არქივი

არისტოტელე – ნამდვილი დენდი

566fe0033f59
ძვ.დროის ყველაზე ცნობილ ფილოსოფოსს არისტოტელეს, სახელოვანმა მოსწავლემ ალექსანდრე მაკედონელმა , სიცოცხლეშივე დაუდგა ქანდაკება და ასეთი წარწერა გაუკეთა – ”ნიკომაქეს ვაჟს, ბრძენსა და ღვთაებრივ არისტოტელეს”. საინტერესოა, როგორი იყო ანტიკური დროის ეს უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელსაც სწავლულთა შორის უპირველესს ეძახდნენ და ბრძენად აღიარებდნენ.

ცნობილია, რომ არისტოტელე , ალექსანდრე მაკედონელთან და მის მამასთან მეგობრობდა. ამის გამო ბევრი სცემდა პატივს. არისტოტელე მეტისმეტად თავდაჯერებული იყო, ტუჩების გარშემო ისეთი ნაკეცები ჰქონდა, როგორიც ირონიულ ადამიანებს აქვთ ხოლმე. მარტივად და ნათლად წერდა. დარწმუნებული იყო, რომ ცოდნით მეფეებსაც აჭარბებდა. იმ მცირერიცხოვანი ცნობების მიხედვით, რომლებიც მის შესახებ შემორჩა, არისტოტელე კეთილი, რბილი და უწყინარი ბუნების ადამიანი იყო. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ავტორები ამ სახელგანთქმულ ბრძენს ეპირფერებოდნენ კიდეც., რადგან მისი ნაწერების მიხედვით იგი სულ სხვაგვარი ბუნების ადამიანი უნდა ყოფილიყო.

მის გარეგნობაზე კი უფრო მეტია ცნობილი. ეს ძველი ბერძენი სწავლული ნამდვილი დენდი იყო. უკანასკნელი მოდის სამოსს იცვამდა. თითები ძვირფასი ბეჭდებით ჰქონდა შემკული და ვარცნილობასაც დიდ ყურადღებას აქცევდა შუბლზე ჩამოყრილ თმასა და მოკლე წვერს ატარებდა, ზოგიერთი ცნობით, მას ერთი ფეხი ნაღრძობი ჰქონდა და სიარულისას ემჩნეოდა კიდეც.

არისტოტელეს ბედნიერი ოჯახი ჰქონდა, თუმცა მან და მისმა ცოლმა, პითიამ, სულ 10 წელი გაატარეს ერთად.პითია გარდაიცვალა და ქმარს ერთი გოგონა, ისიც პითია დაუტოვა აღსაზრდელად. არისტოტელეს მას შემდეგ ცოლი აღარ შეურთავს, თუმცა მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ქალი გამოჩნდა – ჰერპილია. არაფერია ცნობილი , სად და როდის გაიცნეს მათ ერთმანეთი. ამ ქალთან მას ერთი ვაჟი შეეძინა, რომელიც სახელოვანი მამის პატივსაცემად ნიკომაქე დაარქვა,არისტოტელეს მამა მთელ საბერძნეთში ცნობილი და პატივსაცემი ადამიანი იყო.

არისტოტელე ჩვ.წ-აღ-მდე 384 წელს ქალაქ სტაგირაში, საბერძნეთის ჩრ.-ით დაიბადა. დედა კუნძულ ევბეადან იყო. იქ მის ოჯახს დიდი ქონება ჰქონდა. მამა სახელოვანი ექიმების შთამომავალი იყო. იმხანად პაციენტები კი არ მიდიოდნენ ექიმთან, პირიქით , ექიმი მოგზაურობდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და ავადმყოფებს ეძებდა. ნიკომაქესაც ბევრი უწევდა სიარული და თავისი ერთადერთი ვაჟი თან დაჰყავდა. არისტოტელეს ექიმობისთვის ამზადებდა. ტრადიციულად, ექიმი თავის ხელობას საიდუმლოდ ინახავდა და შთამომავლობით მხოლოდ შვილს გადასცემდა.

