არქივი

ნიუ-იორკი

%E1%83%A1%E1%83%93%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%93%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%93+

ნიუ-იორკის დაარსების ისტორია ზედმეტსახელები და სხვა

ნიუ-იორკი (ინგლ.: New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. 8 მილიონზე მეტი მცხოვრებით (830 კმ²-ზე) იგი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას «ნიუ იორკ სიტი»-ს უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია «დიდი ვაშლი» (ინგლ.: „Big Apple“)
ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ-ბინა.ქალაქის ფარგლებში ხუთი რაიონია (ძვ. სტილით საგრაფო): ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს გაუსწორდებოდა.
ნიუ-იორკი ყოველწლიურად უდიდესი რაოდენობის იმიგრანტებს იზიდავს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისევე როგორც მთელი აშშ-დან, რომელნიც ქალაქში მისი კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ნიუ-იორკი ამჟამად უდიდეს ამერიკულ ქალაქთა შორის კრიმინალის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა.
ნიუ-იორკის მთავარი ღირსშესანიშნაობები: თავისუფლების ქანდაკება, ელისის კუნძული, ემპაია სტეიტ ბილდინგი და მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, 2001 წლის ივლისი

7f9e658aa18e
არემარის იტალიელი ჯოვანი და ვერაძანოს მიერ აღმოჩენის პერიოდში რეგიონი დასახლებული იყო ლენაპეს ტომის ადგილობრივი ინდიელებით. ვერაძანომ ნიუ-იორკის ყურეში შესცურა თუმცა გზა აღმა მდინარეზე არ გაუგრძელებია და ისევ ატლანტის ოკეანეში დაბრუნდა. არემარის კარტოგრაფია მოახდინა ინგლისელმა ჰენრი ჰუდსონმა, რომელიც ჰოლანდიის მონარქის მიერ იყო დაქირავებული. ჰუდსონმა კუნძული მანჰეტენი 1609 წლის 11 სექტემბერს აღმოაჩინა და გააგრძელა გზა აღმა მდინარეზე, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს, სანამ დღევანდელი ალბანის ტერიტორიას მიაღწევდა. ჰოლანდიელებმა ამ ადგილას ახალი ამსტერდამი 1613 წელს დააარსეს, რომელსაც თვითმმართველობა 1652 წელს მიენიჭა. 1664 წელს ქალაქი ბრიტანელებმა დაიპყრეს და მას „ნიუ იორკი“ გადაარქვეს ინგლისელი იორკის ჰერცოგის სახელზე. ჰოლანდიელებმა 1673 წლის აგვისტოში მცირე ხნით მოახერხეს ქალაქის დაბრუნება და მას „ნიუ ორანჟი“ დაარქვეს, თუმცა 1674 წლის ნოემბერში იგი საბოლოოდ დაკარგეს.
ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ ნიუ-იორკი აგრძელებს განვითარებას, თუმცა ქალაქში უკმაყოფილება პოლიტიკური დამოკიდებულების გამო დღითიდღე იზრდებოდა. ამერიკის რევოლუციური ომის პერიოდში აქ მრავალ მნიშვნელოვან ადრეულ ბრძოლას ჰქონდა ადგილი, თუმცა ქალაქი ბრიტანეთის ოკუპაციის ქვეშ დარჩა ომის დამთავრებამდე და ის ბოლო პორტი იყო, რომელიც ბრიტანელებმა 1783 წელს დატოვეს.
1788-90 წლებში ნიუ-იორკ სიტი ახლად შექმნილი აშშ-ის დედაქალაქი იყო. 1825 წელს ერის არხის გახსნის შემდეგ ნიუ-იორკს შესაძლებლობა მიეცა ეკონომიკური მნიშვნელობით ბოსტონისა და ფილადელფიისთვის გაესწრო, ხოლო ადგილობრივი პოლიტიკა დომინირებული გახდა დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური მანქანით „ტამანი ჰოლ“, რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ირლანდიელი იმიგრანტები იყვნენ. მომდევნო პერიოდში ქალაქის მდიდარი ფენა ახალი ეკონომიკური მექნიზმების საშუალებით სულ უფრო ძლიერდება, ხოლო პარალელურად ქალაქის ღარიბი იმიგრანტი მუშა კლასიც იზრდება. ამავე პერიოდში ყალიბდება ეკონომიკური და მუნიციპალური კონსოლიდაცია ქალაქის ხუთ მთავარ რეგიონს შორის, რაც იფიციალურად 1898 წელს გაფორმდა.

