არქივი

Guns N Roses ….

2bdbc44538d7

ამერიკული ჰარდ როკ ჯგუფი, ჩამოყალიბდა ლოს ანჟელესში, კალიფორნიის შტატში 1985 წელს. გაყიდული აქვთ რა 90 000 000 ზე მეტი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით, ითვლებიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰარდ როკ ჯგუფად.

მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 25 000 000 იანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და დაიმკვიდრა I ადგილი ამერიკაში გამოსვლის დღიდანვე.ალბომის პირველი სიმღერა Welcome to the jungle გამოყენებულია Clint Eastwood ის 1988 წლის ფილმის The dead pools საუნდრტეკად. ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ, ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო დაეპყროთ გვიანი 80 ანების და ადრეული 90 იანი წლების ჰარდ როკის სცენა.მაშინ როცა გლემ მეტალი წამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში , ვიდეო ჩარტებში Guns n’ Roses-მა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო sleeze rock ის პოპულარიზაციას და უამრავი ფანი მიიზიდა.ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 87 93 წლებში.მაგრამ წევრებს შორის არსებულმა პიროვნულმა უსიამოვნებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა.დღეს ერთადერთი წევრი I შემადგენლობიდან ექსელ როუზია, რომელიც უკვე 22 წელია რაც ამ ჯგუფის ვოკალისტად მოღვაწეობს.

97d0fdfba3d7

წარმატებისკენ სვლა (1985 – 1989) [რედაქტირება] Guns n’ Roses ჩამოყალიბდა 1985 წლის მარტში ვოკალისტის აქსელ როუზის და გიტარისტის თრესი განზის მიერ, რომელიც Hollywood Rose ის და L.A Guns ის არაოფიციალური მენეჯერი იყო.აქსელი ორივე ჯგუფის წევრი იყო, ხოლო თრესი განზი მხოლოდ მეორე ჯგუფის წევრი.ჯგუფის პირველი შემადგენლობა ამ ორი ჯგუფის სხვა წევრებსაც მოიცავდა: Hollywood Rose დან ექსელის დიდი ხნის მეგობარს იზი სტრედლინს, ხოლო L.A Guns დან ბასისტ Ole Beich ს და დრამერ Rob Gardners ს. ჯგუფის განსაკუთრებული სტილი აერთიანებდა ჰარდ როკს, ბლუზს, პანკს… და მუსიკის სხვადასხვა სტილს თანამედროვე პოპულარულ ჰევი მეტალში. როდესაც ჯგუფის წევრებმა თრესი განზმა და რობ გარდნერმა ვერ მოახერხეს ჯგუფის ერთ ერთ პირველ შოუზე გამოსვლა, ექსელმა და იზიმ მიიწვიეს გიტარისტი სლეში და დრამერი სტივენ ადლერი. 1986 წლის დასაწყისში ჯგუფმა ასეთი სახე მიიღო : ექსელ როუზი (ვოკალი) , სლეში (სოლო გიტარა) , იზი სტრედლინი (რითმ გიტარა) , დაფ მაკკაგანი (ბას გიტარა) და სტივენ ადლერი (დრამი) .ლოს ანჟელესისკენ მიმავალ გზაზე მათ დაწერეს Welcome to The Jungle. ეს სიმღერა ჯგუფის ერთ ერთ ჰიტად იქცა.

