საკითხავისასარგებლო

ქარის სიძლიერის ბოფორტის სკალა

890f4ec0fc02

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო ქარის სხვადასხვა სიძლიერეზე, მის მოქმედებაზე ხმელეთზე და ზღვაზე.

განმარტება: ბოფორტის ბალები/ქარის სიძლიერის სიტყვიერი განსაზღვრა/ქარის სიჩქარე (მ/წმ)/ქარის მოქმედება ხმელეთზე/ქარის მოქმედება ზღვაზე.
0/შტილი/0-0,2/კვამლი ვერტიკალურად ადის/სარკისებრი გლუვი ზედაპირი/
1/სიო/0,3-1,5/ქარის მოძრაობას ვიგებთ კვამლის გადახრით/ლელვილი. თხემზე ქაფი არ არის/
2/ნიავქარი/1,6-3-3/ქარის მოძრაობას ვგრძნობთ პირისახით, ფოთლები შრიალებენ/მოკლე ტალღები, თხემები არ ყირავდება და მინისებრია/
3/სუსტი/3,4-5,4/ფოთლები და ხის წვრილი ტოტები გამუდმებით ირხევა. ქარი აფრიალებს მაღლა ამართულ დროშებს/მოკლე, კარგად გამოკვეთილი ტალღები, თხემები ყირავდება და წარმოქმნის მინისებრ ქაფს, აქა-იქ ქოჩორა თხემები ჩნდება/
4/ზომიერი/5,5-7,9/ქარი იტაცებს მტვერსა და ქაღალდის ფურცლებს, არხევს წვრილ ტოტებს/ტალღები წაგრძელებულია, ხშირია ქოჩორა თხემები/
5/მოძლიერო/8-10,7/წვრილტანიანი ხეები ირხევა, ტბაზე თხემიანი ტალღები ჩნდება/ტალღები გრძივად კარგადაა განვითარებული და არც თუ ისე დიდია. ირგვლივ აქოჩრილი თხემებია და ზოგჯერ შხეფებიც ჩნდება/
6/ძლიერი/10,8-13,8/ირხევა ხის მსXილი ტოტები, ელექტროსადენები ზუზუნებენ/წარმოიქმნება დიდი ტალღები, რომელთა ქაფქაფა თხემები დიდ ფართობს მოიცავს/

b28c4f23b2b9

7/მძაფრი/13,9-17,1/ხეები მთლიანად ირხევა. პირქარში სვლა ძნელდება/ტალღები ერთმანეთს აწყდება, თხემებს ქარი იტაცებს, ქაფი ზოლებად წვება ქარის მიმართულებით/
8/მეტად მძაფრი/17,2-20,7/ქარი ამტრევს ხის ტოტებს. პირქარში სვლა ძალზე ჭირს/ზომიერად მაღალი გრძივი ტალღები. თხემების კიდეებზე შხეფები წყდება. ქაფის ზოლები რიგებად მიაქვს ქარს/

9/შტორმი/20,8-24,4/მცირე ზიანი. ქარი გლეჯს საკვამურის ხუფებს და კრამიტს/მაღალი ტალღები. ქაფის განიერი ზოლები ერთმანეთის მიყოლებით მიიწევენ ქარის მიმართულებით. ტალღის თხემები ყირავდება და შხეფებად იმსხვრევა, რაც ხილვადობას აუარესებს/

35377f99adcd

10/ძლიერი შტორმი/24,5-28,4/ნაგებობათა მნიშვნელოვანი დაზიანება. ქარი ძირიანად თხრის ხეებს. ასეთი ქარი ხმელეთზე იშვიათია/ძალზე მაღალი ტალღები, გადმოღუნული გრძელი თხემებით. ქარი ქაფის ვეებერთელა ფანტელებს თეთრ ფართო ზოლებად მიერეკება. ზღვის ზედაპირი გადათეთრებულია ქაფით. გაისმის ტალღების ზათქი. ხილვადობა ცუდია/
11/სასტიკი შტორმი/28,5-32,6/ძლიერი ნგრევა საკმაოდ დიდ ფართობზე. ხმელეთზე ძალზე იშვიათია/ განსაკუთრებით მაღალი ტალღები. მცირე და საშუალო ზომის გემები დრო და დრო გაუჩინარდება. ზღვა ერთიანად დაფარულია ქაფის გრძელი თეთრი ნაფლეთებით, რომლებიც ქარის მიმართულებით მიისწრაფიან. ტალღების კიდეები აქაფებულია. ხილვადობა ძალზე ცუდია/

12/გრიგალი/32,7 და მეტი/ /ჰაერი სავსეა ქაფითა და შხეფებით. ზღვა მთლიანად დაფარულია ქაფის ზოლებით. ხილვადობა თითქმის შეუძლებელია/

108cba404d94

მსგავსი ამბები

Back to top button