უცნაური

ლეგენდები : “თოჯინების კუნძული” და “გემი-მოჩვენებები

81b97fc52a0c
პოსტში იხილავთ ლეგენდებს” თოჯინების კუნძულსა” და “გემი-მოჩვენებების”შესახებ..



თოჯინების კუნძული . . .
«La Isla de la Munecas»

55ac753e13ed
ერთ-ერთი ყველაზე სასტიკ ადგილად დედამიწაზე შეიძლება მივიჩნიოთ “თოჯინების კუნძული”, რომელიც მეხიკო მდებარეობს.
იქ გამგზავრება მხოლოდ იმ პირობით შეგიძლიათ, თუ თქვენ ნამდვილად გაქვთ რკინის ნერვები, იმიტომ, რომ რთული წარმოსადგენია ამ ადგილზე საშიში და ამაზრზენი ადგილი.
ეს ადგილი ერთერთია მეხიკოს ფედერალური რაიონებიდან. იმ ადგილას სადაც ორი არხი ერთმანეთს კვეთს მდებარეობს ეს იდუმალებით მოცული ადგილი,სადაც, ხეებზე კიდია დამახინჯებული თოჯინები, რომლებითაც ოდესღაც თამაშობდნენ ჩვეულებრივი ბავშვები

არსებობს ორი ლეგენდა, იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა ეს თოჯინები კუნძულზე.
ერთერთის მიხედვით, კუნძულის ერთადერთი მცხოვრები ხულიო სანტანა ბარერამ, დაიწყო ჩამოკიდება თოჯინების წინა საუკუნის 50იან წლებში, იმის იმედით, რომ ეს თოჯინები დააფრთხობდა ავ სულებს და დაიცავდა მას.

c8947731668a

მეორე ლეგენდა გვიამბობს,რომ კუნძულთან შორი ახლოს დაიხრჩო პატარა გოგონა, ხულიომ დაიწყო თოჯინების ჩამოკიდება ხეებზე, იმიტომ რომ გოგონას სული, რომელიც უგზოუკვლოდ დაეხეტებოდა ამ ადგილებში, არ ეგრძნო თავი მარტო.
ხულიო კიდებდა თოჯინებს ამ კუნძულზე, დაახლოებით 50 წლის განმავლობაში, სანამ 2001 წელს თვითონ არ დაიხრჩო კუნძულის მახლობლად.
მათმა ნათესავებმა კი მემკვიდრეობით მიიღეს ეს კუნძული და ტურისტულ ადგილად აქციეს.დღეს კუნძულზე 1000 ზე მეტი სხვადასვხა სახის თოჯინაა, რომელებიც ან ჩამოკიდებულია ან მიჭედებულია ხეზე.
ყველა მათგანა საკმაოდ სასტიკად გამოიყურება : კაბების მაგივრად, ბეწვებით და ხალიჩის ნაგლეჯებით არიან შემოსილნი, უმეტესება მათგანი დამახინჯებულია, უთმოდ, უთავოდ და უთვალოდ.
9957efcd526e
თუნდაც თოჯინები ყოფილიყო კარგ მდგომარეობაში როდესაც მათ კიდებნდენ, ეხლა რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ, ისინი სასტიკად გამოიყურებიან.
ამიტომ, ეს ტურისტული ატრაქციონი ნამდვილად არ დატოვებს არავის გულგრილს.

გემი მოჩვენებები

8f569a25e97b

თმოჩვენებების საშუალებით, გარდაცვლილთა სულები, ტოვებენ მიწას და გადადიან სხვა სამყაროში. გარდაცვლილთა გემი კი ან ბინდით ან ღრბულითაა მოცული
და დაფარული. სანამ გემი დანიშნულების ადგილას მივა, გადალახავს მაღალ მთებს, მინდვრებს , ნებისმიერი ამინდის მიუხედავად, და ქარიშხალს აბობოქრებს ზღვაზე.

ერთერთი ლეგენდის თანახმად, მეკობრის გარდაცვალების შემდეგ ღრუბელში გამოჩნდა გარდაცვლილთა გემი. როდესაც გემი გადაცურავს ამ გარდაცვლილის სახლის თავზე,
მეკობრის სული ადის გემზე, ხოლო სახლში ისმის აბობოქრებული და ქარიშხლიანი ზღვის ხმები.

ისტორიების დიდი ნაწილი გემ-მოჩვენებებზე მოდის ბრიტანული კუნძულებიდან. ასეთ მოჩვენებებზე შეტყობინებები ჩვენს დროშიც მოდის. ყველაზე მდიდარი ადგილი
გემ-მოგჩვენებებით ინგლისში არის ლამანში რაიონი. ეს ცნობილი გუდვინის ქვიშებია , ხუთი მილით მოშორებული ქალაქ დილადან, კენტის საგრაფოში.

ლეგენდის თანახმად ეს ქვიშის ( отмель ) ოდესღაც იყო კუნძული სახელად ლომეა, რომელიც ჩაიძირა და წავიდა ფსკერისაკენ მეთერთმეტე საუკუნეში. როდესაც გრაფ გუდვინმა უარი განაცხადა , იმის თაობაზე რომ აეშენებიათ კედელი, რომელიც დაიცვდა კუნძულს ტალღებისაგან. არანაირი დამტკიცები არ არსებობს იმისა, რომ, ეს კუნძული ნამდვილად არსებობდა.
მაგრამ როგოც ამბობენ ჯერ კიდევ ზღვის ფსკერიდან, ისმის ზარების წკრიალი, კუნძულზე მდებარე ტაძრისა.

