონე მუტანტი იყო, რომელიც გამოჩნდა ამერიკულ კულტურაში ვიეტნამის ომის შემდგომ. მოგვიანებით იგი შეუერთდა იქს-ადამიანებს კომიქსში გიგანტური ზომის იქს-ადამიანები #1 (1975 წლის მაისი) და მათთან ერთად განაგრძო ბრძოლა. ამჟამად ლოგანი გულშემატკივრების ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟია. სამურავი გამოჩნდა საკუთარ სოლო-კომიქსში 1988 წლიდან და ცენტრალური ფიგურა გახდა იქს-ადამიანების ისტორიების უმეტესობაში, ანიმაციებში, ვიდეო თამაშებსა და სრულმეტრაჟიან ფილმებში, სადაც მას ჰიუ ჯეკმენი ანსახიერებს.

2008 წლის მაისში, გაზეთ Wizard-ის ყველა დროის 200 საუკეთესო კომიქსის პერსონაჟს შორის სამურავმა პირველი ადგილი დაიკავა, იმავე წლის ივლისში კი გაზეთ Empire-ის 50 უდიდეს კომიქსის პერსონაჟს შორის – მეოთხე.

Back to top button