გასართობიუცნაური

ყველაზე ასაკოვანი მოსწავლე

1

სწავლა, რომ არასოდეს არის გვიანი, ამას 102 წლის ჩინელი ქალბატონის მა ხიუხიანის სამაგალითო მოსწავლეობა ადასტურებს. ის თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, რომ ამის შანსი გვიან, მაგრამ მაინც მიეცა. ამაზე, ხომ მთელი ცხოვრება ოცნებობდა.
ქალბატონი 13 წლის ასაკიდან მუშაობდა ბამბის საწარმოში, 18 წლისა კი გათხოვდა. 9 შვილი გააჩინა და შვიდს უმაღლესი განათლება მისცა. თვითონ კი, სწავლა ვერა და ვერ მოახეხა.
2
ერთ–ერთმა სკოლის ადმინისტრაციამ მას ინტერვიუ წაიკითხა, სადაც სწორედ ამაზე წერდა და სკოლაში მოწვევა გადაწყვიტეს.

“დიდი მადლობა ჩემს მასწავლებლებს, თანაკლასელებს. პირობას ვდებ, რომ საუკეთესოდ ვისწავლი და ჩემს ქვეყანას მოვახმარ ამ ცოდნას” – აცხადებს მა.
საოცარი კი ის იყო, რომ მას სწავლაში შეუერთდა მისი ვაჟი Yi Fengxin–ი, რომელიც 58 წლისაა.
ასე რომ, დედა–შვილი პირველ კლასელები ხალისით სწავლობენ, მიუხედავად იმისა, რომ დედას კითხვა უჭირს და მძიმე გამადიდებელშუშიანი სათვალის ტარება უწევს.
ფაქტი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ სწავლა არასოდესაა გვიან.
წყარო : http://blog.leaf.ge

მსგავსი ამბები

Back to top button