tumblr lu5jgewrVJ1r1qkgio1 500 large large
ახლად-კონსოლიდირებული ქალაქის გამთლიანებას ხელი შეუწყო ახალი სატრანსპორტო კვანძების სერიამ, რომელთა შორის მნიშვნელოვანი იყო ნიუ-იორკის მეტროს გახსნა 1904 წელს. ევროპული იმიგრაციის ახალმა ტალღამ სოციალური აღმავლობა გამოიწვია, რამაც თავის მხრივ ანტიკაპიტალისტური პროფკავშირების გავლენა შეზღუდა. მოგვიანებით, 1920-იან წლებში, ქალაქს მოაწყდა აფრო-ამერიკული მოსახლეობა სამხრეთი შტატებიდან „დიდი მიგრაციის“ ტალღით. ამ პერიოდში აყვავდა ჰარლემის რენესანსი, რაც თავის მხრივ „პროჰიბიციის“ (შეზღუდვა) ერის ბუმის ნაწილი იყო, რომლის პერიოდში მთელი ნიუ-იორკის ხედი რადიკალურ ტრანსფორმაციას განიცდის აქ მშენებარე სიმაღლეში მოპაექრე ცათამბჯენების წყალობით. 1925 წელს ნიუ-იორკმა ლონდონს გაუსწრო მსოფლიოს ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქის სტატუსში.
დიდი დეპრესიის პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად იზარალა, რასაც შედეგად რეფორმისტი მერის ფიორელო ლაგუარდიას არჩევა მოჰყვა, ბოლო მოუღო რა „ტამანი ჰოლის“ 80-წლიან პოლიტიკურ დომინირებას. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქის ინდუსტრიულმა და საპორტო დაწესებულებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოკავშირეთათვის სამხედრო დანადგარებისა და ამუნიციის მიწოდებაში. ამ პერიოდში ქალაქის მსოფლიო ლიდერის სტატუსი სულ უფრო მკაფიო ხდება, უოლ სტრიტის მნიშვნელოვანი წვლილით ამერიკის მსოფლიო წამყვან ეკონომიკურ ძალად აღმოცენებაში. გაეროს შტაბ-ბინის ნიუ-იორკში დაფუძნებამ ხაზი გაუსვა მის პოლიტიკურ გავლენას, ხოლო აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის აღმავლობამ პარიზს მსოფლიო ხელოვნების ცენტრის ტიტული წაართვა. ყოველივე ამას ქალაქის განახლებული ეკონომიკური ბუმი მოჰყვა 1950-იან წლებში. თუმცა მოგვიანებით, ინდუსტრიული და კომერციული პრიორიტეტების ცვლილებამ, შეძლებული ფენების მასიურად ქალაქგარეთ გადანაცვლებამ და კრიმინალის ზრდამ ნიუ-იორკი 1970-იან წლებში ღრმა სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო.
1980-იანი წლები მოკრძალებული ბუმით აღინიშნა, რომელმაც პიკს 1990-იანებში მიაღწია. რასობრივი სიმწვავე განელდა, კრიმინალის დონე მკვეთრად დაეცა, ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა, ახალმა იმიგრაციამ ქალაქს მრავალფეროვნება და სიცოცხლე შეჰმატა და პირველად მის ისტორიაში ნიუ-იორკის მოსახლეობამ 8 მილიონიან ზღვარს გადააჭარბა. 90-იანი წლების ბოლო დოტ-კომის ბუმმა ქალაქს მნიშვნელოვანი ფინანსური ძლიერება მოუტანა, რაც თავის მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბუმის ათწლეულის დაჩქარებაში.
21-ე საუკუნის დასაწყისი ქალაქში ტრაგიკული მოვლენით აღინიშნა: 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 3000-მდე ადამიანი დაიღუპა. ამ შემთხვევამ ქალაქის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა კრიზისი დიდ ხანს არ გაგრძელებულა. დანგრეული სავაჭრო ცენტრის ადგილას 2010 წლისთვის იგეგმება ახალი 1776 ფუტის სიმაღლის ფრიდომ ტაუერის დასრულება.