ლეგენდა ასევე ამბობს, რომ გუდვინის ქვიშების რეგიონში, გემთშეჯახების დროს დაიღუპა 50 ათასზე მეტი ადამიანი. მათი გემი-მოჩვენებები დღემდე დაძრწიან ლა-მანშის წყლებში.
ერთერთი ყველაზე ცნობილი მსხვერპლი გუდვინის ქვიშებია იყო ბორბლებიანი ორთქმავალი “ვიოლეტა”, რომელიც დაახლოებით ასი წლის წინ შტორმის დროს, თანდართული დიდთოვლიანობისას კვეთდა ყურეს. ყველა ვინც იმყოფებოდა იქ დაიღუპა. საინტერესოა, რომ “ვიოლეტას” მოჩვენებამ გაიმეორა იგივე ავარია მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისას, ამ მოვლენას აკვირდებოდა ისტ-გუდვინის მუშები. მათ გაგზავნეს დამხმარე ნავი, რომ გაეგოთ თუ რა მოხდა, მაგრამ ვერაფერი ვერ იპოვეს.

ასვე ცნობილია ამერიკის ტბების გემი-მოჩვენებები. ზამთრის შტორმების დროს ამერიკის ტბებზე დაიღუპა უარმავი გემი. დიდი ტბებზე ცურვა ბევრად სახიფათოა, ვიდრე ნებისმიერ ოკეანეზე, იმიტომ რომ, ტბებზე შესაძლოა მოულოდნელად აღმოცენდეს ძლიერი შტორიმი, რომელსაც შეუძლია წუთებში გაანადგუროს გემი.

ერთერთი ყველაზე ცნობილი, დიდ ტბებზე ჩაძირული გემებიდან არის – “გრიფონი”, რომელიც ნიაგარაში, ნიუიორკის შტატში მდებარეობს, და ეკუთვნოდა რენე რობერტს, ფრანგ მოგზაურს.
“გრიფონი” იყო 60 ფუტი სიგრძეში, და იწონიდა 45 ტონას, ამ მონაცემებით კი , იმ დროისათVის ყველაზე დიდი გემი იყო, ტბებზე ცურვისათვის განკუთვნილ გემებს შორის.
გემის მშენებლობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ადგილობრივ იროკეზებში (Iroquois), რომლებიც თვლიდნენ რომ გემი შეაწუხებდა ტბების “დიად სულს”
იროკეზეიელმა წინასწარმეტყველმა მეტიომეკმა დაწყევლა გემი და თქვა რომ ის ჩაიძირებოდა.
“გრიფონმა” პირველი გაცურვა მოახდინა 1679 წლის 7 აგვისტოს.
“გრიფონი” უნდა დაბრუნებულიყო ნიგარაში 1679 წლის 18 სექტემბერს. მაგრამ არ დაბრუნდა. არავინ არ იცის, რა მოხდა
ლეგენდის თანახმად, გემი “ცდილობა გაევლო ყინულებს შორის” და გაქრა. 1900 წელს,”გრიფნოი” იქნა აღმოჩენილი ბრუსის ნახევარკუნძულის მახლობლად, გურინს ტბასთან, და ამ დროს გავრცელდა ვერსია, რომ გემი დაიმსხვრა(ჩაიძირა რა ) . ეს ჰიპოტეზა გემის ჩაძირვის შესახებ დამტკიცდა 1955 წელს, როდესაც ამ გემის ნარჩენების იდენტიფიკაცია მოხდა, როგორც “გრიფონის”საკუთრება.მაგრამ, ბევრი გამოჩნდა ამ დასკვნის მოწინააღმდეგე,რადგან, დარწუნებით და ზუსტად ეს ნაწილები არ იყო იდენტიფიცირებული.
როგორც იტყობინებიან “გრიფონის” მოჩვენებას , ნისლიან ღამებში ჯერ კიდევ, ხშირად ხედავენ , მოლივლივეს გურონის ტბაზე.

მაგრამ ყველაზე ცნობილ გემი-მოჩვენებად ითვლება “მფრინავი ჰლონადიელი – Flying Dutchman”. უამრავი ლეგენდა და სხვადასხვა ვერსია არსებობს მფრინავი ჰოლანდიელის შესახებ.

1613a4b8f333
ჰოლანდიური ვერსიის მიხედვით , კაპიტანი ვან სტრატენი იყო ჯიუტი ადამიანი, რომელმაც დაიფიცა რომ გაცურავდა მისარუბის წყლებს(დღეს ცნობილია როგორც,კეთილი იმედის კონცხი). გემი ჩაიძირა, ხოლო ეკიპაჟი და კაპიტანი, უკვე გარდაცვლილები, განწირულნი იყვნენმ მუდამ ეხეტიალათ ცუდი ბედის მქონე ადგილის მახლობლად აბობოქრებული ტალღებზე.
ეს გემი მოჩვენება შეგვიძლია ვიხილოთ, ქარიშხლიან ამინდში შესაძლებელია მისი დანახვა, მაგრამ ეს კარგის მომასწევებელი არანაირად არ არის, პირიქითაც კი.!

მფრინავ ჰოალდნიელზე პოსტები იხილეთ : http://bmu.li/645 და http://bmu.li/64N

Natia Gogava | შექმენი შენი ემბლემა
100000635150108.1758.1887126984

Sound Effects – Halloween – Scary Music

მსგავსი ამბები

Back to top button