აელიტა ანდრე-ყველაზე ახალგაზრდა მხატვარი
აელიტა ანდრემ ავსტრალიიდან უკვე 9 თვის ასაკიდან დაიწყო ხატვა, რომელიც დაბადებული იყო 2007 წელს . ხელოვნების სამყაროში ბავშვი „მონათლეს“ ფენომენად, ანუ არისტოტელეს მიხედვით ფენომენი ილუზორულია. დღეისათვის ახალგაზრდა მხატვრს შეუძლია უკვე ტრაბახი : მას ჰქონდა დახატული არაჩვეულებრივი 14 სურათი და ასევე ჰქონდა პერსონალური გამოფენა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვენეციაში და იტალიაში; გოგონას სტილი შეიძლება შეფასდეს, როგორც აბსტრაქტული და სიურეალისტური. დავუბრუნდეთ აბსტრაქტულ სტილს, აელიტა ხომ ამ მიმდინარეობის ტაყვანისმცვემელია, თუმცა ჯერ ვერ გაუაზრებია თუ რა მიმდინარეობაა… მართლა , დამავიწყდა სასიხარულო ამბავი გითხრატ ამ პატარა გოგონმაზე- აელიტას ერთ- ერთი ფერწერული ნამუშევარი გაიყიდა 30 000 დოლარად, ხოლო საერთო ღირებულება მთელი მისი გაყიდული ნამუშევრების შეადგენს დაახლოებით $ 1 მილიონ აშშ დოლარს. ასე განაგრძე მინი-მილიონერო… :)
აქვე მოგაწვდით ცოტაოდენ ინფოს, თუ რა არის აბსტრაქციზმი:
აბსტრაქციონიზმი XXსაუკუნის მხატვრული მიმდინარეობაა, უსაგნო ხელოვნება, რომლის ნაწარმოებებზე არ გამოისახება რაიმე კონკრეტული ობიექტი. იგი უარყოფს ადამიანისა და სამყაროს ზუსტად გამოსახვის პრინციპს და არ გამოსახავს საგნებს ისე, როგორც ისინი სინამდვილეში წარმოგვიდგება და როგორსაც ჩვენი თვალი ხედავს.
აბსტაქციონიზმი ხელოვანთა მიმდინარეობა ა, რომლის წევრები სწრაფად და დიდი ზომის ტილოებზე ხატავდნენ არაგეომეტრიული შტრიხების, დიდი ფუნჯების, ზოგჯერ ტილოზე დაწვეთების მეშვეობით, ემოციების სრული გამოვლენისთვის. ღებვის (ხატვის) ექსპრესიულ მეთოდს ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც თვით ნახატს.
მიმდინარეობის საწყისი ფორმა — აბსტრაქტული სიურრეალიზმი (abstract surrealism) გაჩნდა
ეს ახალი ხელოვნება მხოლოდ მაშინ შეძლებდა მაყურებელზე ზეგავლენის მოხდენას, თუ ფერებს და ფორმებს სრული თავისუფლება მიეცემოდა, ანუ ისინი კონკრეტულ საგნებს არ გამოსახავდნენ. ამ დროს წარმოშობილი ფერების და ფორმების კომბინაციათა რაოდენობა უსაზღვროდ ბევრი შეიძლება იყოს, ისევე, როგორც ადამიანში წარმოშობილი ემოციებისა და განცდების სიმრავლე. აბსტრაქციონიზმი მთლიანად უგულვებელყოფს მხატვრობის შემეცნებით ამოცანებს, ამის ნაცვლად მიზნად ისახავს „რეალობისაგან განწმენდილი“ სულიერი არსის, სუბიექტური ემოციისა იმპულსების გამოხატვას. ს
აბსტრაქციონისტული ხელოვნების პირველი ფერწერული ნიმუშები შექმნეს გერმანიაში მომუშავე ექსპრესიონისტებმა
Wow! ასე განაგრძე აელიტა, აბსტრაქციონიზმში ბადალი არ გეყოლება -პრინცესა !
სიურელიზმის კი რა მოგახსენო- ეს შენმთვის ჯერ-ჯერობით უცხო ხილია და წლები დასჭირდება , როცა გაიაზრებ ამ მიმდინარეობას- მაგრამ მაინც გადახედე ამ ცოტაოდფენ ინფოს :
სიურეალიზმი მხატვრობასა და მოქანდაკეობაში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი წამყვანი მიმდინარეობაა. ამ მიმდინარეობის წინამორბედებად ითვლებიან გრაფიკაში იტალიელი პაოლო უსელო, ბრიტანელი პოეტი და მხატვარი უილიამ ბლეიკი. მე-20 საუკუნეში სურელიზმი გამოვლინდა იტალიელი ჯორჯიო დე ჩირიკოს და ესპანელი პაბლო პიკასოს ნამუშევრებში, რომელთაგან არც ერთი არ ყოფილა სიურელისტური ჯგუფის წევრი. კატალონიელი სალვადორ დალი სიურეალისტურ მოძრაობას შეუერთდა 1930 წელს, მაგრამ მოგვიანებით დასმენილი იქნა იმის გამო, რომ იგი უფრო დაინტერესებული იყო თავისი ხელოვნების კომერციალიზაციით, ვიდრე სიურეალისტური იდეებით. მისი ნამუშევრები ფასდებოდა თავისებურად და ნაწილიბრივად ტიპიური სიურელიზმის ნიმუშებად .სიურეალისტური მხატვრობა ასახავს შინაარსისა და ტექნიკის მრავალფეროვნებას. ეს მაგალითად, დალის შემთხვევაში წარმოდგენილია ფანტაზიის მეტ-ნაკლებად უშუალო და ფოტოგრაფიული ტრანსკრიპციით, რომლის სულის ჩამდგმელია ჩირიკოს ადრეული ფანტასტიკური ნახატები. არპის ქანდაკებები გამოირჩევა სიდიდით, სიგლუვით, აბსტრაქტული ფორმებით; მირო კი, რომელიც ხანმოკლე დროით ჯგუფის ფორმალური წევრი იყო, წესისამებრ დაკავებული იყო ფანტასტიკური ფორმებით. ეს ფორმები გამოხატავდა ბავშვთა ხელოვნების განზრახ ადაპტაციას. რუს-ამერიკელმა მხატვარმა პაველ ტჩელიჩევმა სურეალისტური გამოსახულებები შექმნა თავის ნახატებში, ასევე თავის მრავალ საბალეტო ესკიზში. სურეალისტური მიმდინარეობის ამერიკულ მიმართულებას წარმოადგენს მხატვართა ჯგუფი, რომლებსაც იცნობენ როგორც მაგიურ რეალისტებს მხატვარ პოლ კადმიუსის წინამძღოლობით.
თავისუფალი ქმნილებების მიმართ სიურეალისტთა დამოკიდებულებამ დიდი გავლენა იქონია აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის დასაწყისზე ნიუორკში. სიურეალისტთა გრაფიკული ნამუშევრების წარმომადგენლობითი კოლექცია განთავსებულია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ხოლო მაგიური რეალისტების ნამუშევრები კი – ამერიკული ხელოვნების ვითნის მუზეუმში. ორივე მუზეუმი არის ნიუ ორკში…