გასართობისაკითხავი

გრანდიოზული Lego World 2012 ჰოლანდიაში


17 ოქტომბერს ქალაქ ზვოლში, ჰოლანდია გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა Lego World 2012, რომელიც 23 რიცხვში დასრულდება .უკვე 80 წელი სრულდება, რაც დანიელმა მეწარმე ოლე კირკ კრისტიანსენმა გამოიგონა ამაღელვებელი და “საგანმანათლებლო” სათამაშოები, რომელიც ელვის სისწრაფით მოედო მთელ მსოფლიოს. შოუს ყველა ასაკის ადამიანი ესწრებოდა, ისინი ათვალიერებდნენ და ქმნიდნენ საოცარი ფორმის გიგანტურ შენობებს, ცხოველებს, ცნობილ ფილმთა პერსონაჟებს და ოსტატურად შექმნილ პატარა შენობა-ბლოკებს. იხილეთ სურათები და სურატების ნახვისას არ დაიზაროთ და წაიკითხეთ საინტერესო ისტორია დანიელი მეწარმის კრისტიანსენის შესახებ :


ასე დაიწყო “Lego”…საბავშვო კონსტრუქტორების წარმოებაში სპეციალიზირებული დანიური ჯგუფი Lego, ოფიციალურად 1932 წელს დაარსდა, რეალურად კი Lego-ს წინამორბედი ფირმა XX საუკუნის დასაწყისშიც არსებობდა. თუმცა მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბილუნდში მდებარე პატარა საწარმო, ერთ დღეს პლასტიკური კონსტრუქტორების მწარმოებელ, დახვეწილ სისტემად გადაიქცეოდა.
ამის ამბიცია არც საწარმოს დამაარსებელ, დურგალ ოლე კირკ კრისტიანსენს ჰქონდა, რომელმაც Lego-ს ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა. სახელწოდებაც თავად შეარჩია. “leg gold” დანიურად კარგად თამაშს ნიშნავს. ლათინურად კი სავარაუდოდ, , “მოგროვების” მნიშვნელობა აქვს. Lego-ს დევიზი “არაფერია იმაზე კარგი, თუ არა, საუკეთესო რაღაცის კეთება”, დღემდე არ შეცვლილა.

ქრისტიანსენმა ბილუნდში 1916 წელს პატარა სახელოსნო გახსნა, სადაც შეგირდების ჯგუფთან ერთად რეგიონის ფერმერებისთვის სახლებსა და ავეჯს ამზადებდა. სახელოსნო 1924 წელს მისი მცირეწლოვანი ვაჟიშვილების მიერ გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. ყველასთვის მოულოდნელად, ოლე კირკი სასოწარკვეთას არ მისცემია. ახლობლებში იმასაც ამბობდა, ხანძარი განგებამ გამომიგზავნა, რათა უფრო მასშტაბური საწარმოს შექმნაზე მეზრუნაო. ასეთი ოპტიმიზმის მიუხედავად, შემდგომში “დიდმა დეპრესიამ” იც , მძიმე დარტყმა მიაყენა მთლიანად დანიის ეკონომიკასა და კრისტიანსენის საწარმოს.

ხარჯების შემცირების მიზნით, დურგალმა საკუთარი პროდუქტის მინიატურული ვარიანტების დამზადება დაიწყო. მინიატურულმა მოდელებმა კი მოგვიანებით სათამაშოების დამზადება გადააწყვეტინა. სახელოსნოში თავდაპირველად ხის სათამაშოებს, მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს ამზადებდნენ.

მართალია, დანიელ ბავშვებში Lego-ს სათამაშოები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ კომპანიამ სათანადო წარმატებას ვერ მიაღწია. ღარიბი ოჯახები სათამაშოებს პრაქტიკულად ვერ ყიდულობდნენ.

ხარჯების შემცირების მიზნით, დურგალმა საკუთარი პროდუქტის მინიატურული ვარიანტების დამზადება დაიწყო. მინიატურულმა მოდელებმა კი მოგვიანებით სათამაშოების დამზადება გადააწყვეტინა. სახელოსნოში თავდაპირველად ხის სათამაშოებს, მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს ამზადებდნენ.

