არქივი

აელიტა ანდრე-ყველაზე ახალგაზრდა მხატვარი

11dfaebdb69f
აელიტა   ანდრემ   ავსტრალიიდან   უკვე  9   თვის   ასაკიდან   დაიწყო   ხატვა,  რომელიც  დაბადებული  იყო  2007  წელს .  ხელოვნების სამყაროში   ბავშვი   „მონათლეს“   ფენომენად,  ანუ   არისტოტელეს   მიხედვით ფენომენი ილუზორულია.    დღეისათვის ახალგაზრდა მხატვრს შეუძლია უკვე   ტრაბახი : მას ჰქონდა დახატული არაჩვეულებრივი   14  სურათი და ასევე ჰქონდა პერსონალური გამოფენა ამერიკის შეერთებულ შტატებში,  ვენეციაში  და იტალიაში;   გოგონას   სტილი  შეიძლება  შეფასდეს,   როგორც   აბსტრაქტული და   სიურეალისტური.   დავუბრუნდეთ  აბსტრაქტულ  სტილს, აელიტა ხომ  ამ  მიმდინარეობის  ტაყვანისმცვემელია,  თუმცა  ჯერ   ვერ  გაუაზრებია  თუ  რა  მიმდინარეობაა… მართლა , დამავიწყდა სასიხარულო ამბავი გითხრატ ამ პატარა გოგონმაზე-  აელიტას ერთ- ერთი ფერწერული ნამუშევარი გაიყიდა 30 000 დოლარად, ხოლო საერთო ღირებულება მთელი მისი გაყიდული ნამუშევრების შეადგენს დაახლოებით $ 1 მილიონ აშშ დოლარს. ასე განაგრძე მინი-მილიონერო… :)
აქვე  მოგაწვდით  ცოტაოდენ  ინფოს,  თუ  რა  არის აბსტრაქციზმი:
370a005abaaf

  აბსტრაქციონიზმი XXსაუკუნის მხატვრული მიმდინარეობაა, უსაგნო ხელოვნება, რომლის ნაწარმოებებზე არ გამოისახება რაიმე კონკრეტული ობიექტი. იგი უარყოფს ადამიანისა და სამყაროს ზუსტად გამოსახვის პრინციპს და არ გამოსახავს საგნებს ისე, როგორც ისინი სინამდვილეში წარმოგვიდგება და როგორსაც ჩვენი თვალი ხედავს.
აბსტაქციონიზმი ხელოვანთა მიმდინარეობა ა, რომლის წევრები სწრაფად და დიდი ზომის ტილოებზე ხატავდნენ არაგეომეტრიული შტრიხების, დიდი ფუნჯების, ზოგჯერ ტილოზე დაწვეთების მეშვეობით, ემოციების სრული გამოვლენისთვის. ღებვის (ხატვის) ექსპრესიულ მეთოდს ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც თვით ნახატს.
მიმდინარეობის საწყისი ფორმა — აბსტრაქტული სიურრეალიზმი (abstract surrealism) გაჩნდა
ეს ახალი ხელოვნება მხოლოდ მაშინ შეძლებდა მაყურებელზე ზეგავლენის მოხდენას, თუ ფერებს და ფორმებს სრული თავისუფლება მიეცემოდა, ანუ ისინი კონკრეტულ საგნებს არ გამოსახავდნენ. ამ დროს წარმოშობილი ფერების და ფორმების კომბინაციათა რაოდენობა უსაზღვროდ ბევრი შეიძლება იყოს, ისევე, როგორც ადამიანში წარმოშობილი ემოციებისა და განცდების სიმრავლე. აბსტრაქციონიზმი მთლიანად უგულვებელყოფს მხატვრობის შემეცნებით ამოცანებს, ამის ნაცვლად მიზნად ისახავს „რეალობისაგან განწმენდილი“ სულიერი არსის, სუბიექტური ემოციისა იმპულსების გამოხატვას. ს
აბსტრაქციონისტული ხელოვნების პირველი ფერწერული ნიმუშები შექმნეს გერმანიაში მომუშავე ექსპრესიონისტებმა
Wow! ასე განაგრძე აელიტა, აბსტრაქციონიზმში ბადალი არ გეყოლება -პრინცესა !

