ლაშქრობებისაკითხავი

ევერესტი 8848


ევერესტის დაპყრობა გსურს? კარგად დაფიქრდი! ევერესტი, იგივე ჯომოლუნგმა — დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალია, ზღვის დონიდან: 8848მ ზე.

ჰაერი აქ გაიშვიათებულია, ატმოსფეროს ზედა ფენები ქვემოთ იჭრება, ადამიანს სუნთქვა უჭირს, რასაც ხშირად ჰალუცინაციები და ხშირად ამოუხსნელი მოვლენები სდევს თან. არამარტო ფილტვებს, არამედ კანსაც სუნთქვა აღარ შეუძლია, ამას დამატებული საშინელი პირობები და ქარი. დღეს ჯომოლუნგმა, სირთულით მე-4 მთაა.

მაგრამ არც ისე ბევრმა იცის, თუ რა სიძნელეების გადალახვა უწევთ მთასვლელებს, რომლებიც გაბედავენ და ევერესტის დაპყრობას დაიწყებენ.

ფოტოზე, რომელიც 2006 წელს არის გადაღებული, სულ წინ მიმავალი მარტოსული მთასვლელი, სრულიად შემთხვევით მოხვდა. ის მესამეჯერ ცდილობს დალაშქროს ევერესტი და ის ახლა იმ გზაზეა, რომელსაც მთასვლელები Final Push -ს, ანუ “ბოლო მიწოლას” ეძახიან და ევერესტის ჩრდილოაღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს, მეოთხე ბანაკს (8 230მ) და თავად მწვერვალს შორის. შუადღე უკვე გადასული იყო, არც ისე კარგი დრო გრძელი და სახიფათო მოგზაურობის დასაწყებად.

ფოტოგრაფი და მისი ჯგუფი, ამ მთასვლელს კიდევ მხოლოდ რამოდენიმე საათის მერე შეხვდება, როდესაც ბანაკს რეკომენდებულ დროს — შუაღამისას დატოვებენ, რომ მწვერვალს დღის გასაყარზე მიაღწიონ. ისინი პირველები არიან იმ ორმოც კაცს შორის, რომელიც დღეს შეეცდება მწვერვალის დალაშქვრას. გრძელი, ერთმანეთზე გადაბმული ადამიანების რიგი, რომლებიც გზის მაჩვენებელ თოკს მიუყვებიან.

ათწლეულების მანძილზე, ეს თოკი მთასვლელებს სულ რამოდენიმე სანტიმეტრით დაშორებულ გამოქვაბულთან ჩაატარებს, ამ გამოქვაბულს “მწვანე ჩექმების გამოქვაბული” ჰქვია, ამ ადგილას, ბოლო ათი წელია დაღუპული მთასვლელის გვამი განისვენებს, რომელიც აქ 1996 წელს დაიღუპა და ახლა ყველა მთასვლელს სასიკვდილო საფრთხის შესახებ შეახსენებს, მოკუნტული სასიკვდილო პოზიციაში, თავისი ღაჟღაჟა მწვანე ჩექმებით.

თუმცა იმ დღეს, გვამთან კიდევ ვიღაც იყო, სულ რამოდენიმე სანტიმეტრით მოშორებით, ადამიანს ჩაემუხლა, რომელიც პირველი შეხედვით მკვდარი გეგონებოდათ, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდით სუნთქვის ორთქლს შეამჩნდევდით, ხელთათმანიანი ხელები მუხლებზე შემოეწყო, ცხვირი უკვე გალურჯებოდა…

რაც შემდგომ მოხდა, ფოლკლორში ჩაიწერა, ყველა ვინც დაიკითხა, სხვადასხვა ისტორიას ყვება, ასეა თუ ისე, 40-ივე მთასვლელმა, რომელმაც ამ გამოქვაბულს ჩაუარა, ეს კაცი იქვე დატოვა, დევიდ შერფი ზოგს უკვე მკვდარი ეგონა, ზოგს ძველი გვამი ხოლო ზოგმა უბრალოდ არ დაეხმარა.

თუმცა მათი დადანაშაულება, არც ისე იოლია. ყოველი ათი ადამიანისგან, რომელმაც მწვერვალის დაპყრობა სცადა — ერთი სამუდამოდ რჩება და იღუპება ევერესტზე. 56 წლის მანძილზე, მას შემდეგ რაც პირველად დადგა ადამიანმა ფეხი ამ მთაზე, სულ 216 ადამიანი დაიღუპა და ყველაზე უარესი ალბათ ის არის, რომ 150 გვამი, რომელიც ჯერ კიდევ ევერესტზე ძალიან კარგად ჩანს, არასდროს იქნება ჩამოტანილი და ყველა გვამი, არის ე.წ. Death Zone ში, ანუ სასიკვდილო ზონაში.

საქმე იმაშია, რომ გარკვეული სიმაღლის ზემოთ, ვერცერთი ადამიანი ვერ ძლებს და ვერ გაივლის აკლიმატიზაციას, ხოლო თავად “სასიკვდილო ზონა” — ში გაძლება, მხოლოდ 48 საათი შეიძლება, აქ ჟანგბადი მხოლოდ მესამედია იმისა, რაც წყალში გვხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი ჟანგბადს იმაზე სწრაფად მოიხმარს, ვიდრე ფიზიკურად ჩასუნთქვას მოასწრებს.