3946e20471d8

ლბომი Appetite for Destruction გამოუშვეს 1987 წლის 21 ივლისს.ამ ალბომის პირველ სინგლად ითვლება Welcome to the Jungle, რომელსაც თან ახლდა ვიდეო კლიპიც.თავიდან ამ სიმღერას დიდი ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ Geffen recodrs is დამაარსებელს David Geffen ს სთხოვეს დაერწმუნებინა MTV ის წარმომადგენლები რომ ეთერში გაეშვათ ამ სიმღერის ვიდეო .მიუხედავად იმისა რომ სიმღერა ამ არხზე დღის არც თუ ისე კარგ დროს დაატრიელეს , მან მაინც მიიქცია როკის მოყვარულების ყურადღება და ამ სიმღერაზე მასიური მოთხოვნა დაიწო.
ინგლისის გაერთიანებულ სამეფოში გამოუშვეს სინგლი It is so easy.ჯგუფმა მალევე მიაღწია წარმატებას , რაც განპირობებული იყო რადიოში მათი სიმღერების ხშირი ტრიალითა და ლონდონის სახელგანთქმულ კლუბში Marquee Club გამოსვლით 1987 წლის 28 ივნისს.გამოშვებული It is so easy ის სინგლი მოიცავდა Marquee Club ში შესრულებული სიმღერებს “Shadow of Your Love” and “Move to the City”.
ალბომის ყდის პირველი გაფორმება, რომელიც ეკუთვნოდა Robert Williams ს შეიცვალა, რადგან მან უკმაყოფილება გამოიწვია რელიგიურ ჯგუფებში. გარდა ამისა მუსკილაურ მაღაზიებშიც უარს ამბობდნენ მის გაყიდვაზე.შეცვლილი გაფორმების დიზაინი აღებულია ექსელ როუზის სვირინგიდან.თავდაპირველი გაფორმების დიზაინი შეგიძლიათ იხილოთ ბუკლეტის შიგნით, რომელიც ამ ალბომის დისკს მოყვება თან.Sweet Child O’ Mine” არის ალბომიდან მეორე სინგლი.იგი დაწერილია ექსელ როუზის მიერ.მან ეს სიმღერა თავის მეგობარ გოგონას და მომავალ ცოლს ერინ ევერლის მიუძღვნა.სიმღერამ უდიდეს წარმატებას მიაღწია.და 1988 წლის ზაფხულის უდიდეს ჰიტად იქცა.ტრიალებდა როგორც რადიოში ასევე MTVზე.Paradise city-ს ვიდეოთი დაპყრობილმა ტელესივრცემ , ჯგუფის ტურნეს უდიდესმა წარმატებამ ალბომს პირველი ადგილი დაუმკვიდრა ჩარტებში.”Welcome to the Jungle”, “Sweet Child O’ Mine” და “Paradise City ამერიკის მუსიკალური ათეულების განუყოფელად ნაწილად იქცა . ალბომი Appetite for Destruction გაყიდულია 25 000 000 იანი ტირაჟით

e0ab0366abab

Guns n’ Roses ხშირად ხსნიდა დიდ კონცერტებს, თუმცა მას შემდეგ რაც მათი წარმატება უფრო და უფრო გაიზარდა დაიწყო Appetite for Destruction ის ტურნე.ჯგუფი მოგზაურობდა აშშ ში. 1988 წლის გაზაფხულზე მიწვეულნი იყვნენ როკ ფესტივალზე “Monsters of Rock”, ინგლისში , კერძოდ castle donnington ში.ამ ფესტივალზე გამოდიოდნენ ისეთი ჯგუფები როგორებიცაა Kiss და Iron Maiden. Guns n’ Roses ის გამოსვლის დროს 100 000 ადამიანმა ხტომა და სცენისკენ წინ წასვლა დაიწყო.მიუხედავად ექსელის მოთხოვნისა, რომ უკან დაწეულიყვნენ, ხალხი მაინც წინ მიიწევდა, რასაც შედეგადად ორი ფანი ემსხვერპლა.ფანების დაშავების შესახებ ჯგუფმა არაფერი იცოდა, ამიტომაც კონცერტი არ შეუწყვიტავთ.ამის გამო, მედიამ ისინი საჯაროდ დაადანაშაულა.ისეთმა ინციდენტებმა, როგორიც Appetite for Destruction ის ტურნეს დროს მოხდა, ჯგუფს შესძინა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ჯგუფის სახელი.ჯგუფის წევრების საქციელი ხშირად ხდებოდა მედიის ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი.მაკკაგანი, სლეში, სტრედლინი და ადლერი ხშირად იყვნენ შემჩნეულნი ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ როგორც სცენაზე, ისე სცენის მიღმა.ინგლისში 1987 წლის ტურნეს დროს მედია საკმაოდ უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ჯგუფისადმი და Slash ს იხსენიებდნენ როგორც “Slosh”, “Slug” and “Slush”. ამ ტურის დროს Guns n’ Roses მა ჩაწერა ექვსიდან 5 სიმღერა, რომელიც შეტანილ იქნა მათ ლაივ ალბომში უბრალო სახელწოდებით EP (Live from the Jungle) . აქ არ იქნა შეტანილი სიმღერა “Welcome to the Jungle”.ეს ალბომი 1987 წელს გამოვიდა, თუმცა დიდი ყურადღება არ მუქცევია.ერთი მხრივ იმიტომ, რომ მხოლოდ იაპონიაში იქნა გამოშვებული და მეორე მხრივ იმიტომ რომ ალბომი Appetite for Destruction ამავე პერიოდში გამოუშვეს.
8f27e0413977

