არქივი

ცოტა ოდენი ინფორმაცია ჯეიმს მეიზე

5dd60ce9d314

სულ ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ სტატია სატელევიზიო სივრცეში ყველაზე გამორჩეული, საავტომობილო ინდუსტრიის შესახებ შექმნილი გადაცემის Top Gear-ის ერთ-ერთ წამყვანზე, ჯერემი კლარკსონზე. ალბად უსამართლობა იქნება თუ გადაცემის დანარჩენ წამყვანებს სატანადო ყურადღების გარეშე დავტოვებთ. ამიტომ ამჯერად გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს მეორე წამყვანზე, ჯეიმს მეიზე.

ჯეიმს მაი დაიბადა 1963 წლის 16 იანვარს ბრისტოლში. სხვათაშორის დედის მხრიდან მისი ნათესავები სომხური წარმოშობის არიან. მეიმ ახალგაზრდობა დასავლეთ იორკშირში, როტერემში გაატარა (ზუსტად ამ ქალაქში იწყებდა თავის ჟურნალისტურ კარიერას ჯერემი კლარკსონიც) ჯეიმსი ცნობილია როგორც გადაცემა Top Gear-ის თანაწამყვანი ჯერემი კლარკსონთან და რიჩარდ ჰამონდთან ერთად. წერს სტატიებს ავტომობილებზე გაზეთ “The Daily Telegraph”-სთვის. გადაცემა “Top Gear”-ში მანქანის ტარების ნელი და ფრთხილი სტილის გამო მას შეარქვეს “კაპიტანი ნელი” («Captain Slow»), რამაც ხელი არ შეუშალა რომ Bugati Veeron -ი აეჩქარებინა 407 კმ-სთ-მდე. ჯეიმსი და ჯერემი გახდნენ ასევე პირველი ადამიანები, რომლებმაც ჩრდილო მაგნიტურ პოლუსამდე მიაღწიეს მანქანით ( Toyota Hilux). ჯერემი მასზე ხუმრობდა, რომ ჯეიმსი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ჩრდილო პოლუსი დაიპყრო ისე რომ მას ამის არანაირი სურვილი არ ქონია. 2009 წელს მან წარადგინა ორ ნაწილიანი დოკუმენტური ფილმი “მთვარეზე გაფრენის 40 წლის თაობაზე” რომლის კულმინაცია იყო ჯეიმსის გაფრენა თვითმფრინავ-შპიონზე U-2-ზე.

80-ანი წლების დასაწყისში ჯეიმსი მუშაობდა რედაქტორის თანაშემწედ ჯურნალ “The Engineer”-ში. ცოტა ხანში მან მოღვაწეობა განაგრძო ჟურნალ “Autocar” – ში. იგი წერდა რამოდენიმე გამომცემლობისათვის, ასევე ქონდა ყოველკვირეული რუბრიკა ჟურნალ “CAR”-ში სახელად “England Made Me”. წერდა სტატიებს ჟურნალისთვის “Top Gear” და მიყავდა ყოველკვირეული სვეტი გაზეთ “The Daily Telegraph”-ში. 2000 წელს მან მიიღო ჯილდო “წლის ავტოჟურნალისტი”

ჯეიმსმა დაწერა წიგნი “May About Cars” რომელიც წარმოადგენდა მისი სტატიების ნაკრებს, ასევე დაწერა ერთობლივი ნამუშევარი რობერტ “ოზ” კლარკთან ერთად სახელად “Oz and James’s Big Wine Adventure” რომელიც დაფუძნებული იყო იგივე სახელწოდების სერიალზე. მისი წიგნი “წერილები გზისპირიდან” გამოქვეყნდა 2007 წლის 26 აპრილს და ამავე წლის 6 სექტემბერს გამოქვეყნდა ავტორის ახალი ნამუშევარი “ჯეიმს მეის მე-20 საუკუნე”. მეი ასევე თანამშრომლობდა ონლაინ, იუმორისტულ საავტომობილო ჯურნალთან “Sniff Petrol”.

