ფოტოჟურნალისტების ჩაშვება მოქმედი ვულკანის მარუმის კრატერში… ეს მოხდა
რამდენიმე ხნის წინ; ორმა ახალ ზელანდიელმა ფოტოჟურნალისტმა და ვულკანოლოგისტმა -ჯოფ მეკლიმ (Geoff Mackley) და ბრედლი ამბროუზმა (Bradley Ambrose)- მოახერხეს სარისკო ჩაშვება აქტიური მარუმის ვულკანის კრატერში , რომელიც ამბრიმის კუნძულზე – Ambrym Island, ვანუატუ . მათ თან ახლდათ გამოცდილი ალპინისტთა გუნდი და ზელანდიელები ჩაეშვნენ მოქმედ ვულკანში 396 მეტრზე, სადაც გადაიღეს ეს შთამბეჭდავი სანახაობრივი სურათები. ცეცხლოვანი ლავის ტბასთან უშუალო სიახლოვეში გადაღებულმა კადრებმა მთელი მსოფლიო აღტაცებაში მოიყვანა, ხოლო თავად ექსპედიციის ხელმძღვანელმა კი ამ გიჟურ და სახიფათო ექსპერიმენტს “სიურეალური გამოცდილება” უწოდა.
“პროექტის მომზადებას და მის განხორციელებას 12 წელი დასჭირდა. როგორც კი ეს ლავა დავინახე, გადავწყვიტე, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ახლოს უნდა გავცნობოდი. დღემდე მიკვირს, ჩემზე ადრე რატომ არავის მოსვლია თავში ეს გაეკეთებინა ” – აცხადებს ჯოფ მაკლი