ცოტა რამ რიჩარდ ჰამონდზე
აი დადგა ჯერი, რომ მოგიყვეთ გადაცემა TOP GEAR-ის ყველაზე ახალგარდა, მაგრამ არანაკლებ ცნობილ წამყვანზე რიჩარდ ჰამონდზე.
რიჩარდ მარკ ჰამონდი დაიბადა 1969 წალის 19 დეკემბერს ქალაქ ბირმინგემში. 1987-1989 წლებში მან დაამთავრა Harrogate College of Art and Technologyსადაც ფოტოხელოვნების და ტელეწამყვანის სპეციალობები შეისწავლა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რიჩარდი მუშაობდა რამოდენიმე რადიო სადგურზე წამყვანად მათ შორის RadioCleveland, Radio York, Radio Cumbria, Radio Leeds, Radio Newcastle, Radio Lancashire. 2002 წელს რიჩარდი გახდა TOP GEAR-ის თანაწამყვანი. ხანდახან კოლეგები და ფანატები მას ზაზუნას (HUMSTER) უცოდებენ. ამის შედეგად მან რამოდენიმეჯერ დაადასტურა ეს ზედმეტსახელი თავისი საქციელით. მაგალითად გადაცემის-ის ერთ ერთ სერიაში მან კარდონის ნაჭერი შეჭამა, რომ განესახიერებინა ზაზუნა და სხვა სერიაში მან ერთ ერთ ”გასატესტ” მანქანაში, Marcos TSO GT2 აღმოაჩინა კბილების გასათეთრებელი საშუალება რომელიც იქვე გამოიყენა. შედეგი სახეზე იყო, მისი კბილები ბრწყინავდნენ სამაგიეროდ ჯერემი კლარკსონ დიდი ხნით ჩაუვარდა ყბაში. რიჩარდმა ცოლი შეირთო 2002 წელს. ამ მომენტისთვის მას ყავს 2 შვილი (გოგონები), ცხოვრობს ხერეფორდშირში და აქვს აპარტამენტები ლონდინშიც. ყავს 3 ცხენი, 3 ძაღლი, 2 კატა.
ერთ-ერთი ცნობილი ფაქტი რიჩარდ ჰამონდზე არის ის, რომ ის კინაღამ დაიღუპა TOP GEAR-ის ერთ ერთი სერიის გადაღების დროს. რიჩარდი დათანხმდა ეგრე წოდებული დრაგსტერის (Drugster) “გატესტვაზე” ბრიტანეთის საჰაერო ძალების მიტოვებულ აეროდრომზე. იგი მოძრაობდა 464კმ-სთ სიჩქარით როცა მანქანას საბურავი გაუსკდა და მანქანა ამოტრიალდა. სამხრეთ იორკშირის პოლიციამ განაცხადა რომ მათ მიმართა სახანძრო სამსახურმა დახმარებისათვის. მეხანძრეებმა შეატყობინეს პოლიციას რომ ადამიანი ვერ ამოყავდათ მანქანიდან. საბოლოო ჯამში რიჩარდი ვერტმფრენით გადაიყვანეს ლიდსის ჰოსპიტალის ნევროლოგიურ განყოფილებაში, სადაც ექიმებმა მძიმე, მაგრამ სტაბილური მდგომარეობა დაუფიქსირეს. რიჩარდი გამოჩნდა TOP GEAR-ის შემდეგ სეზონში სადაც მას შეხვდნენ როგორც გმირს. მას ყველა ტაშს უკრავდა როცა ის გამოჩნდა სტუდიაში. გადაცემის მსვლელობის დროს რიჩადმა ითხოვა რომ ეს ავარია არასოდეს ეხსენებინათ პირდაპირ ეთერში მაგრამ მას შემდეგ ჯერემი არაერთხელ გაეხუმრა ამ თემაზე.
რიჩარდ ჰამონდი არის ცნობილი როგორც Porsche–ს დიდი თაყვანიცემელი, განსაკუთრებით კი Porsche 911-ის. მისი კუთნილი Porscheარაერთხელ გამოჩენილა TOP GEAR-ის სატესტო ტრასაზე.
ასევე მას ყავს შემდეგი ავტომობილები:
Dodge Charger
Shelby Mustang
Chevrolet Camaro SS
Jaguar E-Type
Morgan AeroMax.
რიჩარდ ჰამონდის ნამუშევრები:
ტელევიზია
წელი |
დასახელება |
სტატუსი |
1998 |
Motorweek (Men & Motors TV series) |
წამყვანი |
2002 — ამ დრომდე. |
Top Gear |
წამყვანი |
2002-06 |
Brainiac: Science Abuse |
წამყვანი |
2004-05 |
Crufts |
წამყვანი |
Should I Worry About…? |
წამყვანი |
|
2005 |
The Gunpowder Plot: Exploding The Legend |
წამყვანი |
Time Commanders |
წამყვანი |
|
Inside Britain’s Fattest Man |
წამყვანი |
|
2006 |
Richard Hammond’s 5 O’Clock Show |
წამყვანი |
Petrolheads |
შეჯიბრის მონაწილე |
|
School’s Out |
შეჯიბრის მონაწილე |
|
Richard Hammond: Would You Believe It? |
წამყვანი |
|
Richard Hammond: The Holy Grail |
წამყვანი |
|
Battle of the Geeks |
წამყვანი |
|
2007 |
Last Man Standing |
კადრსმიღმა გახმოვანება |
Helicopter Heroes |
კადრსმიღმა გახმოვანება |
|
Richard Hammond Meets Evel Knievel |
წამყვანი |
|
2008 |
BBC Timewatch |
კადრსმიღმა გახმოვანება |
Sport Relief |
წამყვანი |
|
2009 |
Richard Hammond’s Blast Lab |
წამყვანი |
2009 — ამ დრომდე |
Total Wipeout |
თანაწამყვანი |
Richard Hammond’s Engineering Connections |
წამყვანი |
|
2010 |
Richard Hammond’s Invisible Worlds[14] |
წამყვანი |
Sport Relief 2010 |
თანაწამყვანიწამყვანი |
|
Hammond Meets Moss |
წამყვანი |
წიგნები:
Hammond Richard What Not To Drive. — Weidenfeld & Nicolson.
Hammond Richard Richard Hammond’s Car Confidential. — Weidenfeld & Nicolson
Hammond Richard A Short History Of Caravans In The UK. — Weidenfeld & Nicolson.
Hammond Richard Richard Hammond’s Caravan Confidential. — Weidenfeld & Nicolson
ბიოგრაფიული
Hammond Richard On The Edge: My Story (Hardback). — Weidenfeld & Nicolson.
Hammond Richard On The Edge: My Story (Paperback). — Phoenix.
Hammond Richard On The Edge: My Story (Abridged). — Phoenix.
Hammond Richard As You Do: Adventures With Evel, Oliver And The Vice President Of Botswana (Hardback). — Orion Publishing Co.
Hammond Richard As You Do: Adventures With Evel, Oliver And The Vice-President Of Botswana (Paperback). — Orion Publishing Co.
Hammond Richard Or Is That Just Me? (Hardback). — Phoenix. —Hammond Richard Or Is That Just Me? (Paperback). — Phoenix.
საბავსვო წიგნები:
Hammond Richard Can You Feel the Force?: Putting the Fizz Back into Physics. — Dorling Kindersley Publishers.
Hammond Richard Car Science (Hardback). — Dorling Kindersley Publishers.
Hammond Richard Car Science (Paperback). — Dorling Kindersley Publishers
წყარო : http://ru.wikipedia.org/wiki/