58a30f07c66c
სიურელიზმის კი რა მოგახსენო- ეს შენმთვის ჯერ-ჯერობით უცხო ხილია და წლები დასჭირდება , როცა გაიაზრებ ამ მიმდინარეობას- მაგრამ მაინც გადახედე ამ ცოტაოდფენ ინფოს :
სიურეალიზმი მხატვრობასა და მოქანდაკეობაში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი წამყვანი მიმდინარეობაა. ამ მიმდინარეობის წინამორბედებად ითვლებიან გრაფიკაში იტალიელი პაოლო უსელო, ბრიტანელი პოეტი და მხატვარი უილიამ ბლეიკი. მე-20 საუკუნეში სურელიზმი გამოვლინდა იტალიელი ჯორჯიო დე ჩირიკოს და ესპანელი პაბლო პიკასოს ნამუშევრებში, რომელთაგან არც ერთი არ ყოფილა სიურელისტური ჯგუფის წევრი. კატალონიელი სალვადორ დალი სიურეალისტურ მოძრაობას შეუერთდა 1930 წელს, მაგრამ მოგვიანებით დასმენილი იქნა იმის გამო, რომ იგი უფრო დაინტერესებული იყო თავისი ხელოვნების კომერციალიზაციით, ვიდრე სიურეალისტური იდეებით. მისი ნამუშევრები ფასდებოდა თავისებურად და ნაწილიბრივად ტიპიური სიურელიზმის ნიმუშებად .სიურეალისტური მხატვრობა ასახავს შინაარსისა და ტექნიკის მრავალფეროვნებას. ეს მაგალითად, დალის შემთხვევაში წარმოდგენილია ფანტაზიის მეტ-ნაკლებად უშუალო და ფოტოგრაფიული ტრანსკრიპციით, რომლის სულის ჩამდგმელია ჩირიკოს ადრეული ფანტასტიკური ნახატები. არპის ქანდაკებები გამოირჩევა სიდიდით, სიგლუვით, აბსტრაქტული ფორმებით; მირო კი, რომელიც ხანმოკლე დროით ჯგუფის ფორმალური წევრი იყო, წესისამებრ დაკავებული იყო ფანტასტიკური ფორმებით. ეს ფორმები გამოხატავდა ბავშვთა ხელოვნების განზრახ ადაპტაციას. რუს-ამერიკელმა მხატვარმა პაველ ტჩელიჩევმა სურეალისტური გამოსახულებები შექმნა თავის ნახატებში, ასევე თავის მრავალ საბალეტო ესკიზში. სურეალისტური მიმდინარეობის ამერიკულ მიმართულებას წარმოადგენს მხატვართა ჯგუფი, რომლებსაც იცნობენ როგორც მაგიურ რეალისტებს მხატვარ პოლ კადმიუსის წინამძღოლობით.
თავისუფალი ქმნილებების მიმართ სიურეალისტთა დამოკიდებულებამ დიდი გავლენა იქონია აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის დასაწყისზე ნიუორკში. სიურეალისტთა გრაფიკული ნამუშევრების წარმომადგენლობითი კოლექცია განთავსებულია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ხოლო მაგიური რეალისტების ნამუშევრები კი – ამერიკული ხელოვნების ვითნის მუზეუმში. ორივე მუზეუმი არის ნიუ ორკში…

9880ec4b4b57
a79dc0539e94
4890991f9dbf
1b8df478bc4e
a81f569b79b0
46b7b9420c59
b57ef59c50cb
ed0a07062d02
1e7918b6cc70
757156ba34f7
5d0908017ca9
d8c02e295026
39cec395ad65
8f147a400c43
cfbb175c32b1

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button