ერთ-ერთმა ვიეტნამელმა დურგალმა Le Nguyen Khang ააგო ხის მანქანა. ერთ დღეს მას ხუმრობით უთხრა მისმა მეგობარმა რომ გაეკეთებინა ხის მანქანა, და ამის შემდეგ მან გადაწყვიტა რომ მართლა დაეწყო მანქანის გამოთლა. ამ ყველაფერს იგი მოუნდა 16 თვე. ამის შემდეგ მისით დაინტერესდა უამრავი ფირმა და საშუალოდ $ 24,000-ს უხდიდნენ, მაგრამ მან გადაწყვიტა რომ მისი ნახელავი არ გაეყიდა უცხოეთში.