არქივი

რა არ მოგვწონს?

36c5bca34026

ხო ეხლა დააჭირეთ გაგრძელებას რაღას უცდით :) 

1. არ მოგვწონს როდესაც გაჩერებაზე ველოდებით მარშუტკას,ამ დროს ძალიან გვინდა სიგარეტი,ეს მარშუტკა კიდე არ მოდის..ხოდა მოვუკიდებთ სიგარეტს და უცებ გამოჩნდება სანატრელი.გვიწევს გადაგდება სიგარეტის..ავდივართ მარშუტკაში და ჰოი საოცრება…თურმე ადგილები არ არის

2.არ მოგვწონს როდესაც მთელი ღამე კომპტან გავატარეთ..დგება დილის 7-8 საათი და ამ დროს ვხვდებით რომ გვეძინება,მაგრამ რაღა დროსია სკოლაში წასვლის დროა.

3.არ მოგწონთ(ბიჭებს არ მოსწონთ,მე გოგო ვარ.) როდესაც გოგოსთან მიდიხართ,ის გეუბნებათ დამიცადე შხაპი უნდა მივიღო,და გაწვდით 7 ალბომს..თქვენ 3-4 საათი  ათვალიერებთ ამ როჟებს,როგორც იქნა გამოვა აბაზანიდან და გეუბნებათ..ვა უკვე დაათვალიერე?ახლა ერთად დავათვალიეროთ.(ტეხავს არა?)

4.არ მოგვწონს როდესაც სკაიპში ან იაჰუში ვიღაცასთან ლაპარაკობ,რამეს დაუწერ,და ხედავ რომ გწერს..ჩაკეცავ და ელოდები სანამ მოგწერს.გადის ნახევარი საათი ამოშლი ისევ მოძრაობს პასტა..და ბოლოს 1 საათის ლოდინის შემდეგ მოდის პატარა პასუხი დაახლოებით 2-3 სიტყვიანი….

5.არ მოგვწონს როცა ვინმეს აცვია მოტკეცილი ჯინსები,იმ შემთხვევაში თუ მოტკეცილი ჯინსები ვინმე ძროხას აცვია და ყველაფერი გადმოყრილი აქვს :)

6.არ მოგვწონს როდესაც თმებს ვიჭრით და პაწუა თმები კეფაზე რჩება და სიცოცხლეს გვიმწარებს :))

7. არ მოგვწონს როდესაც ვიყიდით მაგალითად პლაზმურ ტელევიზორს,გვიხარია და რამე,და ვიღაც იდიოტი მოდის და გვეკითხება აუ პლაზმური იყიდე?- ხო…- რა მიეცი?- 1000$…- აუ მართლა?მე 800-ად ვიყიდე….რა ჯანდაბად მაინტერესებს შენ რამდენად იყიდე?კაროჩე გვიშხამებს ხასიათს რა.

8. არ მოგვწონს როდესაც ვთქვათ მაღაზიაში მივდივართ,ხოდა დავწერეთ სია რა გვაქვს საყიდელი,ყველაფერი პუნქტების მიხედვით ჩამოვაყალიბეთ.მივედით მაღაზიაში და მხოლოდ მაშინ ვხვდებით რომ ფურცელი სახლში დაგვრჩა. :)

9. არ მოგვწონს როდესაც არც ისე ტბილ ჩაის ვსვამთ..ბოლოში რომ ჩავდივართ და შაქარი თურმე არ აგვირევია,მერე ვურევთ და ძალიააააან ტკბილ ჩაის ვსვამთ :)

10. არ მოგვწონს როდესაც ფეხბურთის ბილეთს ვყიდულობთ,მივდივართ ფეხბურთზე კმაყოფილები,დავიკავებთ ჩვენს ადგილს და ჩვენს გვერდზე თურმე საყვირიან როჟას აქვს ადგილი დაკავებული :)

წყარო: ჩემი თავი :)

მსგავსი ამბები

Back to top button