ერთელაც მამა-შვილი მეზობელ მაკედონიაშიაღმოჩნდნენ. იქ ნიკომაქემ რამდენიმე ადამიანი მძიმე სენისაგან განკურნა და ისე გაითქვა სახელი, რომ მაკედონიის მეფემ , ამინტა მესამემ, სასალის კარზე მკურნალად მიიწვია. ბუნებრივია პატარა არისტოტელე იმ პერიოდში სასახლეში იზრდებოდა. იგი მეფის ვაჟის , ფილიპეს (მაკედონელის მამის )თანატოლი იყო. ისინი მეგობრობდნენ. ამ ფაქტმა არისტოტელეს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.თანამდეროვეთა აზრით, განათლების დასავლურ სისტემას სამყარო არისტოტელეს მაკედონიაში მოხვედრას უნდა უმადლოდეს, რადგან მან შემდეგში ფილიპესა და ალექსანდრე მაკედონელის დახმარებით დაარსა ათენში სკოლა, რომელსაც ლიცეუმი დაარქვა. სრულიად მოულოდნელად 10 წლის არისტოტელეს მამა გარდაეცვალა , ცოტა ხნის შემდეგ -დედაც. დაობლებული ბავშვი ოჯახის მეგობარმა, პროქსენუსმა,გაზარდა. რიტორიკა და პოეზია ბავშვობაშივე შეისწავლა, ხოლო მამისაგან არისტოტელემ ბიოლოგია და მედიცინა უკვე იცოდა, თანაც მშვენიერ მოთხრობებსაც წერდა. როდესაც 17 წლისა გახდა , პროქსენუსმა ათენის იმ დროის უდიდეს საგანმანათლებლო ცენტრში, პლატონის აკადემიაში გააგზავნა

პლატონის აკადემიაში არისტოტელე 20 წელი დარჩა. იგი ბრწყინვალე მოსწავლე იყო. პლატონის ლექცეიბსაც ესწრებოდა და მოგვიანებით თვითონაც კითხულობდა ლექცეიებს რიტორიკაში. მიუხედავად იმისა, რომ მოწაფეთა შორის გამორჩეული იყო, პლატონის გარდაცვალების შემდეგ აკადემიის ლიდერად მისი ნათესავი, სპესიუსი შეარჩიეს. მას და არისტოტელეს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ და ამიტომ ეს უკანასკნელი იძულებული გახდა , აკადემია დაეტოვებინა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, თითქოს ეს პოლიტიკური მოტივით მოხდა. ათენელებს მაკედონიის ძლიერი სახელმწოფო არ მოსწონდათ, არისტოტელე კი მის მეფესთან, ფილიპესთან მეგობრობდა. იგი იძულებული გახდა, საცხოვრებლად ათენიდან კუნძულ ლესბოსთან ახლოს, ასოსზე გადასულიყო.

იქაურმა მმართველმა პერმიასმა, არისტოტელე დიდი სიხარულით მიიღო და ასევე დიდი სიხარულით მიათხოვა თავისი ნათესავი. გოგონა 18 წლის იყო, არისტოტელე – 38-ის. ასოსზე იგი ფილოსოფოსთა ჯგუფის ლიდერი გახდა. პოლიტიკური ვითარება იქაც გართულდა. სპარსელებმა ქალაქი დაიპყრეს, ხოლო პერმიასი მოკლეს. არისტოტელე გაიქცა და მაკედონიისაკენ მიმავალ გზაზე ერთი წელი კუნძულ ლესბოსზე დარჩა. თავის მოწაფეებთან ერთად იქ გაარძელა მოღვაწეობა.

