საკითხავისასარგებლო

მეორე მთავრობა – იდუმალი მთავრობა. ( კოზა ნოსტრა )

მოგასალმებით მე ისევ ვაგრძელებ მაფიის ისტორის გაგრძელებას ჯერ ალბად დავწერ ზოგად ინფორმაციას და მერე შევეხები კონკრეტულ პირებს.  ამიტომ თუ ხართ დაინტერესებული აუცილებლად წაიკითხეთ და დამიჯერეთ სრულიად ჩაწვდებით მაფის მთელ მუშაობის სტილს კიდევ რამდენიმე ამის მაგვარი ინფორმაციაც და შემდეგ უკვე დავიწყებ დონების ბიოგრაფიებს.

ამიტომ თუ ხართ დაინტერესებული აუცილებლად წაიკითხეთ და დამიჯერეთ სრულიად ჩაწვდებით მაფის მთელ მუშაობის სტილს კიდევ რამდენიმე ამის მაგვარი ინფორმაციაც და შემდეგ უკვე დავიწყებ დონების ბიოგრაფიებს.

მიუხედავათ იმისა, რომ მაფიაზე განუწყვეტლივ მიმართულია პროჟექტორები, იგი მაინც ინარჩუნებს თავის იდუმალებას.ზოგი იქმდეც კი მიდის, რომ საერთოდ უარყოფს მის არსებობას. ( ეს მითია, ლეგენდაა ) მაფიის წევრმა ვალაჩიმ, რომელმაც უცებ შეწყვიტა თხრობა თავის თავგადასავალზე კოზა ნოსტრაში ( მაფის სახელწოდება აშშ ), უთხრა ამერიკელ ჟურნალისტებს პიტერ მაასს: თუმცაღა, რა სასჭიროა. ყოველივე ამაზე ლაპარაკი! არავინ მოგისმენთ ამას არავინ დაიჯერებს. გასაგებია? ასე თუ ისე კოზა ნოსტრა მეორე მთავრობაა. ეს მეტისმეტად გრანდიოზულია!

შეერთებული შტატების იუსტიციის მაშინდელი მინისტრი რობერტ კენედი. მის მკვლელობაზე ცოტა ხნით ადრე, სწორედ მათ, ვისაც არ სჯეროდა, მიმართავდა:ბევრ ამერიკელს ისე წარმოუდგენია, რომ თითქოს ორგანიზებული დანაშაული მათ არ ეხება. ცდებიან. ორგანიზებული დანაშაულის პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა ისე სწრაფად გაიზარდა, რომ იგი ეხება ჩვენი უმრავლესობის ცხოვრებას. მაფიის უზარმაზარი დოსიეს გუდასმის შესწავლის შემდეგ, როგორც ჩანს, შეუძლებელია არ აღიარო რობერტ კენედის სიტყვების სიმართლე.იმისთვის, რომ დაგარწმუნოს ამ მოსაზრების უტყუარობაში, მას საკმარისად მიაჩნია ერთი უბრალო კონსტატაცია. რობერტ კენედი თვლიდა, რომ კოზა ნოსტრას ერთი წლის შემოსავალი რამდენიმე მილიარდი დოლარია! ეს თანხა სჭარბობდა მაშინდელი საფრანგეთის და იტალის ეროვნულ შემოსავალს.

ცნობილია, თუ რა გზებით შოულობენ ამ ფულს: ნარკოტიკების კონტრაბანდული ვაჭრობით, პროსტიტუციით, აზარტული თამაშებით, გამოძალვით.

ადვილი მისახვედრია, თუ შემდეგ სად მიდის ეს ფული. მისი ნაწილი, უეჭველია ხმარდება კოზა ნოსტრას საქმიანობის უზრუნველყოფას, მისი საერთო ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილია ის უზარმაზარი თანხა, რასაც იყენებენ ქრთამისთვის, ყველა იმათ მოსყიდვა და გახრწნისთვის, ვინც ჭირდება მოცემულ ორგანიზაციას, აგრეთვე საკუთარი თავის დაცვის უზრუნველყოფისა და ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვისთვის. დანარჩენი ფული შედის საზღვარგარეთის ბანკებში და შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ ამ განსაწმენდელიდან გამოსული ფული მზადაა ჩაერთოს კანონიერ საქმეთა ფართო სფეროში.

რობერტ კენედი გამოსვლიდან ( ციტატა ) : არულიად შესაძლებელია, რომ პური, რითიც ყოველდღე ვიკვებებით, ბენზინი, რითიც ჩვენს მანქანას გავაწყოფთ ხოლმე, ჩვენი საცხოვრებელი ბინაც კი, იმ შავი ფულითაა შექმნილი.

ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას რომ ეს ყველა ჩვენთაგანს ეხება.

პ.ს მე კიდევ გავაგრძელებ მაფიაზე პოსტების დადებას ვეცდები დღე არ ჩავაგდო. დგეს მაპატიეთ ასე პატარა ინფორმაცისთვის სხვა პოსტში გამოვასწორებ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close