არქივი

როგორ ვწეროთ ესე(ესსე)?


ეს ყველაზე მეტად აბიტურიენტებს გამოგადგებათ

სანამ წერას დავიწყებთ,უნდა გავითვალისწინოთ, თუ ვინ იქნება ჩვენი მკითხველი. ესეს წერის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია,რომ ავტორმა შესავალშივე წარმოადგინოს მისი თეზისი,ანუ ძირითადი პოზიცია, რაც ორ მიზანს ემსახურება:1. ნაშრომის ლოგიკური თანმიმდევრობის შენარჩუნებას, რადგან ავტორმა უკვე ჩამოაყალიბა მისი პოზიცია, რაც დაეხმარება ერთი არჩეული მიმართულებით იმოძრაოს და ყველა არგუმენტი თუ ქვეარგუმენტიწარმოდგენილი პოზიციის გასამყარებლად გამოიყენოს; და 2.მკითხველისთვის თავიდანვე ნათელია ავტორის პოზიცია, ამიტომ მისთვის მარტივია როგორც ავტორის არგუმენტების შესაბამისობის შეფასება, ისე მის მოსაზრებებში ლოგიკური ხარვეზების აღმოჩენა. ნებისმიერი ინფორმაცია განსაზღვრული სტრუქტურის საფუძველზე უნდა იყოს ორგანიზებული. ელემენტარული დონით რომ დავიჭყოთ, მარტივ წინადადებებსაც და მცირე ზომის პარაგრაფსაც კი საკუთარი სტრუქტურა აქვს.
pe01602
ნაშრომის მიზნიდან გამომდინარე, ესეში ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა ტიპი გამოიყენება, თუმცა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ნაშრომის ორგანიზება “პრობლემა-გადაჭრის გზა სტრუქტურის საფუძველზე”, რომელიც 4 ძირითადი ნაწილისაგან შედგება:
1. სიტუაციის აღწერა
2. პრობლემის იდენტიფიკაცია
3. გადაჭრის გზის აღწერა
4. გადაჭრის გზის შეფასება

ესე შესაბამისი სტილით უნდა იყოს შესრულებული, რომელიც არა მარტო თანმიმდევრულად უნდა იყოს დაცული მთელ ნაშრომში, არამედ აუცილებლად შეესაბამებოდეს მწერლის მიზანსა და ნაგულისხმევ მკითხველს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება პროფესიული დონის მიღწევა, რადგან არაფორმალური ენით დაწერილი ექსპერიმენტული კვლევითი ნაშრომის ანგარიშიც კი, მიუხედავად კომპლექსური მონაცემების წარმოდგენისა, შესაძლოა, ზედმეტად გამარტივებული გვეჩვენოს. შესაბამისი სტილის შერჩევასთან დაკავშირებით უმთავრეს სირთულეს წარმოადგენს საკითხი, თუ რა მივიჩნიოთ აკადემიურად და რა – არა.უნდა აღინიშნოს, რომ ესეს წერის სტილის არსებითი ნიშანია მეტყველების ნაწილებს შორის (ზმნა, არს.სახ და სხვ.) რაც შეიზლება მეტად ფორმალურის შერჩევა. წინადადებების შედგენისას კი, უმთავრესად ფორმალური ტონის გამოყენება.

ესეში ავტორის ყველა არგუმენტი მისი ძირითადი პოზიციის გამყარებას ემსახურება, რაც ნიშნავს, რომ ყველა იდეა ლოგიკურ კავშირში უნდა იმყოფებოდეს და ავტორი არ უნდა მერყეობდეს სხვადასხვა მოსაზრებებს შორის. თუ მკითხველს უხდება უკან დაბრუნება და აზრის გასაგებად ნაწერის რამდენჯერმე გადაკითხვა, ანდა მას უჭირს ავტორის არგუმენტების ძირითად პოზიციასთან დაკავშირება, ეს ნიშნავს, რომ ნაშრომი არათანმიმდევრული და არალოგიკურია.

თითქმის ყველა ჟანრის აკადემიური ნაშრომი არგუმენტირებას მოითხოვს, რადგან ნებისმიერი ნაწარმოების მიზანია მკითხველის დარწმუნება, რომ რასაც ავტორი ამბობს საინტერესო და მნიშვნელოვანია. ეს კი მოითხოვს სათანადო სტრატეგიების შემუშავებას, რათა ავტორმა ეფექტურად გადმოსცეს თავისი მოსაზრებები და გაითვალისწინოს მკითხველის შეხედულებები და მოლოდინები. არგუმენტირების უნარი ეხმარება ადამიანს იდეების განვითარებასა და ორგანიზებაში, შეხედულებების დამაჯერებლობის შეფასებაში, ლოგიკური თანმიმდევრულობის დაცვასა და სათქმელის ნათლად და ეფექტურად წარმოდგენაში – ყველა ეს უნარი ღირებულია აკადემიური წერის ნებისმიერი ჟანრისათვის.
rome juanrubiano
არგუმენტირების თანამედროვე თეორია ბერძნულ-რომაული ტრადიციებიდან იღებს სათავეს. ბერძნებისა და რომაელებისათვის, არგუმენტი იყო დებატების გადაწყვეტისა და ჭეშმარიტების დადგენის გზა. ჩვენ მოგვყავს არგუმენტები არა იმიტომ , რომ ვინმეზე გაბრაზებული ვართ ან მისი არ გვჯერა, არამედ იმიტომ, რომ არგუმენტირება გვეხმარება უკეთ შევისწავლოთ როგორც საკუთარი, ისე სხვისი იდეები, შევაფასოთ საპირისპირო პოზიციები, ნათლად და აჯურატულად გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები, კრიტიკულად გავაანალიზოთ სხვათა იდეები.

ასე რომ, არგუმენტირებული ესეს ძირითადი პრინციპების ათვისება გვეხმარება სხვა, ნებისმიერი ჟანრის ნაწარმოების შექმნაშიც.
და კიდევ, ამ რჩევებს მხოლოდ წერისას ნუ გამოვიყენებთ. დამიჯერეთ, ცხოვრებაშიც ძალიან გამოგვადგება. ნებისმიერ კამათსა და დისკუსიაში.

[email protected]

bla bla bla
იხილეთ ასევე
Close
Back to top button