გასართობისაკითხავი

„ყელს გამოვჭრი !! „ – მერილ სტრიპი

23f51bff3b11
ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი — გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი იყო და ცნობილია როგორც „რკინის ლედი“. სტრიპმა ითამაშა ეს როლი წარმატებულადაც კი…იგი აღარ უყვარს ყვითელ პრესას : სამაგალითო ცოლსა და დედას ნარკოტიკები და ალკოჰოლი არასდროს იტაცებდა. სამაგიეროდ, მერილ სტრიპი (ეძახდნენ ხშირად: მერი ლუისა სტრიპი ) უყვართ კრიტიკოსებსა და მაყურებელს. მას თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდესს მსახიობს უწოდებენ. როლის ათვისების ნიჭით, შრომისუნარიანობითა და ეკრანული სახეების მრავალფეროვნებით სტრიპს ხშირად მის დიდი ხნის მეგობარ რობერტ დე ნიროს ადარებენ.
eb2acec6755a
იყო საუკეთესო !!!
მას ბავშვობიდან შესანიშნავი ხმა ჰქონდა და საოპერომ მომღერლობაზე ოცნებობდა. სტრიპში შერწყმული იყო „ბოტანიკოსის“ შეუპოვრობა და მიმზიდველი გარეგნობა. მაგრამ სილამაზე იარაღად არასდროს გამოუყენებია. უკვე ცნობილი მსახიობი იყო, უარი რომ თქვა ოდნავ შესამჩნევი სიელმის გასწორებაზე. ამ ნაკლს ოპერატორები ოსტატურად მალავენ…
იგი ცდილობდა, ყოველთვის და ყველაფერში საუკეთესო ყოფილიყო. კოლეჯში სწავლისას მერილი თეატრმა გაიტაცა. სტრიპმა პრესტიჟულ იელის უნივერსიტეტში სამსახიობო ოსტატობის 3 კურსი დახურა. გამოსაშვები კლასის მოსწავლეს ყ]ურადღება მიაქციეს და მერილი ბროდვეის ვარსკვლავი გახდა.
148fd3bf77c5
28 წლის იყო კინოში პირველი როლი რომ შეასრულა, 1 წლის შემდეგ კი „ოსკარზე“ იქნა ნომინირებული როლისთვის ფილმში „ირმებზე მონადირე“; სტრიპტისთვის ეს სურათი დაუვიწყარია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან აშშ=ის საუკეთესო კინემატოგრაფისტებთან მუშაობის გამოცდილება მიიღო, არამედ იმის გამოც, რომ სწორედ „მონადირის“ გადაღებების დაწყებამდე გამოირკვა, რომ ჯონ კაზელი (ფრედო „ნათლიაში“), რომელზეც მერილი დანიშნული იყო და, რომელსაც ფილმში ერთ-ერთი მტავარი როლი უნდა ეთამაშა, სასიკვდილო სენით იყო დაავადებული. აუტანელი ტკივილებისგან იგი ტანდათან სუსტდებოდა , მერილი კი მუდამ მის გვერდით იყო. ჯონის სიკვდილი მსახიობისთვის დიდ ტრაგედიად იქცა; მერილი ისევ სამუშაომ იხსნა.

606055fc5f3b
1 წლის შემდეგ როლისთვის ფილმში „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ სტრიპმა „ოსკარი“ მიიღო და რაგინდ გასაკვირვიც არ უნდა იყოს, ფაცი-ფუცში იგი ქალების ტუალეტში დარჩ. ამ ფილმზე მუსშაობისას მან კვლავ გამოამჟღავნა უბადლო ნიჭი: მერილს არ მოწონა თავისი გმირის სიტყვა სასამართლოში. რეჟისორმა რობერტ ბენტონმა მსახიობს შესთავაზა, თავად დაეწერა ტექსტი; მერილი ასეც მოიქცა და ბრწყინვალედაც ითამაშა.
2 წელიწადში სტრიპი ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდა. ყოველ როლში იგი ახლებურად გამოიყურებოდა, თუმცა სპეციალურ გრიმს იშვიათად მიმართავდა. „სოფის არჩევანში“ მერილმა საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილი პოლონელი ქალის როლი შეასრულა. ამისთვის სტრიპმა ისწავლა ლაპარაკი პოლონური აქცენტით, და, ამასთან, სალაპარაკო გერმანულსაც ეუფლებოდა. ფილმა სტრიპს მეორე „ოსკარი“ მოუტანა; სასიხარულოა… სტრიპი „ოსკარზე“ ნომინაციების რაოდენობით ყველა კოლეგას უსწრებს, ის 14-ჯერ წარადგინეს ამ ჯილდოზე.

