საკითხავისასარგებლოსურათები

ჭადრაკი ბრძენთა თამაში 4/5

7b409ef25cf3

პირველი დიდოსტატები და მოჭადრაკე რაინდები
პირველი ცნობილი მოჭადრაკე რომლის შესახებაც უძველესი ხელნაწერებიდან ვიგებთ, 786-809წლებში არაბეთის ხალიფის ჰარუნ ალრაშიდის კარის მგოსანი აბუ ჰაფიზ შატრანჯი იყო. რაც შეეხება დოკუმენტად დადასტურებულ უძველეს საჭადრააკო შეჯიბრებებს, ასსეთად იმ დროის ცნობილი ოსტატების ჯაბირს, ზაირაბსა და აბდალჯაფარს შორის გამართული მატჩების სერიაში შეიძლება მივიჩნიოთ. პაექრობა 819 წელა ხორასანში იმართებოდა და მას უძველესი საერო სასულიერო პირი ხალიფა ალ მამუნიც ესწრებოდა, რომელიც ჭადრაკის დიდი მოტრფიალე ყოფილა. თურმე ხალიფას გულრწფელად უკვირდა: საოცარია ამხელა სამფლობელოს ვმართავ მაგრამ ერთი ბეწო საჭადრაკო დაფაზე 32 ფიგურას ვერაფერს ვუხერხებო.
24e5d7bff4c5

მაშინდელი ქრონიკების თანახმად უდიდეს მოჭადრაკეებს ალიებად მოიხსენიებდნენ, რაც თანამედროვე ტიტულს- დიდოსტატს შეესაბამება…
62ed1184865c

არაბებმა შატრანჯა ყველგან გაავრცელეს. მეცხრე საუკუნეში ევროპაში ის უკვე პოპულარული იყო. მოგვიანებით, მეთერთმეტე მეთორმეტე საუკუნეებში, ის არისტოკრატების ერთერთი ყველაზე სასურველი გასართობი გახლდათ. თამაშს უკვე იმხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ რაინდების აღზრდის პროგრამაშიც შეიტანეს.
459b02509366

შერისხულნი
ერთი ხანობა რომის კათოლიკური ეკლესია კრძალავდა ჭადრაკს, რადგან მას ეშმაკეულ თამაშად მიიჩნევდა. მისთვის ბრძოლა არა მხოლოდსასულიერო, საერო პირებსაც, მათ შორის საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეცხრესა და ინგლისის მეფე ედუარდ მეოთხესაც გამოუცხადებიათ. მაგრამ როგორც ყოველთვის, საპირისპირო შედეგი გამოიღო ჭადრაკისადმი ინტერესი უფრო გაცხოველდა. 1400 წლისთვის თამაში კვლავ დასაშვები გახდა. მეტიც ეკლესია ჭადრაკის მეთოდებს ქადაგებასა და ღვთისმეტყველებაშიც იყენებდნენ.

2062624406fb

სხვათა შორის , მეთვრამეტე საუკუნეში ყაზანის მიტროპოლიტს ნოვგოროდის დეკანოზი შეურისხავს, რომ ამ უკანასკნელს სამრეკლოდან ზარების ჩამოხსნა დაუპირებია მათი რეკვის ხმა ჭადრაკის თამაშში ხელს უშლიდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close