არქივი

ჰიპები

b4e9a12b84ab
ჰიპები 1967 წლის გაზაფხულზე ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში  ჰიპების პირველი მასობრივი თავმოყრა მოხდა. ამ პარკში ორატორები  საზოგადოებას მოუწოდებდნენ: “გაანადგურეთ ყველა ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ადამიანთა ურთიერთობას. ჩვენი დროშაა სიყვარული”.

ჰიპები უარყოდნენ ღირებულებათა ტრადიციულ სისტემას, უარს ამბობდნენ კეთილდღეობასა და პრივილეგიებზე. ჰიპების მოძრაობა დაუპირისპირდა ” იაპიზმის” იდეალებს. ჰიპების უმრავლესობა გავლენიანი და მდიდარი ოჯახების შვილები იყვნენ და მათი მშობლები წარმატებული კარიერისთვის ამზადებდნენ. ისინი აპროტესტებდნენ სიყალბეს, ელიტარული ოჯახების  ბრწყინვალე ფასადს მიღმა არსებულ რეალობას: უსიყვარულოდ და მერკანტილური მიზნებით შექმნილი ოჯახები, ფულით თავმობეზრებული მოწყენილი დედები და ჰალსტუხში გამოწყობილი ფუნქციონერი მამები, რომლებიც ახალგაზრდებს ვიეტნამის სასაკლაოზე ისტუმრებდნენ. ჰიპების გარეგნობა თვალშისაცემი იყო. ტანთ ეცვათ ჯინსები,ჭუჭყიანი და დასრესილი, მუხლამდე სციტერი, ძველმოდური პალტო, ფეხზე კი იცვამდნენ მაღალყელიან ფეხსაცმელს. მხარზე გადაკიდებული  ჰქონდათ ბრეზენტის სამხედრო ზურგჩანთა, ხელზე კი უამრავი სამაჯური ეკეთათ. ღარიბი ჩაცმულობით და ცხოვრების უსუფთაო  წესით ჰიპები  პროტესტს უცხადებდნენ მერკანტილურ საზოგადოებას. ჯონ ლენონის მიბაძვით, ჰიპვბს მხრებამდე გაშლილი თმა ქონდათ. ჰიპური იდეოლოგიის თანახმად , დაჯგუფების ახალ წევრს უნდა დაევიწყებინა თავისი სახელი, გვარი და პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ყველა ნიშანი, დაერქვა მეტსახელი. სქესობრივი სხვაობა მაქსიმალურად უნდა ჩაშლილიყო. ჰიპი გოგო და ბიჭი ერთნაირად გამოიყურებოდა. ჰიპი გოგო უარყოფდა კოსმეტიკას და ქალის ცხოვრების წესს.
f0cd1d12305b
ჰიპები ჯგუფურად ცხოვრობდნენ და მათი საცხოვრებელი ქაოსის, ნგრევის და უსუფთაობის განსახიერებაა.ისინი ერთად სხდებოდნენ , უსმენდნენ მუსიკას , სვამდნენ ჩაის ან ღვინოს და ეწეოდნენ თრაქს. ეძინათ იატაკზე . ხშირად მოგზაურობდნენ , წყვილად და ავტოსტოპით. ხშირად მთელი ჯგუფი კარვებით მიემართებოდა ბუნების წიაღში, სადაც ერთიან კომუნად სახლდებოდნენ. ჰიპები ოფიციალურ ქორწინებას არ აღიარებდნენ. უარყოფილი იყო მამის ცნება, რადგან ჰიპი გოგოსთვის ხშირად ძნელი დასადგენი იყო ბავშვის მამის ვინაობა. დედა ჰიპი ბავშვს აგზავნიდა მშობლების ოჯახში , ან თავად ზრდიდა მომთაბარე ცხოვრების წესით. მშობელები შეძრწუნებულნი იყვნენ ჰიპი შვვილების ცხოვრების წესით. მათ შორის კონფლიქტი იმდენად მწვავდებოდა, რომ არაერთხელ დაფიქსირებულა მშობლების მიერ შვილების მკვლელობის ფაქტი. ჰიპური მოძრაობა ამერიკიდან ევროპასაც მოედო. 70 იანი წლების ბოლოს ჰიპურმა მოძრაობამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები. ევროპის და ამერიკის სამოდელო სახლებმა მომგებიან ბიზნესად აქციეს გახეხილი ჯინსების და სხვა ჰიპური ატრიბუტიკის წარმოება.
ca64a5151f0a
სოციალურ სამყაროში, ისევე როგორც კონტრ-კულტურის სხვა ნებისმიერი გამოვლინება, ჰიპური კულტურაც აკრძალული იყო. ჰიპური ატრიბუტიკა: გახეხილი ჯინსები. სპორტული ფეხსაცმელი, უხეში ჩანთები ( რომელთაც ჰიპები სიღატაკის ხაზგასამელად იყენებდნენ) ” რკინის ფარდის” მიღმა კონტრაბანდის გზით შედიოდა და იმდენად ძვირი ღირდა, რომ მხოლოდ ელიტარული ოჯახის შვილებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ამდენად ჰიპების ატრიბუტიკა ელიტარულ მოდად იქცა და არ გამოხატავდა თავის თავდაპირველ დანიშნულებას.

cf9185dbabc5

boy_g

i love ucnauri.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button