მილიარდერი ქველმოქმედი ჩაკ ფინი
ადამიანთა უმრავლესობა სიტყვა „მილიარდერი“-ს გაგონებაზე, დაახლოებით წარმოიდგენენ ასოციაციურ რიგ თანმიმდევრობას: კერძო თვითმფრინავებს, იახტებს, იშვიათი ავტომობილებს, უძრავი ქონებას მთელი მსოფლიოს ყველა კუთხეში და ა.შ.
მაგრამ, საბედნიეროდ ყველა ეს ცნებები არ ვრცელდება 81 წლის ჩაკ ფინზე (Chuck Feeney). ამ პიროვნების ქონება შეადგენს – $ 7,5 მილიარდ დოლარს, მაგრამ მას არ აქვს ძვირადღირებული მანქანები, არც ბევრი ვილები, არც კერძო თვითმფრინავები: სამაგიეროდ, ის თავდამბლურად გადაადგილდება ეკონომ-კლასის თვითმფრინავით-არა იმიტომ რომ თვითმფრინავში ყველაზე უსაფრთხო ადგილები ეკონომ-კლასის სალონშია , მას წარმოდგენაც არ ქონდა ექსპერტების მონაცემბის შესახებ, რომ თვითმფრინავის ავარიის შემთხვევაში გადარჩენის ყველაზე მეტი შანსი ეკონომ-კლასის მგზავრებს აქვთ; მილიარდერი ქირაობს ბინას და ატარებს $15 დოლარიან საათს : ბევრი, ალბათ მოიხსენიებს მას ძუნწ და კრიჟან – „ჰომო საპენსიად“, რომელიც უფრთხილდება ყოველ ცენტს, რომ არა ერთი ფაქტისა: ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში მან მისცა საქველმოქმედო საქმიანობას $ 6 მილიარდი დოლარი, რომელიც დაიხარჯა ჯანდაცვის, მეცნიერების, განათლების სფეროში, ასევე მოხუცებულთა სახლებზე ამერიკაში, ავსტრალიაში, ირლანდიაში, ვიეტნამში, ბერმუდის კუნძულებსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. საქველმოქმედო საქმიანობის შეწყვეტას ჩაკ ფინი არ აპირებს და 2016 წლამდე გეგმავს მისცეს საქველმოქმედო ფონდს მთელი დანარჩენი ნაწილი…
და ეს ადამიანი არა მხოლოდ აძლევს ფულს კარგ საქმეებზე, არამედ ცდილობს არ გახმაურდეს ფულის მიცემის ფაქტი და თვითონ იყოს მუდამ „ჩრდილში“ და შენიღბული. პირველ 15 წლის განმავლობაში მილიარდერს წარმატებით გამოსდიოდა ჩრდილში ყოფნა, რადგან არც არავინ იცოდა და არც არავინ ხვდებოდა, რომ ჩაკ ფინი ქველმოქმედობას ეწეოდა. მოგვიანებით ის მხილებული (დენონსირებული) იყო და გამოაშკარავეს საქვეყნოდ; მაგრამ ამის შემდეგაც, ის კვლავ რჩება მოკრძალებული. როგორც ცნობილია, ამ წლამდე „მისტერ ფინმა “ მისცა თავის „მილიარდერის“ ცხოვრებაში მხოლოდ 5 ინტერვიუ.
ეს საოცარი ადამიანია. დაწყებული უბაჟო ალკოჰოლის გაყიდვით, ჩაკი ხდება საბერძნეთში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დ აცვის სამსახური “სასურსათო პროდუქტების ლაბორატორიული კვლევის” პროგრამის ფარგლებში ჩამოსასხმელი, ქარხნული და ფერმერული წარმოების ალკოჰოლური სასმელების ნიმუშების აღების ექსპერტი., მოგვიანებით ხდება სავაჭრო ქსელის Duty Free Shopper თანადამფუძნებელი 27 ქვეყანაში. უზარმაზარი მოგებისტანავე- მან მოგების დიდი ნაწილი გადარიცხა ქველმოქმედების ფონდში.
ბილ გეითსის სიტყვებით- „ჩაკ ფინი, ეს იდეალური მისაბაძი მაგალითია, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ სიკეთე ცხოვრებაში და ოდნავ მაინც მშურს მისი… „
ქველმოქმედ მილიარდერთა აბსოლუტური უმრავლესობა თავად გამდიდდრდა და ქონება მემკვიდრეობით არ მიუღია. ერთადერთი ქველმოქმედი მილიარდერი, რომელსაც ქონება მემკვიდრეობით ერგო, შვეიცარიელი შტეფან შმიდხეინია. ქველმოქმედ მილიარდერთა სიაში მეორე ადგილზე ჯორჯ სოროსია, რომელმაც ქველმოქმედებას 7,2 მილიარდი დოლარი მოახმარა. ხოლო ჩაკ ფინს $ 6 მილიარდი დოლარი და უფრო მეტი აქვს შეტანილი ქველმოქმედების ფონდში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ის არ არის შეტანილი ამ სიაში.