უცნაური

GUNS N ROSES

be1ecf3f09c1

გაიგეთ უფრო მეტი ვიდრე იცოდით ამ გენიალური ჯგუფის შესახებ 

განს-ენ -როუზი(ინგ. Guns N’ Roses)ამერიკული  ჰარდ როკ ჯგუფი ‘რომელიც ჩამოყალიბდა  ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, 1985 წელს. ჯგუფს გაყიდული აქვს ალბომების 100 მილიონზე ასლი მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 43.5 მილიონი – შეერთებულ შტატებში. ამ ციფრებით ითვლებიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰარდ როკ ჯგუფად. მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 25 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და გამოსვლის დღიდანვე დაიმკვიდრა პირველი ადგილი აშშ-ს ჩარტებში. ალბომის პირველი სიმღერა Welcome to The Jungle გამოყენებულია კლინტ ისტვუდის 1988 წლის ფილმში სასიკვდილო სია. ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ და ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო დაეპყროთ გვიანი 80-იანების და ადრეული 90-იანი წლების ჰარდ როკის სცენა. მაშინ როდესაც გლემ მეტალი წამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში, განზ-ენ-როუზიზმა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო გლემ მეტალის პოპულარიზაციას და უამრავი მსმენელი მიიზიდა. ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1987-1993 წლებში, მაგრამ წევრებს შორის არსებულმა უთანხმოებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა. დღეს ერთადერთი წევრი თავდაპირველი შემადგენლობიდან ექსლ როუზია, რომელიც უკვე 26 წელია, რაც ამ ჯგუფის ვოკალისტად მოღვაწეობს. ახალა კი გთავაზბთ მათ რამდენიმე გენიალურ სიმღერას. იმედია მოგეწონებათ:)

maar

dasgdfghsdfh

მსგავსი ამბები

Back to top button