საკითხავისასარგებლო

ხელოვნების მიმდინარეობები (ნაწილი I)

40bd0e1ae755
ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს.

აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი

მიმდინარეობა სახვით ხელოვნებაში წარმოიშვა XXს-ის 40-იან წლებში და კულმინაციას 50-იან წლებში მიაღწია. მისი მიმდევრები დიდი ზომის ტილოებზე ხატავდნენ არაგეომეტრიულ ფიგურებს. დიდი ფუნჯებით და ზოგჯერ ტილოზე დაწვეთების მეშვეობით სრულად გამოხატავდნენ ემოციებს. ღებვის ამ მეთოდს ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც თვით ნახატს.

bdbdd90ce03e

ავანგარდიზმი

მიმდინარეობა ხელოვნებასა და კულტურაში წარმოიშვა XIXს-ის დასაწყისში. იგი შთაგონებული იყო საფრანგეთის რევოლუციის იდეებით. მისი მიმდევრები უარს აცხადებენ წარსულ ტრადიციებთან რაიმე კავშირზე. ავანგარდიზმი მიიჩნევს, რომ არსებობს მშვენიერი მარადიული მოდელი, შემოქმედმა თავის ნაწარმოებში თანამედროვეების არსი უნდა ჩადოს, უარი თქვას სტანდარტებსა და რეალიზმზე.ნაწარმოები თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი სოციალური და ესთეტიკური სტერეოტიპებისაგან.

77621784c1b7

პოპ-არტი

პოპ-არტი არის მძლავრი, პოპულარული მიმდინარეობა ხელოვნებაში. ჩაისახა ბრიტანეთში XXს-ის 50-იან წლებში, მოგვიანებით კი პარალელურად ვითარდება აშშ-შიც. მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი თემები და ტექნიკა ნასესხები იყო პოპულარული მასკულტურიდან, როგორიცაა რეკლამა და კომიქსი, და შესაბამისად საყოველთაოდ გაიგივებული იყო როგორც რეაქცია იმ დროისთვის დომინირებულ აბსტრაქტულ ექსპრეზიონიზმთან, ან მასზე დაფუძნებულ ექსპანსიასთან.

d1269a332e8c

სიურრეალიზმი

სიურეალიზმი არის მიმდინარეობა ლიტერატულისა და სახვით ხელოვნებაში. ჩასახვა უკავშირდება საფრანგეთში, ანდრე ბრეტონის მიერ 1924 წელს სიურრეალისტური მანიფესტის გამოქვეყნებას. სიურრეალისტების მიზანია ფარდა ახადონ ქვეცნობიერს და სიღმისეულად გამოიკვლიონ სამყარო.

8a2d56363faf

ფოვიზმი

ფოვიზმი არის მიმდინარეობა მხატვრობაში. ჩაისახა საფრანგეთში და არსებობდა 1898-1908 წლებში. მისთვის დამახასიათებელია კაშკაშა ფერები და გამარტივებული ფორმები. ფოვისტების შთაგონებად იქცნენ პოსტიმპრესიონისტები ვან გოგი და გოგენი. ამ სკოლის დამაარსებლად ანრი მატისი ითვლება, რომელიც სრულიად განუდგა ოპტიკურ ფერებს. ფოვისტები უარყოფდნენ ბუნებრივ პალიტრას და მათ სურათზე სავსებით შესაძლებელი იყო ქალის ცხვირი მწვანე ყოფილიყო ან ცა წითელი.

0791b9a14380

როკოკო

როკოკო ბაროკოს შემდგომი ეპოქა იყო ხელოვნების ისტორიაში და 1720-80 წლებს შორის პერიოდს მოიცავს. სტილისტურად როკოკო ბაროკოს ნორმების დარღვევაა, ანუ ყველა იმ სიმეტრიაზე უარის თქმა რომელიც ბაროკოს სტილის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მკაცრად განსაზღვრული ფორმების ნაცვლად, რკოკო იყენებს მსუბუქ, ნაზ ხაზებს და ძალზე ხშირად ნიჟარისებურ დაბოლოებებსა და ჩარჩოებს. სწორედ აქედან მოდის თვით სტილის სახელი “როკოკო” რაც ქართულად ნიჟარას ნაკეთობას ნიშნავს.

eae4cba516c6

მსგავსი ამბები

Back to top button