კულტურაუცნაური

4 უძველესი რომაული ამფითეატრი, რომლებშიც წარმოდგენები დღესაც იმართება

f10067b49cf7
4 უძველესი რომაული ამფითეატრი, რომლებშიც წარმოდგენები დღესაც იმართება.

არენა ვერონა
277951ad87a3
არენა ვერონა მდებარეობს ბრას მოედანზე ვერონაში, იტალიაში. ის აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ასწლეულში. როგორც სხვა ამფითეატრებში აქაც ტარდებოდა გლადიატორთა ბრძოლები გარეული ცხოველების და ადამიანების მონაწილეობით. დღეს ეს შთაბეჭდავი ნაგებობა ხასიათდება ლამაზი აკუსტიკით და უნიკალური მდებარეობით, რაც ხდის მას იდეალურ ადგილათ თეატრალური და საოპერო დადგმებისთვის ასი ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც ჩამოდიან ფესტივალების სეზონზე. ამფითეატრი სიგრძეში არის 140 მეტრი, ხოლო სიგანეში კი 110 მეტრი. გარე კედლები შედგებიან სამი თაღოვანი სართულებისგან, რომლებიც პრაქტიკულად განადგურდნენ მეთორმეტე ასწლეულში მიწისძვრის შედეგად, ამიტომაც დღეს დარჩა მხოლოდ ორი სართული. არენა იტევს 30 000-მდე მაყურებელს. სულ ამფითეატრში არის 64 შესასვლელი. ამფითეატრის ყველა ფუნქციის აღდგენის მცდელობა პირველად მოხდა რენესანსის ეპოქაში, როდესაც სცადეს რამდენიმე საოპერო წარმოდგენის დადგმა არენაში. 1913 წელს ჯუზეპე ვერდის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ვერონაში გაიმართა საოპერო ფესტივალი, რომელსაც დაესწრო 22 000 მაყურებელი. დღეს აქ ყოველდღე ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით და ზამთრის პერიოდში.

პულას ამფითეატრი
c99ac58bb072
ამფითეატრი მდებარეობს პულაში, ხორვატიაში. არენის მშენებლობა დაიწყო ძვ.წ. 27 წელს და დასრულდა ახალი წელთაღრიცხვით 68 წელს. ამფითეატრის სიგანე არის 132 მეტრი, ხოლო სიგრძე კი 105 მეტრი და მას შეუძლია დაიტიო 23 000 ადამიანი. იმის გამო, რომ ის აშენდა ფაქტიურად მთის წვერზე, შენობის ერთი მხარე შედგება 3 სართულისგან, ხოლო დანარჩენი ორი 2 სართულისგან. ცხელი და წვიმიანი ამინდების დროს ხდება ამფითეატრის გადახურვა მაყურებლების კომფორტისთვის. რომის იმპერიის არსებობის დროს მეხუთე ასწლეულამდე ამ არენაში ტარდებოდა გლადიატორთა ბრძოლები, სანამ ეს სანახაობა არ აკრძალა იმპერატორმა ჰონორიუსმა, მაგრამ 681 წლამდე აქ ტარდებოდა ბრძოლები სიკვდილმისჯილთა და გარეულ ცხოველებს შორის. მოგვიანებით მაყურებლებმა ეტაპობრივად დაიწყეს ამფითეატრის კედლების განადგურება, რადგან მათ სახლში მიჰქონდათ ქვა და არენის კედლებისგან აკეთებდნენ ახალ ნაგებობებს. ეს პროცესი შეწყდა 13 საუკუნეში. 1932 წელს ამფითეატრი გამოიყენებოდა თეატრალური დადგმებისთვის, სამხედრო აღლუმებისთვის და შეკრებებისთვის. დღეს არენა იტევს 5 000 ადამიანს, რომლებსაც შეუძლიათ დატკბნენ კონცერტებით, კინო ფესტივალებით და ჰოკეის მატჩებით.

ამფითეატრი არლში
3458bbe006c3
ამფითეატრი არლში აშენდა 90 წელს – ეს არის რომაული იმპერიის პერიოდის ორიარუსიანი ამფითეატრი და მდებარეობს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში. ის იტევდა 20 000-მდე მაყურებელს, რომლებიც დიდი სიამოვნებით უყურებდნენ სისხლიან წარმოდგენებს. ზაფხულობით აქ ტარდება კონცერტები. ოვალური არენის ზომები შეადგენენ: 136X109მ. ის გარშემორტყმულია ტერასებით, არკებით, ღია ტრიბუნებით, გალერეების სისტემით, კიბეებით. გლადიატორების ბრძოლები აქ ტარდებოდა 4 საუკუნე. რომაული იმპერიის დაშლის შემდეგ მეხუთე ასწლეულში ამფითეატრი გადაკეთდა ციხესიმაგრეთ. არენის გარშემო აშენდა 200 სახლი, მოედანი და ამ ყველაფერმა არენა გადააქცია პატარა ქალაქათ. 1826 წლიდან 1830 წლამდე მოხდა მისი ზედმეტი ნაგებობებისგან გასუფთავება და არენამ კვლავ დაიწყო ფუნქციონირება.

ამფითეატრი ნიმაში
7a12d3f061e5
ამფითეატრი მდებარეობს ფრანგულ ქალაქში. კედლების სიმაღლე არის 21 მეტრი და გაყოფილნი არიან ორ დონეებათ. არენის შიგნით მდებარეობს 133 მეტრის სიგრძის და 101 მეტრის სიგანის ოვალური სცენა. წარსულში არენა იტევდა 24 000 მაყურებელს, ხოლო დრეს 16 000. 70 წელს აშენებული ამფითეატრში ტარდებოდა გლადიატორთა ბრძოლები. რომაული იმპერიის დაცემის შემდეგ ის თამაშობდა სამხედრო როლს და სპორტული არენიდან გადაკეთდა ფორტიფიკაციულ ნაგებობად. იმ დროს არენა იყო ადგილი, სადაც მაცხოვრებლები იკრიბებოდნენ საჭირო აუცილებლობის შემთხვევაში, მაგალითად შემოტევების დროს. 1786 წლიდან დაიწყო არენის აღორძინება. 1863 წელს არენა სრულიად აღსდგა. დღეს ამფითეატრში ტარდება სხვადასხვანაირი ღონისძიებები.

მსგავსი ამბები

Back to top button