საკითხავისურათებიუკატეგორიო

შავი ხელიდან – კოზანოსტრამდე

ec478646b3ba

მაფიაზე ვაგრძელებ ისევ პოსტებს. ალბათ იმიტომ რომ მე დაინტერესებული ვარ იმით თუ როგორ მართავდნენ ყოველგვარი განათლების გარეშე გაზრდილი პირები ამდენ ხალხს და დიდ ბიზნეს.  და კიდევ ერთი გთხოვთ მაფიაში მესმის რო ძალიან ბევრი სისხლი და მკვლელობა მაგრამ ცოტა შიგნითაც ჩაიხედეთ და მარტო ცუდს ნუ დაინახავთ. მე მარიო პიუზოს შედევრმა მომცა ბიძგი რო დავინტერესებულიყავი არა მკვლელობებით, არა ძალადობით, არამედ იმით თუ რა გზა გაიარეს სიცილის მიყრუებული სოფლებიდან ამერიკის ყველაზე დიდ კრიმინალურ ორგანიზაციამდე. იმედია ჩემნაირ აზრზე მდგარი ადამიანებს დაინტერესებთ.
ba960a2d3192

(იტალიელი ემიგრანტების ჩასვლა ამერიკაში)
შეერთებულ შტატებში დაახლოებით 60_იან წლებში ჩამოვიდა იტალიელ ემიგრანტთა პირველი მსხვილი პარტია. მათ შორის სიცილიელიც მრავლად იყო. თავისთავად ცხადია, რომ ზოგიერთი მათგანი მაფიის წევრი იქნებოდა, მაგრამ იმას ვერ ვიტყვით, რომ მშობლიურ მიწას მოშორებული ხალხი მაშინვე ერთ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.
36e1f625bdb9
(იტალიელები ამერიკაში)
მთავარი კი ის არის, რომ ისინი ყველაზე ბოლოს ჩამოვიდნენ, კარგი ადგილები უკვე დაკავებულია, ხოლო ის ეთნიკური ჯგუფები, რომლებმაც მათ დასწრეს,: ირლანდიელები, ებრაელები, ბერძნები და სლავები, თავგამოდებულები იცავდნენ თავიანთ პირველობას, რაც იტალიელებს ამოცანას ურთულებდა.
478c47fbc41d
( იტალიელები )
იტალიელები თავიდან დამცირებულები და იმედგაცრუებულები იყვნენ, მაგრამ მაგრამ მალე ერთ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ, გაერთიანდნენ, შეკავშირდნენ, კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ერთიანობა – ეს ძალაა, და ყოველ ქალაქში შეიქმნა ( პატარა იტალია ) სადაც რის ვაი-ვაგლახით ცდილობდნენ წინანდებური ცხოვრების აღდგენას.
9f40715f427e
( პატარა იტალია. აშშ. ნივიორკი)
ამრიგად, მას შემდეგ, რაც სიცილიელები გაერთიანდნენ სიცილიელებად, ნეაპოლიტანელები ნეაპოლიტანელებად, ისინი უკვე წარმატებით უწევდნენ წინაღმდეგობას მტრულ გარემოცვას. ამასობაში თავისი ვაჯკაცობის, შეუპოვარი შრომის, ცხოვრების ცოდნისა  და  თავისდაძვრენის, იტალიურმა კოლონიამ არა მარტო გაძლო, არამედ თავისი ადგილი მოპოვა მზის ქვეშ.მართალია, ვერ ვიტყვით, რომ ამერიკული მაფია იტალიურმა კოლონამ შექმნა, მაგრამ ის კი უნდა ვაღიაროთ, რომ მან  გარკვეულწილად აკვნობა გაწია. ამ აკვნის, ასეთ ხელ საყრელ გარემოს ( ზოგჯერ კი თანამზრახველობის ) გარეშე, სავსებით შესაძლებელია, რომ მაფია ვერასოდეს ნახავდა ამერიკის დღის სინათლეს.
01eba12ae39f
( შავი ხელის ნიშანი)
თითქმის ამავე დროს გამოჩნდა სახელგანთქმული ( შავი ხელი) რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ  იტალიურ კოლონიაში მძვინვარებდა. ამ სახელწოდების მიზეზი, (განმარტავს პიტერ მაასი,)  იყო უხეშად დახატული შავი ხელი იმ წერილების ქვეშ, რომელსაც უგზავნიდნენ კონკრეტულ მსხვერპლს და მუქარით ითხოვდნენ ფულს.
530c661178cd
( კარუზო )
გამოძალვის ამ მეთოდს იყენებდნენ არა მარტო მდიდრების მიმართ, მაგალითად, სახელოვან კარუზოს 5 ათასი დოლარი მოსთხოვეს, არამედ ყველაზე ღარიბების მიმართაც. მუშა იქნებოდა ტუ ბოსტნეულით მოვაჭრე, მოვალე იყო ყოველ კვირა ერთი დოლარი მიეცა მორიგე მაფის წევრისთვის. ვინც ამას არ გაკეთებდა, დიდ რისკს გასწევდა , მის ფარდულს ბომბით  ააფეთქებდნენ, თვით მას სადმე კუთხეში დანას გაუყრიდნენ.
0562f017362f
( აშშს პოლიცია )
ამ დროს ამერიკელთა დიდი უმრავლესობა და თვით პოლიციაც კი სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებენ. ისინი თვლიან, რომ ვიდრე ეს მეთოდები ( თავისიანებს ) ეხებათ, მათგანსაკუთრებული მნიშვნელობა არ გაჩნიათ.
32535558d619
( ციხეში შევარდნა დამნაშავების დასასჯელად )
ამასობაში ერთმა ინციდენტმა ყველაფერი შეცვალა  და სიტყვები მაფია და შავიხელი პირველად გამოჩნდა გაზეთების პირველ გვერდებზე 18  ოქტომბერს ახალი ორლეანის პოლიციის უფროსი დეივ ჰენსი მკვდარი იპოვეს. დაპატიმრეს მრავალი ეჭვმიტანილი, მაგრამ ამერიკაშიც მოქმედებს წრიული თავდებობის კანონი, სამხილთა უკმარისობის გამო ყველა განართლეს. ახალი ორლეანის მოსახლეობის გულისწყრომამ ზღვარს მიახწია, ღამით ციხეში შეიჭრნენ და პატიმრები ლინჩის წესით გასამართლეს. ამით იტალიელები აღშფოთდნენ როგორც ამერიკაში ისე ევროპაში.

პ.ს კიდევ გავაგრძელო მაფიაზე პოსტების დადება?

მსგავსი ამბები

Back to top button