ჯგუფის შემდეგი ალბომი იყო GN’R Lies, რომელიც გამოვიდა 1988 წელს და მეორე ადგილი დაიმკვიდრა მუსიკალურ ჩარტებში.ალბომი შეიცავდა Live ?!*@ Like a Suicide ში შესული ოთხი სიმღერის ჩანაწერს ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს ოთხ აკუსტიკურ სიმღერას.სიმღერაში “One in a Million” ნახსენები იყო ისეთი სიტყვები როგორებიცაა “niggers” და “faggots”.ცუდად იყვნენ მოხსენიებულნი არატრადიციული სექსულაური ორიენტაციის მქონე ადამიანები. ამან დიდი კრიტიკა გამოიწვია , განსაკუთრებით ექსელ როუზის მიმართ, რომელიც რასიზმში დაადანაშაულეს. როუზი უსაფუძვლოდ მიიჩნევდა ამ კრიტიკას რადგან, თავად სლეში ნახევრად შავკანიანი იყო.იგი ამბობდა რომ ეს სიმღერა ასახავდა სხვადასხვა პრობლემებს, მათ შორის რასიზმის და ა.შ. გარდა ამისა იგი თავად იყო ისეთი ბისექსუალი/ჰომოსექსუალი მუსიკოსების თაყვანისმცემელი, როგორებიც იყვნენ ფრედი მერკური და ელტონ ჯონი.ამასთან ერთად ჯგუფს გამართული ჰქონდა კონცერტები Body Count თან ერთად. ჯგუფი , სადაც მხოლოდ შავკანიანები იყვნენ. ვოკალისტი Ice-T თავის წიგნში The Ice Opinion წერდა რომ ექსელი მედიის ისეთივე მსხვერპლი იყო როგორც თავად.
ამ ალბომის გამოშვების შემდეგ , სლეში და დაფი American Music Awards ზე, რომელიც საყოველთაოდ გადაიცემოდა, ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ გამოცხადნენ.ჯეფენ რეკორდზის წარმომადგენლებმა სთხოვეს ჯგუფს, თავიანთი საქციელი ეკონტროლებინათ.მას შემდეგ, რაც ექსელ როუზმა განაცხადა , რომ თუ კი ჯგუფის წევრები ნარკოტიკებს თავს არ დაანებებდნენ ჯგუფი დაიშლებოდა მუსიკოსები მართლაც შეეცადნენ თავიანთი საქციელისთვის ყურადღება მიექციათ.ექსლმა ამ სიტუაციის შესახებ სახალხოდაც ისაუბრა და განსაკუთრებით ჰეროინის გამოყენებაზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც 1989 წელს, ლოს ანჟელესის კოლიზეუმში Rolling Stones ის კონცერტს ხსნიდნენ.