ჩვ-წ-აღ-მდე 343 წელს არისტოტელე მაკედონიის სამეფო კარზე მიიწვიეს და უფლისწულ ალექსანდრე
მაკედონელის აღზრდა დაავალეს. ამ 2 ადამიანს შორის ურთიერთობის შესახებ ძალზე ცოტაა ცნობილი. არისტოტელე ალექსანდრეს მასწავლებელი სულ მცირე ხანს 5 თუ 7 წელი იყო და ამბობდნენ, რომ ამიტომ გახდა იგი დიდი მხედარმთავარი და არა ფილოსოფოსი. მაკედონიის სასახლის კარზე არისტოტელეს დიდ პატივს სცემდნენ. სხვადასხვა მასალას აწვდიდნენ, რომელსაც ათასეულობით მონა მთელ მსოფლიოში აგროვებდა. ფილიპეს გარდაცვლების შემდეგ მეფე, მისი ვაჟი-ალექსანდრე- გახდა და დაპყრობითი ომებისათვის იწყო მზადება. არისტოტელემ იქ თავისი სამუშაო დაასრულა და ათენში დაბრუნდა. პლატონის აკადემია ქსენოკრატეს ხელმძღვანელობით ყვაოდა. ჯერ კიდევ ფილიპეს დროს და შემდეგაც აკადემიის ხელმძღვანელი ათენელებს ფილიპეს წინააღმდეგ გალაშქრებისკენ მოუწოდებდა. არისტოტელე აკადემიის ხელმძღვანელი ვერ გახდა, რადგან მაკედონიის ახალ მეფეს უჭერდა მხარს. არსებობს ცნობა, იმის შესახებ, თითქოს იგი თვით მაკედონელმა გადააგზავნა ათენში ახალი სასწავლო ცენტრის დასააარსებლად. ძვ. წ. 335 ათენში დააარსა ლიცეუმი (ლიკეიონი),რომელსაც ალექსანდრე მაკედონელი აფინანსებდა. არისტოტელემ აკადემიაში უამრავი და მრავალფეროვანი სასწავლო მასალა მიიტანა – რუკები, წიგნები და საქმიანობას შეუდგა. მისი სკოლა პლატონის აკადემიისაგან სრულიად განსხავდებოდა. პლატონი თავის მოწაფეებს სკოლაში მხოლოდ ესაუბრებოდა. არისტოტელემ კი წინასწარმომზადებული ლექციების კითხვა დაიწყო. ეს ლექციები საფუძვლად დაედო სასწავლო კურსს, რომელსაც იგი შემდეგ მარვალი წლის განმავლობაში კითხულობდა. პლატონის აკადემიაში ძირითადი საგანი ფილოსოფია იყო, არისტოტელესთან – ლოგიკა, ფიზიკა, ასტრონომია, მეტეოროლოგია, ზოოლოგია, მეტაფიზიკა, ფსიქოლოგია , პოლიტიკა, ეთიკა. ეს საგნები იქამდე არ ისწავლებოდა. ყველაფერს ერთი საგანი – სიბრძნის სიყვარული- ფილოსოფია წარმოადგენდა. იგი 2 ტიპის ლექცეიბს ატარებდა, დილით დეტალურს, თავისი მოსწავლეებისათვის და შემდეგ – პოპულარულს, ცოდნის შეძენის ნებისმიერი მმსურველთათვის.

ჩვ-წ-აღ-მე 323 წელს ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა. ათენში ამბოხება დაიწყო. პრომაკედონიური მთავრობა გადააგდეს. არისტოტელეს მოკვლას უპირებდნენ და იგი იძულებული გახდა, ათენიდან გაქცეულიყო. ამ დროს მას შემდეგი სიტყვები უთქვამს – ”ათენელებს ფილოსოფიის წინააღმდეგ ცოდვის ჩადენის კიდევ ერთი შესაძლებლობა ჰქონდათ, პირველი სოკრატეს დროს ჩაიდინესო”. იგი კუნძულ ევბეაზე , ქალაქ ქალკიდაში გადასახლდა, იმ სახლში, რომელიც დედამისის ოჯახს ეკუთვნოდა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ჰქონდა. ეს არის ერთადერთი ფაქტი მისი ცხოვრებიდან, რომელიც სადავო არ არის. არისტოტეტელ ჩვ-წ-აღ-მდე 322 წელს 62 წლისა გარდაიცვალა.

ამბობენ, რომ მისი თხზულებები მოწაფეს თეოფრასტეს დარჩა, რომელიც ლიცეუმის ხელმძღვანელი გახდა. შემდეგ ხელნაწერები არისტოტელეს კიდევ ერთმა მიმდევარმა , ნელეოსმა სარდაფში გადამალა. იქ ჩრჩილმა , ნესტმა და ჭიებმა დააზიანა. სწორედ ამ სამალავში აღმოაჩინა ისინი წიგნის დიდმა მოყვარულმა აპელიკონმა და ათენში ჩაიტანა. რომის კონსულ სულას დროს ისინი რომში გადაიტანეს. არისტოტეტელს თხზულებებს შორისაა ტრაქტატი – ადამიანის სულსა და ბუნებაზე, ასევე – ფიზიკა, ისტორია, ეთიკა, პოლიტიკა, სახელმწიფოს მოწყობა და მრავალი სხვა.