მართალია, დანიელ ბავშვებში Lego-ს სათამაშოები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ კომპანიამ სათანადო წარმატებას ვერ მიაღწია. ღარიბი ოჯახები სათამაშოებს პრაქტიკულად ვერ ყიდულობდნენ.

ფერმერები კი ზოგჯერ სათამაშოების სანაცვლოდ საკვებ პროდუქტებს სთავაზობდნენ. ოლე კირკს საწარმოს დახურვაზე არც ერთი წუთით უფიქრია, უბრალოდ, შეეცადა შედარებით სასარგებლო და ხელმისაწვდომი სათამაშოები დაემზადებინა. 1930-იანი წლების შუა პერიოდიდან, ოლე კირკის ვაჟიშვილის, გოლფრედის კომპანიაში მისვლით, ერთგვარად ახალი ეტაპი დაიწყო. საწარმოს ინოვაციური მეთოდები და ახალგაზრდული ენერგია შეემატა.


Lego-ს დღევანდელი ემბლემა, კონსტრუქტორები დანიელებმა პირველად 1949 წელს ნახეს. აი, უკვე გამოჩნდნენ კრიტიკოსებიც: მათ მიაჩნდათ, რომ ხის პლასტმასით ჩანაცვლების მცდელობა დანაშაულის ტოლფასი იყო. მწვავე კრიტიკის მიუხედავად, კრისტიანსების ოჯახი საქმიანობას ჩვეულ რიტმში განაგრძობდა. 1958 წელს თანამედროვე, დახვეწილი კონსტრუქტორი გამოუშვეს. იმავე წელს, ოლე კირკი გარდაიცვალა , :D და კომპანიის ხელმძღვანელობა გოლფრედმა იტვირთა. Lego-ში დასაქმებულთა რაოდენობა 480 კაცს აღწევდა. ბედის ოირონია, თუ ..გაფრთხიებაა ზემოდან, შემართებით იყავითო კრისტიანსენენნნოო და ამჯამადაც ისევ და ისევ ხ ა ნ ძ ა რ ი
1960 წელს Lego-ს ხანძარი კვლავ დაატყდა თავს, კომპანიის ხელმძღვანელობას არც ამჯერად დაუყრია ფარხმალი, პირიქით, 1962-1963 წლებში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ბორბლებიანი სათამაშოების წარმოებას შეუდგა.

Lego-ს ყველაზე წარმატებული პროდუქტი, საბავშვო მატარებელი 1960-იანი წლების დასასრულს გამოჩნდა. Lego-ს გაფართოების პერიოდად გოგონების ბაზრის დაპყრობა ითვლება. გოგონების საყვარელი ავეჯისა და თოჯინების დამზადებას დანიური ფირმა 1970-იანი წლებიდან შეუდგა, როდესაც კომპანიას გოლფრედის ვაჟი, კიელდი შეუერთდა. იმ დღიდან მოყოლებული Lego-ს ტრანსფორმაცია და ინოვაციური სათამაშოების წარმოება აღარ შეუწყვეტია. 1980-იან წლებში კომპანიას ყოველწლიურად ახალი აქსესუარი ემატებოდა.

1992 წელს, Lego გინესის რეკორდების წიგნში ორი სტატუსით მოხვდა: პირველი 400 000 კონსტრუქტორისგან შემდგარი სასახლე იყო, მეორე კი 545 მეტრ სიგრძის მატარებელი. Lego-ს სათამაშოების წამყვან ფერებად, წლების განმავლობაში წითელი, ყვითელი, თეთრი და ლურჯი ჩამოყალიბდა. XXI საუკუნეში Lego-მ კიდევ ერთი განსხვავებული პროდუქტი, ვიდეო-თამაშები გამოუშვა, Lego Star Wars-ის სახით.

Lego-ს კონსტრუქტორებით, ყოველწლიურად 500 მილიონამდე ბავშვი სარგებლობს. კომპანიის პროდუქტი, 130 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.
აი მონდომება, რას ნიშნავს და რისი მიღწევაც შეიძლება… :*











თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close