260cecd5d1c1
ეს შავი სამუშაოა !
ყოველი მისი ფილმი მოვლენა იყო. რეჟისორებს სწყუროდათ მერილი. როდესაც 80_იან წლებში „სურვილების ტრამვაის“ ახალი ვერსიიის იდეა წარმოიშვა, პიესის ავტორი ტენესი უილიამსი ბლანშის როლში მხოლოდ სტრიპს ხედავდა. მაგრამ მერილმა ვერ შეძლო ფილმში მონაწილეობა. დიახ, ასეც მომხდარა, რომ მერილს ძალიან უნდოდა როლის მიღება, მაგრამ … ასე იყო “ევიტაზეც“. „მე მადონაზე უკეთ ვმღერი! თუკი ის მიიღებს როლს, ყელს გამოვჭრი! – განაცხადა სტრიპმა. ევიტა პოპ-მომღერალმა განასახიერა, მაგრამ ურთიერთობების გარჩევამდე საქმე არ მისულა.
მერილი ყოველთვის ახერხებს სუპერწარმატებული კარიერისა და პირადი ცხოვრების ერთმანეთთან შეხამებას.
c91b5616f615
იგი 25 წელია გათხოვილია და მას ჰყავს 4 შვილი ; მასზე არავინ ჭორაობს და ეს ბულვარულ პრესას აღიზიანებს. 90-იანი წლების დასწყისში ჟურნალისტები წერდნენ, რომ მსახიობი გამოიფიტა. მერილი კი ამ „ბრალდებას“ შესანიშნავი როლებით პასუხობდა: „შავ“ – კომედიაში „მას სიკვდილი უხდება“- სტრიპმა უბადლოდ შეასრულა გაცოცხლებული მკვდრის როლი, „მედისონის ოლქის ხიდებში“ კი (Clint Eastwood) კლინტ ისტვუდთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული კინოწყვილი შექმნა, „ველური მდინარის“ გადაღებისას კი კინარამ დაიღუპა. რეჟისორი გადასაღები დღის ბოლოს დაღლილ მსახიობს აიძულებდა, გაემეორებინა ერთ-ერთი სცენა მთის მდინარეზე. მერილი წყლის ტალღამ წაიღო და ბლომად წყალი ყლაპა… როდესაც რეჟისორთან მივიდა , მხოლოდ ეს უთხრა: „გახსოვდეთ, როცა ვამბობ, რომ რაღაცის გაკეთება არ შემიძლია, ვფიქრობ, ღირს დაჯერება !“ შეშფოტებულმა რეჟისორმა ნერვიულად დაუქნია თავი.
4ab9526ddcc7
50 წელს მიღწეული მერილი ყველა როლს კვლავაც მთელ თავის ენერგიას უძღვნის. არც ისე დიდი ხნის წინ „გულის მუსიკისთვის“ მან ვიოლინოზე დაკვრა ისწავლა, 8 კვირის განმავლობაში ყოველდღე 6 საათს მეცადინეობდა. აღტაცების საპასუხოდ მსახიობი მხრებს იჩეჩავს და ამბობს: „ეს ხომ ჩემი სამუშაოა !!!
c1362c4398b8
f509cd5e379b

a32513c23482
e43fd4bc10d7

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button