არქივი

მსოფლიოს უძლიერესი იმპერიები (2 ნაწილი)

9a1d79bc0463
საღვთო რომის იმპერია – იწოდება როგორც გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია. პირველი იმპერატორი იყო ოტო პირველი დიდი. იმპერიის მმართველობის ფორმას წარმოადგენდა არჩევითი მონარქია რაც მოიცავს წესს რომლის მიხედვითაც მონარქს ირჩევს პარლამენტი. იმპერიის დედაქალაქი იყო რომი. საღვთო იმპერიის ყველაზე კარგ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს დრო როდესაც იმპერიაში შედიოდა გერმანია, იტალია, ნიდერლანდი ანუ (ჰოლანდია) ასევე ჩეხეთი და საფრანგეთის ზოგიერთი ლეგიონი. იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი იყო ფრანც მეორე რომელიც დახტიდან გადადგა. იმპერიის არსებობის პერიოდში ქვეყნის შიგნით გავრცელებული იყო ბევრი ენა მათ შორის: ლათინური, გერმანული, იტალიური, ჩეხური ასევე უნგრული და პოლონური რელიგიას კი წარმოადგენდა კათოლიციზმი, ლუთერანობა და კალვინიზმი. საღვთო რომის იმპერია განადგურდა ნაპოლეონის ომების მსვლელობისას.
44345f40e7e0
ბიზანტიის იმპერია – ხშირად მას მოიხსენებენ როგორც აღმოსავლეთ რომის იმპერიასაც. ბიზანტიის იმპერია იყო ბერძნულენოვანი სახელმწიფო რომლის დედაქალაქიც კონსტანტინოპოლი გახლდათ. ქვეყნის მმართველობის ფორმას წარმოადგენდა ავტოკრატიული და აბსოლიტური მონარქია. ბიზანტიის იმპერია იყო ერთ-ერთი ძლევამოსილი იმპერია მაგრამ მისი დამარცხება 1453 წელს ოსმალებმა მოახერხეს რის შედეგადაც დედაქალაქი კონსტანტინოპოლი სტამბულად აქციეს. ბიზანტიელი იმპერატორები დიდ ყურადღებას აქცევდნენ რელიგიას და ქვეყნიდან დევნიდნენ წარმართებს ბიზანტიის ყველა იმპერატორი თავისმხრივ ერეოდა საეკლესიო საქმეებში.
bd5a9ebc9358
საფრანგეთის პირველი იმერია – იგივე რაც ნაპოლეონის იმპერია. სახელმწიფო არსებობდა 1804-დან 1815 წლამდე მაგრამ ამ მცირე პერიოდში მან მრავალი ტერიტორიის დაპყრობა შეძლო. იმპერიის დედაქალაქი იყო პარიზი ხოლო რელიგიურ ჯგუფებს წარმოადგენდა კათოლიციზმი, ლუთერანიზმი, კალვინიზმი და იუდაიზმი. საფრანგეთის იმპერიას ასევე ჰყავდა სატელიტი ქვეყნები რომლებიც მათ სამხედრო მხარდაჭერას აღუთქვამდნენ და ბრძოლის დროს იმპერიის გვერდით იდგნენ. ნაპოლეონის იმპერიის დაშლის დასაწყისი რუსეთის იმპერიასთან განცდილი მარცხი გახდა ის უკანასკნელ ბრძოლაში ბელიგაში სოფელ ვატერლოოსთან დამარცხდა რის შედეგადაც იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. ნაპოლეონი დღესაც ერთ-ერთ უდიდეს გენერლად და სამხედრო ტაქტიკოსადაა მიჩნეული.
f80ac1accf84
რომის იმპერია – ძლიერი იმპერია რომელმაც დაიპყრო თითქმის მთელი ევროპა აფრიკის გარკვეული და აზიის მცირე ნაწილი ამ ადგილებში არ მოიძებნებოდა იმპერია და ხალხი რომელიც წინ აღუდგებოდა რომის ჯარს და მის ძლევამოსილებას გარდა ტერიტორიებისა რომელიც დაპყრობილი ჰქონდა რომის იმპერიას ასევე ჰყავდა პარტნიორი სახელმწიფოები რომლებიც ასევე ექვემდებარებოდნენ მას. იმპერიის დევიზია – რომის ხალხი და სენატი. იმპერიის დედაქალაქი იყო რომი შემდგომში კი მილანი რავენა და კონსტანტინოპოლი. იმპერიაში მმართველობის ფორმას წარმოადგენდა მონარქია.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button