„არ დაუჯეროთ საკუთარ თვალებს“
„არ დაუჯეროთ საკუთარ თვალებს“–ეს მფრინავი ფრაზა გამოსადეგია უდაბნოში მოგზაურისთვის, როდესაც გრძელი გზის გავლით გატანჯული ადამიანები უეცრად ოაზისს ხედავენ; მეგზური უარყოფითად აქნევს თავს, ოაზიასამდე 10 კოლომეტრი მაინცაა. მან იცის, რომ რასაც დაქანცული მოგზაურები „საკუთარი თვალით“ ხედავენ მირაჟია.
მირჟს შეცდომაში გამოცდილი მოგზაურებიც კი შეჰყავს. ადამიანები მცირე მანძილზე ხედავენ ოაზისს, სინამდვილეში კი ოაზისამდე ასეული კილომეტრია. ქარავანი გაუხვევს მირაჯისკენ და აცდება ნამდვილ გზას . ყოფილა შემთხვევა, როცა 60 კაცისა და 30 აქლემისაგან შემდგარი ქარავანი უდაბნოში მირაჟის გამო 60 კმ-ით აცდა ნამდვილ გზას, ისინი წყურვილისგან დაიხოცნენ.
ძველი დროიდან მოგზაურები მირაჟის თუ სინამდვილის დასადგენად კოცონს ანთებდნენ: თუ უდაბნოში ჰაერის მცირე მოძრაობაც კი შეიმჩნეოდა, ხმელეთის ზედაპირზე დაფენილი კვამლი მირაჟს სპობდა. ახლა ქარავნებისთვის შედგენილია რუკები, რომლებზედაც აღნიშნულია ის ადგილები, სადაც ადამიანები იპოვნიან ჭას, პალმების ხეივანს, მთაგრეხილებს და სხვ.