უკატეგორიო

ბრიტანელმა დაამყარა რეკორდი- 14 დღე ძილის გარეშე

6d6932ab1826
14 დღე ძილის გარეშე, ანუ 2 კვირა -აი ასეთი რეკორდი დაამყარა 42 წლის ბრიტანელმა მებაღემ კორნუოლადან (Cornwall). ტონი რაიტს რომ არ ჩასძინებოდა, ტონი ჭამდა მხოლოდ ბოსტნეულს და ხილს, სვამდა ნატურალურ ხილის წვენებს და მის ნაყენს, თამაშობდა ბილიარდს, მან შეძლო დაემარცხებინა დამკვირვებლები ბილიარდში და ასევე აწარმოებდა დღიურს, ავსებდა იმ დღევანდელი ჩანაწერებით. ტონის ეხმარებიდნენ აგრეთვე მისი მეგობრები, რომლებიც ართობდნენ მას საუბრებით ბარში და ანეიტრალებდნენ იმაზე ფიქრს, თუ რამ გამოიწვია ტონის ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ასეთი ტესტი… მართლაც-და წარმოუდგენელია !!! ცვლილება მის ცხოვრებაში ისაა, რომ ტონი მსოფლიო რეკორდსმენი გახდა !..
ბარში, სადაც დამონტაჯებული იყო ვიდეო-კამერები ირგვლივ, ტონის ერთხელაც არ მოუხუჭავს თვალი 336 საათის განმავლობაში … და დაამყარა ახალი რეკორდი, რომელიც ადრე ეკუთვნოდა რენდი გარდნერს, სან-დიეგოდან, რენდიმ მაშინ ძილის გარეშე გაძლო 11 დღე.
რომ მიეღწია რეზულტატისათვის, ტონი დიდხანს ვვარჯიშობდა და იყენებდა ძილის სპეციალურ მეთოდს, რომელშიც ტვინის ნახევარსფეროები გამოიყენება რიგ-რიგობით. ტონი რაიტმა აღიარა, რომ 2 კვირის განმავლობაში ჰქონდა კრიზისი. ზოგჯერ იწყებდა ლაპარაკს და მერე ბგრებს და სიტყვებს ყლაპავდა, გაურკვევლად და არამკაფიოდ წარმოთქვამდა და გრძნობდა გაღიზიანებას ძალიან ნათელი ფერებისაგან- თითქოს ცეცხლი უკიდია, სიმხურვალისგან…
მაგრამ ეს ოცნება ოცნებად დარჩა, მართალია აღიარეს რეკორდსმენად , მაგრამ სამწუხაროდ, ბრიტანელი მებაღე არ შეიყვენეს გინესის წიგნის ჩანაწერებში, რადგან 1 წლის წინ „წიგნის“ კომიტეტმა გადაწყვიტა გაეუქმებინა და ამოეღო წიგნის ჩანაწერებიდან „რეკორდი უძილობასთან დაკავშირებით“ , რადგან მას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close