ნიუ-იორკ სიტი ბოსვაშ მეგაპოლისის (BosWash) ცენტრში მდებარეობს, 350 კმ-ში ბოსტონიდან და 353 კმ-ში ვაშინგტონიდან. ქალაქის საერთო ფართობია 1.212.4 კმ², რომლის 35,31% წყალზეა. ქალაქი სამ მთავარ კუნძულზეა განლაგებული — მანჰეტენი, სტეიტენ-აილენდი და დასავლეთ ლონგ-აილენდი. ბრონქსი ერთადერთი რაიონია, რომელიც კონტინენტალურ ამერიკაში მდებარეობს.
ნიუ-იორკის სავაჭრო მნიშვნელობა განპირობებულია მისი საუკეთესო ბუნებრივ ყურეზე მდებარეობით, რომელსაც ზემო ნიუ-იორკის უბე ქმნის გარშემორტყმული მანჰეტენით, ბრუკლინით, სტეიტენ-აილენდითა და ნიუ-ჯერსის სანაპიროთი. ატლანტის ოკეანისგან დაცულია ბრუკლინისა და სტეიტენ-აილენდის სარტყლით ქვემო ნიუ-იორკის უბეში. მდ. ჰუდზონი მოედინება ჰუდზონის ხეობიდან ნიუ-იორკის უბეში, ჰყოფს რა ბრონქსსა და მანჰეტენს ნიუ-ჯერსისგან. ისტ-რივერი, ფაქტობრივად დინების წარმოქმნილი სრუტე, ლონგ-აილენდიდან ნიუ-იორკის უბემდე იჭიმება და ბრონქსსა და მანჰეტენს ლონგ-აილენდისგან ჰყოფს. ჰარლემის მდინარე, კიდევ ერთი დინების სრუტე მდინარეებს ისტსა და ჰუდსონს შორის, მანჰეტენს ბრონქსისგან ჰყოფს.
ქალაქის გეოგრაფიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ადამიანის ჩარევით ჰოლანდიელთა კოლონიური დროებიდან მოყოლებული სანაპირო ზოლზე წყლისგან მიწის წართმევით. ეს პროცესი ყველაზე თვალსაჩინოა ქვემო მანჰეტენზე ბატერი-პარკ სიტიში თანამედროვე განვითარებით. ბუნებრივი ტოპოგრაფიული უსწორმასწორობა თითქმის სრულიად აღმოიფხვრა, განსაკუთრებით მანჰეტენზე. რაც ფაქტობრივად სიტყვა „მანჰეტენის“ (ბორცვიანი კუნძული) თავდაპირველ მნიშვნელობას ეწინააღმდეგება.
იტალიის ტოსკანისა და ფრანგული რივიერას გრძედზე უფრო სამხრეთით მდებარეობის მიუხედავად ნიუ-იორკი ნესტიანი კონტინენტური კლიმატით გამოირჩევა, რომელზეც ჩრდილო-ამერიკის კონტინენტური ცივი ქარები ახდენს ზეგავლენას. ნიუ-იორქის ზამთრები ტიპიურად ცივია, თუმცა შედარებით ზომიერი იმავე გრძედზე მდებარე სხვა კონტინენტურ ამერიკულ ქალაქებთან შედარებით. −20 °C-ზე ნაკლები ტემპერატურა იშვიათია, ძირითადად შუაგულ ზამთარში ღამის ტემპერატურა −10 °C-ს ქვევით არ ეცემა. თოვლის საერთო რაოდენობა ზამთრის განმავლობაში 60 სმ-ას არ აღემატება, თუმცა ბოლო ოთხი ზამთრის (2003-06) განმავლობაში შედარებით მაღალი თოვლიანობა დაიჭირა (>100 სმ) ყოველ სეზონზე. ზამთარში წვიმა უფრო ხშირია ვინემ თოვლი ატლანტის ოკეანის თბილი ჰავის ზეგავლენით.
გაზაფხული ნიუ-იორკში ზომიერი, ხშირად საკმაოდ ცხელი, იცის, ტემპერატურა მერყეობს 10-15 °C-ში. ზაფხული ცხელი და ტენიანია,ტემპერატურა ხშირად 32 °C-ს აღემატება. შემოდგომა ზომიერი და სასიამოვნო იცის ხშირი მზიანი ამინდებით და 15-20 °C ტემპერატურით.

 

წყარო : http://ka.wikipedia.org

R.V.P

dzaan magari kaci

მსგავსი ამბები

Back to top button