ამ მომენტისთვის ჯეიმსი, მისი მეგობარი ქალი სარა ფრეიტერი და კატა ფუსკერი (ეს კატა მას რიჩარდ ჰამონდის მეუღლემ აჩუქა) ცხოვრობენ ჰამერსმიტში, ლონდონის დასავლეთ რაიონში. სამწუხაროდ 2011 წლის აპრილში კატა ფუსკერი გარდაიცვალა :( :D :D :D

მიუხედავად ავტომობილების მიმართ დიდი სიყვარულისა ჯეიმსმა მართვის მოწმობის გამოცდა მხოლოდ მეორე ჯერზე ჩააბარა.

2007 წელს Top Gear- ის ერთ ერთ სერიაში მან აღიარა რომ ხანდახან ჩიბუხს ეწევა.

2007 წლის დეკემბერში ჯურნალ “Heat” -ის გამოკითხვით ჯეიმსი იყო ნომინირებული “წლის ყველაზე უცნაურ ვარსკვლავად” ამავდროულად გაირკვა რომ ის საბოლოოდ იყო შეტანილი ჟურნალ “PINK PAPER” -ის სიაში, ნომინაციაზე წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი. ამ ჟურნალის გამოკითხვებით ჯეიმსმა მეორე ადგილი მიიღო.

რიჩარდ ალინსონთან ინტერვიუს დროს ჯეიმსმა აღიარა, რომ 1992 წელს იგი გათავისუფლებული იყო ჯურნალ “Autocar”-დან რადგან საიდუმლო მესიჯი ჩადო ჟურნალის ერთ ერთ გამოცემაში. მისი აზრი იყო დაახლოებით ასეთი: “თქვენ ფიქრობთ რომ ამ მესიჯის გამოქვეყნება მარტივია, მაგრამ ამას თქვენ რომ აკეთებდეთ მიხვდებოდით რომ ეს ნამდვილი ბუასილია”

ჯეიმს მეის ნამუშევრები:

ტელეგადაცემები

წლები დასახელება სტატუსი
1999 Top Gear წამყვანი
2003 Top Gear წამყვანი
2005 James May, Hystory of Toys. წამყვანი
2006 Oz and James’s Big Wine Adventure წამყვანი
2006 Inside Killer Sharks წამყვანი
2006 Petrolheads წამყვანი
2007 Top Gear of the Pops წამყვანი
2007 James May’s 20th Century წამყვანი
2007 James May: My Sisters’ Top Toys წამყვანი
2008 Top Ground Gear Force წამყვანი
2008 James May’s Big Ideas წამყვანი
2009 Oz and James Drink to Britain წამყვანი
2009 James May on Moon წამყვანი
2009 James May, Eagles in a Space წამყვანი
2009 James May, Hystory of Toys. წამყვანი
2011 James May’s Man Lab წამყვანი
DVD

დასახელება კომპანია წელი
James May’s Motormania Car Quiz DMD 2006
James May’s 20th Century ITV 2007
James May’s Big Ideas DMD 2009
James May’s Moon Adventures BBC 2009
James May’s Amazing Brain Trainer DMD 2009
James May’s Toy Stories BBC 2009
Oz and James Big Wine Adventure: Series One BBC 2006
Oz and James Big Wine Adventure: Series Two BBC 2008
Oz and James Drink to Britain: Series Three BBC 2009
Top Gear Apocalipsys BBC 2010

წიგნები

დასახელება გამომცემლობა წელი
May on Motors: On the Road with James May Virgin Books 2006
Oz and James’s Big Wine Adventure BBC Books 2006
May on Motors Virgin Books 2007
Notes from the Hard Shoulder Virgin Books 2007
James May’s 20th Century Hodder & Stoughton 2007
James May’s Magnificent Machines Hodder & Stoughton 2008
Oz and James Drink to Britain Pavilion (Anova) 2009
James May’s Car Fever (H/B) Hodder & Stoughton 2009
James May’s Car Fever (P/B) Hodder & Stoughton 2009
Джеймс Мэй История игрушек Conway (Anova) 2009
James May’s Car Fever: Volume 2 Hodder & Stoughton 2010
How to Land an A330 Airbus Hodder & Stoughton 2010

წყარო : http://ru.wikipedia.org

Cynic

nothing important

მსგავსი ამბები

Back to top button