თავშესაქცევი ისტორიები

ალექსანდრე მაკედონელი რაღაც დროის განმავლობაში ერთი ქალის – პეტერა ფელიდას – გავლენის ქვეშ მოექცა. არისტოტელე ბევრს ეცადა, მაგრამ მხოლოდ საუბრით მოსწავლეს ამ ქალისათვის თავი ვერ დაანებებინა. ასეთი კავშირი კი მას სახელმწიფოსათვის დამღუპველად მიაჩნდა. მაშინ გადაწყვიტა, ქალზე მოეხდინა გავლენა და ფელიდას სთხოვა , ალექსანდრესათვის თავი დაენებებინა. ქალმა თხოვნა ყურად არ იღო. ბოლოს არისტოტელეს  წინადადებას ერთი პირობით დათანხმდა, თუ არისტოტელე მას ზურგზე შეისვამდა, მისი ცხენი გახდებოდა და ოთახში გაატარ-გამოატარებდა. არისტოტელემ ვერაფერი მოიფიქრა და დათანხმდა. ე.წ ცხენით სეირნობის დროს ოთახში მაკედონელი შემოვიდა და სათაყვანებელი მასწავლებლის ზურგზე ამხედრებული ქალი , რომ დაინახა, გაოცება ვერ დამალა. არისტოტელეს შერცხვა და ალექსანდრეს უთხრა – ნახე რას მიკეთებს ეს ქალი მე, ასაკოვან, ბრძენ ადამიანს და შენ წარმოიდგინე შენ რად გადაგაქცევსო. მეფისათვის ეს მაგალითი საკმარისი აღმოჩნდა.

მართალია არისტოტეტელესა და პლატონს შორის სერიოზულ უთანხმოებასა და დაპირისპირებაზე ბევრს წერდნენ, მაგრამ ზოგიერთ მკვლევარს ეს მონაგონად მიაჩნია. არიტოტელე პლატონის გარდაცვალების შემდეგაც საკუთარ თავს მის მიმდევრად მიიჩნევდა. როდესაც პლატონი 80 წლისა გახდა, არისტოტელეს ნელ-ნელა ჩამოსცილდა. მისი ჩაცმის სტილი და თავდაჭერა არ მოსწონდა, კერძოდ ის, რომ იგი სამოსსა და ფეხსაცმელს დიდ ყურადღებას აქცევდა და მრავალრიცხოვანი ბეჭდებით მუდამ თავს იწონებდა. პლატონი მთელ დროს სხვა მოწაფეებთან ერთად ატარებდა. ერთხელაც მისი საყვარელი მოწაფე, ქსენოკრატე, ათენიდან 3 თვით წავიდა. მისი არყოფნისას არისტოტელე თავის მოსწავლეებთან ერთად იმ ადგილას მივიდა, სადაც ჩვეულებრივ პლატონი სეირნობდა და თვითონ დაიწყო საუბარი. პლატონი იძულებული გახდა იქიდან წასულიყო, მოსწავლეებმა მისი დაცვა ვერ მოახერხეს. არისტპოტეელეს ასეთი ქცევით შეურაცხყოფილმა პლატონმა თავი ბაღს შეაფარა და ქალაქში საერთოდ აღარ გამოდიოდა. როდესაც ქსენოკრატე ათენში დაბრუნდა და პლატონის ნაცვლად ჩვეულ ადგილას არისტოტელე დახვდა, გაოცდა. პლატონმა მომხდარის შესახებ არაფერი უთრა, სხვა მოწაფეებმა უამბეს.ისინი ერთად მივიდნენ არისტოტელესთან და მის მოწაფეებთან და იქიდან განდევნეს. პლატონი კი თავის ადგილასდაბრუნდა.

არისტოტელეს რამოდენიმე გამოთქმა:
გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია,მაგრამ გაბრაზება მასზე ვიზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით რომლითაც საჭიროა, ყველას არ შეუძლია.

ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივ სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად.

პლატონი ჩემი მეგობარია,მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი.

ადამიანი თავისი ბუნებით პოლიტიკური ცხოველია.

ყოველი შემეცნება გავკვირვებით იწყება.

ღმერთებსაც უყვართ ხუმრობა.

იმისთვის კი არ ვმსჯელობთ, რომ ვიცოდეთ, რა არის სათნოება, არამედ იმისათვის, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ.

სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას.

ყველაზე დიდი რამ რაც მცირეში არის მოთავსებული-საღი გონებაა ადამიანის სხეულში.

გაიძვერას სინდისი რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა.

ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა, ხოლო მეგობარი- ნაწილია ჩვენი სულის.

სირცხვილი… ერთგვარი შიშია უპატიოსნობისა….

კარგი დასაწყისი – ნახევარია საქმისა.

ვაჟკაცი ისაა,ვინც უშიშრად ეგებება ამაღლებულ სიკვდილს.

სათანადო მორალური საფუძვლების გარეშე ადამიანი ხდება ყოვლად უკაცური და მხეცური,მდაბალი, თავისი სქესობრივი და გემოვნების ინსტინქტების ამყოლი.

მსგავსი ამბები

Back to top button