უკატეგორიო

ზოგიერთი ფაქტი ჰარი პოტერზე

65822d1313049477 harry potter hpeaodf harry potter

გამარჯობათ, ამ პოსტში არის ზოგიერთი ფაქტი ჰარი პოტერიდან. შეიძლება ასეთი პოსტები უკვე მრავლადაა ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ მე გამოვყოფ ამ ფაქტებიდან ისეთებს რომლებიც შედარებით უცნობია . იმედია მოგეწონებათ 

1)დინ ტომასს ყოველთვის ეგონა,რომ იგი მაგლური წარმოშობის იყო,რადგანაც მას მხოლოდ დედამისი და მამინაცვალი ზრდიდნენ.მამამისი ჯადოქარი იყო,თუმცა ცოლის უსაფრთხოებისთვის მისთვის ეს არ გაუმხილა და მიატოვა.დინმა არც ის იცის,რომ მამამისი „სიკვდლის მხვრელებმა“ მოკლეს იმის გამო,რომ მან უარი თქვა მათთან თანამშრომლობაზე.

2) პივსი არასდროს ყოფილა ადამიანი.იგი არა მოჩვენება,არამედ ქაოსის დაუმორჩილებელი სულია,რომელსაც ჭაღების ჩამოგდება,ჯოხების სროლა და საერთოდ,არეულობის გამოწვევა შეუძლია.

3)ჰოგვორტსის ოთხი კლუბი ოთხ ძირითად ელემენტს მიესადაგება. გრიფინდორი ცეცხლია,რეივენქლო ჰაერი,ჰაფლეპაფი – მიწა,ხოლო სლიზერინი – წყალი.

4) პროფესორი ფლიტვიკი ასეთი დაბალი იმიტომაა,რომ მას წინაპრებში გობლინი ჰყავდა.ალბათ გობლინი მისი ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუა იყო.

5)სანამ ოქროს სნიჩს გამოიგონებდნენ,მის მაგივრობას ქუიდიჩის მატჩებზე მსუქანი ჩიტი,სნიჯეტი ასრულებდა.შემდეგ ჯადოქრები მიხვდნენ,რომ ეს სისასტიკე იყო და ბოუმენ რაითმა ოქროს სნიჩი შექმნა.

6)დემენტორები არ მრავლდებიან.ისინი სინესტეში ჩნდებიან,სოკოს მსგავსად.

paata1125

Potterhead :D

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close