ამ მდგომარეობაში, ორგანიზმს უცნაური რამეები მოსდის, “ნეშენალ გეოგრაფიქსის” ჟურნალისტი აღწერდა ჰალუცინოგენურ მდგომარეობას, როდესაც ჟანგბადი გეცლება “სასიკვდილო ზონაში”, მას ეჩვენებოდა, რომ კარავი მაღლა იწევდა, ხანდახან უზარმაზარი ხდებოდა, ენერგიას აცლიდა, განსჯის უნარს ართმევდა და ა.შ. “სასიკვდილო ზონაში” დარჩენა, იგივეა რაც ნელ-ნელა დახრჩობა, არადა ამ დროს, მთასვლელობით უნდა იყო დაკავებული და გადალახო რთული მარშრუტი.

თუმცა ჟანგბადის უკმარისობა ყველაფერი არ არის, ევერესტზე მხოლოდ მაისის და ივნისის ძალიან პატარა მონაკვეთში თუ მოხვდები, ამ დროს გარემო პირობები მაქსიმალურად კარგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტემპერეტურა -27 გრადუსს აღწევს ქარის სიჩქარე კი დაახლოებით 100კმ/სთ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ საშუალო მაჩვენებელია, სინამდვილეში ევერესტი იმდენად მაღლაა, რომ ზემოთა ფენები სტრატოსფეროში აღწევს და ტემპერატურა -73 გრადუსამდე, ხოლო ქარის სიჩქარე 200-300კმ/სთ მდე ადის.

ნებისმიერი დაუცველი სხეულის ნაწილი, მაშინვე მოყინვის მსხვერპლი ხდება, რაც საკმაოდ მალე — განგრენით მთავრდება.

და ყველა მთასვლელმა ეს ფაქტები იცის! მათ ეს ყველაფერი წაუკითხავთ, მაგრამ ეს პირიქით — ხიბლს მატებს ევერესტის დაპყრობას.

თუმცა, როგორც 5 გზის ევერესტის დამპყრობი, დებიდ ბრეშირსი ამბობს “არ არსებობს არაფერი, რასაც შეუძლია მოგამზადოს იმ სასაფლაოს გადასალახად, რაც იქ გელოდება”

ჰენელორე შმიცის შემთხვევა, კიდევ ერთი ცნობილი ამბავია, 2 ოქტომბერს 1979 წელს, მას მერე რაც მწვერვალი წარმატებით დაიპყრო, დაიღუპა უცნობი მიზეზების გამო, უკან გზაზე, “მეოთხე ბანაკიდან” დაახლოებით 100 მეტრში. წლების მანძილზე ნებისმიერი მთასვლელი, რომელიც ამ გზას გაივლის, ამ ქალის გვამს ხედავს. ის ზის, გადახრილია ზურგჩანთისკენ, თვალები ღია აქვს, ყავისფერი თმას კი ქარი უშრიალებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი გვამი ასე კარგად ჩანს და ასე ახლოსაა უკვე ბევრჯერ გაკვალულ გზასთან, მისი გამოტანა მაინც არ ხერხდება. ნებისმიერი ოპერაცია თვითმკვლელობის ტოლფასია “სასიკვდილო ზონაში”. ნეპალის პოლიციელმა და ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა სცადეს მისი გვამის გამოტანა და ორივე ადგილზევე დაიღუპა.

ამ ადგილებს, უკვე ეწოდა “ცისარტყელის ველი” რადგან უამრავი დაღუპულის გვამით არის მოფენილი, რომლებსაც ცისარტყელის ფერი ჟაკეტები და სხვა აღჭურვილობა აცვიათ. დიდი სიცივის გამო, უმეტესობა მათგანი მუმიფიცირებულია, ხოლო აღჭურვილობა ხელუხლებლადაა შენახული.

არცერთი კვლევა არ ჩატარებულა იმის გასარკვევად, რა იწვევს ასეთ უცნაურ სიკვდილებს ევერესტზე, რა აიძულებს ხალხს გაჩერდნენ მაშინ, როდესაც მიზანი და უსაფრთხოება სულ რამოდენიმე მეტრშია.

ყველა აქ ამომსვლელ მთასვლელს უწევს იმ საშიშ ფიქრთან შეგუება, რომ თუ რაიმე შეცდომას დაუშვებ, არათუ არავინ დაგეხმარება, არამედ თუ სხვა შეცდება, ვერც შენ დაეხმარები ვერაფრით და მიტოვება მოგიწევს.

მედია ამას “მწვერვალის ციებას” ეძახის, მდგომარეობა რომელიც აიძულებს მთასვლელებს, გადააბიჯონ გვამებზე, რომ მიაღწიონ თავიანთ მიზანს, მაგრამ არა მხოლოდ მიზანი აიძულებს მთასვლელებს მიატოვონ თავიანთი მეგობარი გასაჭირში, გაუსაძლის პირობებში, ნებისმიერი სახის დახმარება — თვითმკვლელობას ნიშნავს. ვერც ისინი დაეხმარებიან ვერავის და ვერც მათ დაეხმარება ვერავინ, თუ ამას ვერ გაიაზრებენ, ისინიც დაეცემიან იქ და სხვების მსგავსად ვერასდროს დატოვებენ ევერესტს.

 

წყარო : Bring.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close