34f5b4ab8d40
Guns n’ Roses ის მუსიკაში შერწყმულია მეტალი და კლასიკური როკ ნ როლი.მათ დღევანდელ მუსიკაში იგრძნობა ისეთი მუსიკალური სტილის ელემენტები , როგორიც Nine Inch Nails ს და მსგავს ჯგუფებს აქვთ.გასათვალისწინებელია ისიც , რომ Nine Inch Nails ყოფილი გიტარისტი რობინ ფინკი დღეს Guns n’ Roses შია. ჯგუფის იმიჯზე და მუსიკალურ სტილზე დიდი გავლენა იქონია ჯგუფმა Hanoi Rocks მა. ექსელ როუზის თქმით, ჯგუფზე უდიდესი გავლენა იქონიეს Queen მა , The Rolling Stones მა , და AC/DC მა.ასევე 1987 წლის ალბომის სტილზე AC/DC ის გარდა აეროსმიტსაც ჰქონდა გავლენა.სიმღერის ტექსტების ძირითადი ნაწილი ექსელ როუზისა და იზი სტრედლინის მიერ არის დაწერილი.

e6330bd37618

80 იან წლებში Guns n’ Roses მა შემოიტანა უფრო სერიოზული, ემოციური ხანდახან კი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მუსიკა მეტალში.მათი მუსიკა მოიცავდა ჰეარ მეტალ ჯგუფების თემებს.ჯგუფის როკ ნ როლის სტილი სრულიად განსხვავდებოდა იმდროინდელი ამერიკული ახალგაზრდობის გემოვნებისგან, რომელიც ორიენტირებული იყო ალტერნატივაზე, ელექტრონულ მუსიკაზე და ჰიპ პოპზე. Guns n’ Roses მა 9 თვეში მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და ყველა ჩარტი დაიპყრო მას შემდეგ , რაც mtv ზე ჯგუფის სიმღერა ღამის საათებში რამდენიმეჯერ დაატრიალეს .Appetite for Destruction ითვლება ყველა დროის ერთ ერთ საუკეთესო ალბომად გაყიდვების მხრივ. ჯგუფზე ყოველთვის განსაკუთრებულად ლაპარაკობდნენ ცოცხალი ლეგენდები. ოზი ოზბორნმა Guns n’ Roses ის მეორე Rolling Stones უწოდა. 2002 წელს Q magazine მა დაასახელა ის 50 ჯგუფი, რომელიც უნდა ნახო მანამ, სანამ მოკვდები.მათ შორის Guns n’ Roses .მუსიკალურმა ტელევიზიამ VH 1 მა 100 უდიდეს ჰარდ როკ ჯგუფს შორის Guns n’ Roses ს მე 9 ადგილი დაუმკვიდრა.ხოლო 50 საუკეთესო ჯგუფს შორის მე 11. ჟურნალ Rolling Stone ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის იყო Guns n’ Roses ის ალბომი . ჯგუფი კრიტიკისგან თავისუფალი არ ყოფილა.მედია ხშირად აკრიტიკებდა მათ ნარკოტიკებისა და სასმელის ხშირად მიღების გამო.ასევე იმის გამოც რომ ექსელი ხშირად იცვამდა ჩარლზ მენსონის (ცნობილი კრიმინალი) მაიკებს.ალბომებს შორის დიდი შუალედებიც კრიტიკის საფუძველი ხდებოდა. ვოკალისტი კრიტიკის საგნად იქცა, მას შემდეგაც რაც ჯგუფი დაიშალა.მუსკრიტიკოსები თვლიდნენ , რომ კლასიკური შემადგენლობის დაშლის შემდეგ, ახალი შემადგენლობით მოღვაწეობა აღარ უნდა გაეგრძელებინა. 2012 წლის დასაწყისში Guns n’ Roses წარდგენილი იქნება Rock and Roll Hall of Fame ში .კრიტიკოსები და ფანები მიიჩნევენ , რომ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობის აღდგენა.

დარწმუნებული ვარ რომ თითქმის ყველამ იცის ეს ჯგუფი მარა რო ვნახე რო არ იყა ამაზე არავითარი თემა
გადავწყვიტე დამედო . იმედია არ მიწყენთ!!! ისე იცოდით ?! მოგეწონათ ?! :cool: :cool: :cool: :boli: :boli: :boli:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button