არქივი

მაფიის წარმოშობა

d4a3bd5660f3

ამ პოსტში წარმოგიდგენთ სიცილიური მაფიის წარმოშობის ისტორიას.

დღეისათვის ყველა იზიარებს იმ აზრს, რომ მაფია სიცილის პირმშოა, მაგრამ მისი წარმოშობა კვლავ საიდუმლოებითაა მოცული. ზოგიერთები, როგორც ეს უკვე ითქვა, ამტკიცებენ, რომ მაფია იშვა X-XII საუკუნეში, სარაცინის ოკუპაციის დროს. სიცილიელებს ახალი ბრძანებლები მოევლინენ, რომლებმაც თან მოიტანეს სრულიად სხვა რელიგია, ენა და ცივილიზაცია.
77d91d0ced61

ამიტომაც სიცილიელებს საკუთარი თავის გადარჩენისთვის სხვა აღარაფერი დარჩენოდათ, თუ არა პარალელური საზოგადოების, თავისებური ( კონტრსაზოგადოების ) შექმნა.
b223e7aaa1d7

ერთი სიტყვით, მაფია თავის პირველი ფორმით წინაღმდეგობის ორგანიზებული მოძრაობა გახლდათ. ეს ჰიპოთეზა მისაღები იქნებოდა, მავრები კუნძულის პირველი დამპყრობლები რომ არ ყოფილიყვნენ. სხვათა შორის, როცა ისინი აქ მოვიდნენ სიცილია უკვე ათას წელზე მეტხანს იყო ოკუპირებული. კუნძულზე ევროპის ყველა ხალხის გამოჩენის ეს საბედისწერო გარდაუალობა ნაწილობრივ მისი გეოგრაფიული მდებარეობით აიხსნება. ხმელთაშუა ზღვის ორი დიდი აუზის შესაყართან თავისი არსებობის იგი ერთდროულათ თიშავს და აერთებს ევროპას, აფრიკას და აზიას. ამიტომ გასაგებია თუ რატო ცდილობდა ხან ერთი, ხან მეორე მსხვილი სახელმწიფო, რათა თავის კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა ეს კუნძული. საქმე ხომ მათ უშიშროებას ან სამფლობელოს გაფართოვებას შესაძლებლობას ეხებოდა ეხებოდა .ამბობენ, რომ სიცილიელები ზოგჯერ საკმაოდ ეთვისებოდნენ ზოგიერთ დამპყრობს, მაგრამ ცნობილია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: სრული ასიმილაცია არასოდეს განუცდიათ . ამაში, უეჭვეია, მნიშვნელოვან წილად დამნაშავენი თვით დამპყრობლები არიან, რომლებიც მკვიდრ მოსახლეობას უყურებდნენ ცოტათ თუ ბევრად როგორც კოლონიზებუ ხალხს. სიცილიელებმა ვერ შეძლეს ბოლომდე მოეშორებინათ უღელი ან შექმნა სიცილიელთა ერი, ამ სიტყვის სრული გაგებით, მაგრამ მათ ის მაინც შეძლეს, რომ დარჩენილიყვნენ სიცილიელებად, ეს კი ნამდვილი სასწაულის ტოლფასია.
2976ebccfbe4

ალბათსიცილიური ხასიათის სწორად ასეთი სიმტკიცეს ემყარება მაფის სულისკვეთების არსი. იგი მაფის შექმნამდე მრავალი საუკუნის მანძილზე არსებობდა, და სწორედ ამით აიხსნება ერთდროულად მისი თვითმყოფადობა, ორაზროვნება და სიმტკიცე.

ასეთი ჰიპოთეზის გამო, მაფის ისტორიული ფესვი ურიცხვია და მათი ჩამოთვლა შეუძლებელია. მაგრამ უნდა აღინიშნოს ორი განსაკუთრებით ძლიერი და სიცოცხლის უნარიანი თვისება: სახალხო გმირობა და ერთობა.

სახალხო გმირებს ოკუპანტები ყაჩაღებად ნათლავდნენ, ხოლო სიცილიელი ხალხი მათ ( ღირსების ადამიანებს ) უწოდებდა. იდეალი, რომელითაც შთაგონებულნი იყვნენ სახალხო გმირები, ძალიან ჰგავდა იმ იდიალს, რაც საფუძვლად ედო ერთობებს.

57d37f7f578e

უწინარეს ყოვლისა, მათ მიზანს შეადგენდა დამპყრობთა, ვინც უნდა ყოფილიყვნენ ისინი, კანონებისა და ხელისუფლების წინაღმდეგ ბრძოლა. ამისთვის კი ყველა მეთოდი გამოსადეგად მიაჩნდათ, ოღონდ კი ეფექტიანი ყოფილიყო. სახალხო გმირებისთვის ერთადერთ წესად იქცა ცნობილი გამოთქმა ( მიზანი ამართლებს საშუალებებს) სახალხო გმირები, ისევე როგორც ერთობები, უკვე მაფიის სულისკვეთებით იყვნენ გამსჭვალურნი.

მსგავსი ამბები

Back to top button