გართობა

ძაღლი ორი მილიონი ევროს მფლობელი გახდა

news 1 200287

იტალიის ქალაქ კაზერტეში მცხოვრები 84 წლის ქალბატონის გადაწყვეტილება, რომელიც ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს, შაბათს მისმა ადვოკატმა ლუჩია ესპოზიტომ გაახმოვანა. ანდერძის მიხედვით, უჯიშო ძაღლს სახელად კიკოს მფლობელობაში გადაეცემა ორი ბინა, რამდენიმე მიწის ნაკვეთი, ასევე მოხუცი ქალბატონის საბანკო ანგარიშები. ადვოკატის თქმით, მისმა კლიენტმა ეს გადაწყვეტილება თავისი ქმრის გარდაცვალებიდან ძალიან მალე მიიღო. ლუჩიამ აღნიშნა, რომ იტალიელმა ქალბატონმა ანდერძს ხელი თავად მოაწერა. ესპოზიტოს თქმით, მან ამ საქმესთან დაკავშირებით კონსულტაცია სხვა იურისტებთანაც გაიარა, რომლებსაც ასეთი დოკუმენტები შევსებული უკვე ჰქონდათ. იტალიური კანონის მიხედვით, ანდერძს რომელიც ნებისმიერი სახის ქონებას შინაურ ცხოველს გადასცემს, იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამიტომ ქონების კატის, ან ძაღლისთვის დატოვების მსურველმა თავისი ნების აღმსრულებლად უნდა დანიშნოს ფიზიკური პირი, ან რომელიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ამ შემთხვევაში, სწორედ მას ექნება უფლება შეხება იქონიოს ყველა მატერიალურ ღირებულებასთან და ვალდებულია ცხოველის ღირსეული არსებობა უზრუნველყოს. თავისი ნების შემსრულებლად 84 წლის იტალიელმა ქალბატონმა ადვოკატი ესპოზიტო დანიშნა.

მსგავსი ამბები

Back to top button