კულტურაუცნაური

Landkreuzer P. 1500 Monster

tank compare r

Landkreuzer P. 1500 Monster იყო პროტოტიპი ზემძიმე ტანკისა, რომელის დიზაინერიც და შესაძლო შემქმნელიც კომპანია კრუპი გახლდათ. მასზე მუშაობა 1942 წელს დაიწყეს, თუმცა ნაცისტური გერმანიის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ალბერტ შპერმა პროექტი დახურა, მთელი რესურსები კი ტანკ Panzer VIII Maus-ის შექმნაზე გადაიტანეს, რომელიც დღევანდელობაშიც კი მსოფლიოში ყველაზე მძიმე ტანკია, რომელიც ოდესმე შექმნილა (მისი წონა 188 ტონას შეადგენდა. მართალია, ნაცისტურ გერმანიას კიდევ ჰქონდა ზემძიმე ტანკLandkreuzer P. 1000 Ratte-ის პროექტი, თუმცა მას არ ეღირსა დღის სინათლე. ავტ.). გერმანელებმა ზემძიმე ტანკების პროექტები 1942 წლიდან დაიწყეს. თავდაპირველად გერმანელებმა შეიმუშავეს და ნახაზები შეადგინეს 1000 ტონიანი ტანკის პ-1000-ის, შემდეგ მას უკვე პ-1500 მოჰყვა. ჰიტლერს, რომელსაც უყვარდა ამბიციური და გრანდიოზული პროექტები, უყოყმანოდ დაამტკიცა ამ ტანკების შექმნის შესახებ ბრძანებულება. კრუპისკომპანია ჯერ 1000 ტონიანი ტანკის შექმნას აპირებდა, შემდეგ კი 1500 ტონიანის, რომელსაც უკვე შეურჩიეს სახელი-მონსტრი. ჰიტლერს მოსწონდა ეს პროექტები და მისი “წახალისებისთვის” არაფერს იშურებდა. თავდაცვის მინისტრმა შპერმა პ-1500-ის პროექტი იმიტომ დაიწუნა, რომ ნახაზებში არ იყო გათვალისწინებული თუ როგორ უნდა “გადაერჩინა” თავი “მონსტრს” სხვადასხვა კრიტიკულ სიტუაციებში.

P1500 Monster

შეიარაღება

პ-1500 იყო ყველა დროის უდიდესი ტანკის პროექტი, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა უზარმაზარი ქვემეხით. ამ ქვემეხს საბრძოლო მდგომარეობაში მოსასვლელად 56 საათი დასჭირდებოდა (ჭურვების მარაგის შეტანა დანადგარში, მათი განლაგება, ჩატვირთვის მექნიზმების მომზადება და ა.შ. ავტ.). ზოგადად ტანკის მომზადებას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათის დასჭირდებოდა 5 ან 6 კვირა, რადგან უნდა შემოწმებულიყო ყველა დეტალი-შალგები, წამყვანი კბილანები, გორგოლები, იარაღი, ძრავა, ელექტრობა, ვენტოლაციის სისტემები, ნავიგაცია, გაგრილების სისტემა, ჯავშანი და სხვა.. ეს ტანკი მთავარი უზარმაზზარი ქვემეხის გარდა აღჭურვილი იქნებოდა 300 მმ-იანი ქვვემეხებით, ანტისაჰაერო ქვემეხებით, მომცრო კალიბრის ანტისატანკო ქვემეხებით, ტყვიამფრქვევებით და ა.შ.

Monster Stationary Innacurate Sketch

წონა და სიმძლავრე

ტანკის წონა 1500 ტონას ცოტათი შეიძლება აჭარბებდა კიდეც, რადგან მხოლოდ მისი მრისხანე ჰაუბიცა 500 ტონას იწონიდა. ამას ემატებოდა ჯავშნის და სხვადახვა იარაღების წონაც. მისი წონით იქნებოდა დიდი პრობლემები გამოწვეული, უფრო მეტად ტრანსპორტირების საკითხებში ვლინდებოდა. ტანკის რვა ერთეული “დაიმლერ-ბენცის” ძრავა, რომელთა ძალაც6500 ცხენის ძალა იყო, ანუ ერთად 52000 ცხ/ძ, ტანკს მხოლოდ 20 კმ/სთ-ით გადაადგილების საშუალება მისცემდა. ამას გარდა ტანკის სამართავად 100 კაცი იყო საჭირო.

Landkreuzer P1500 (gun)

ომში გამოყენება

ვთქვათ ნაცისტებს შეექმნათ ეს ტანკი. ბრძოლის ველზე ტანკის სიჩქარის სიმცირე მისი შემჩნევადობის პირდაპირპროპორციული იქნებოდა, მაგრამ მტრის ცეცხლისგან საიმედოდ მას სქელი ჯავშანი დაიცავდა. მაგრამ ტანკის არამობილურობა მის თავდაცვის უნარს ძალიან აკნინებდა. ამ ტანკის გამოყენება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლებოდა-როცა ის ბრძოლის ველიდან მოშორებით იდგა, ვინაიდან მისი სროლის დიპაზონი 56 მილს შეადგენდა. აი მაშინ კი ის ნამდვილი მონსტრი იქნებოდა და გაანადგურებდა ყველაფერს. მეორე მხრივ პ-1500-ის წონა ქმნიდა გადაულახავ პრობლემას-ეს იყო მისი ტრასპორტირება, რადგან მაშინდელ სატრანსპორტო საშუალებებს არ შეეძლოთ მისი წაღება. ტანკისთვის შეუძლებელი იყო ხიდებზე გადასვლა, მსხვილად დასახლებულ პუნქტებში გავლა, სადაც რკინა-ბეტონის ნაგებობები იყო, გვირაბებით სარგებლობა და ა.შ. და კიდევ, ტანკს ალბათ კოლოსალური რაოდენობის საწვავი დასჭირდებოდა მცირე მანძილის გავლის დროსაც კი.

პ.ს. მართალია პ-1500-ის საცეცხლე ძალა წარმოუდგენლად დიდი იყო იმ დროისთვის, მაგრამ მისი ტექნიკური თუ ტაქტიკური პრობლემები მას არაპერსპექტიულს ხდიდა, რის გამოც იგი ტანკ პ-1000-სთან ერთად დაიწუნეს.

 

წყარო : http://armada.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button