არქივი

უცხიმო რძე და სოიოს რძე- ყველაზე სასარგებლო სასმელები

d0bfcf5b767e
სასარგებლო სასმელები, რომლებიც აუცილებლად უნდა შედიოდნენ ადამიანის რაციონში.ესენია : წყალი, პიტნის ჩაი, უცხიმო რძე, სოიას რძე, ტომატის წვენი (უმარილო),შტოში წვენი, ფორთოხლის წვენი, ცხელი შოკოლადი ან კაკაო.განვიხილოთ რძე, მიზანშეწონილია უცხიმო რძე.

e0146861ebf5
თეთრი სისხლი, სიცოცხლის ელექსირი, ჯანმრთელობის წყარო, სიცოცხლის წვენი – რა სახელით აღარ შეამკეს ძველმა ფილოსოფოსებმა რძე მისი ჭეშმარიტად ჯადოსნური თვისებების გამო.
რძეს დიდი ხნით შეუძლია მადის მოკვლა, რაც ადამიანს ჭარბ წონასთან ბრძოლაში ეხმარება. მასში რთული ნახშირწყლები, ცილები, კალცი და D ვიტამინია. ყველაზე სასარგებლო 1%-იანი ცხიმიანობის რძეა. ”ფორტუნას” ინფორმაციით, რძის პროდუქტების ევროპის ბაზარზე დაახლოებით ერთ თვეში პასტერიზებული რძე შოკოლადის არომატით გამოვა

16d06fdfb197
მაგრამ უნიკალური და მდიდარია ვიტამინებით ფუტკრის რძე. ამჯამად მიჩნეულია, რომ არც ბუნებაში და არც მედიცინაში არ არსებობს ფუტკრის რძეზე ბიოსტიმულატორი ცოცხალი ორგანიზმების გაახალგაზრდავების და გამრავლების სტიმულირებისათვის. უნიკალური შემადგენლობის წყალობით ფუტკრის რძეს XI საუკუნის ჯადოსნურ წამალს უწოდებენ. სამეფო პროდუქტი – სადედე ფუტკრის რძე

fa68592d0341
სადედე ფუტკრის რძე – ყველაზე საოცარი პროდუქტია მათ შორის, რაც კი ფუტკარს შეუქმნია. მისი უნიკალურობა მისმ შემადგენლობაში მდგომარეობს : ცილები 30%, ცხიმები 55%, ნახშირწყლები 17% და 1 % მინერალური ნივთიერებები. ასეთი დაბალანსებული სხვა პროდუქტი ბუნებაში არ არსებობს. სადედე ფუტკრის რძის ცილები, რომელიც 22 ამინომჯავას შეიცავს, მათ შორის 20-ს შეუცვლელს, ადაჰმიანის სისხლის პლაზმის ანალოგიურია, რაც განაპირობებს მის 100% შეტვისებას. გარდა ამისა იგი თითქმის ყვბელა ვიტამინსაც შეიცავს. მას ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტირადიაციული მოქმედება აჰქვს. გარდა ამისა, ასტიმულირებს ზრდის პროცესებს და არეგულირებს ნივთიერებატა ცვლას.მაგრამ ამ პოსტში ძირითადად შეევეხები სოიას რძეს.

62d71d848d90
თვით სოიას სამშობლოა ჩინეთი. პარკი ღია ან მუქი შავია, შიგ არის 2-3 (ან 1-4) ღია ფერის მარცვალი. სოია, როგორც საკვები, ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნიდან არის ცნობილი. მას ხშირად სასწაულ-მცენარედ მოიხსენიებენ. ის მდიდარია მცენარეული ცილებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ფიტოესტროგენებითა და უჯრედისებით.სოიისგან ამზადებენ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ანტიოქსიდანტებით მდიდარ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც იცავენ უჯრედებს ნაადრევად დაბერებისაგან. შეიცავს ლეციტინსა და ქოლინს, რომლებიც მონაწილეობენ ტვინისა და ნერვული უჯრედების განახლებაში, აუმჯობესებენ აზროვნებას.სოიას რძე ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოშობას სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის დონის შემცირების ხარჯზე. თუმცა სულ მთლიანად ძროხის რძის სოიოს რძით ჩანაცვლება არ შეიძლება, ეს კალცის, A და D ვიტამინების ნაკლებობის მიზეზი გახდება.

f697e1871993
სოიოს რძე კბილებისათვის საზიანოა- ასეთ განცხადებას აკეთებენ ავსტრალიელი, მელბურნის უნივერსიტეტის ცნობილი მეცნიერები, რომლებმაც აღნიშნული პროდუქტი ჩვეულებრივ ძროხის რძეს შეადარეს. ლაბორატორიული ექსპერიმენტაბიდან გაირკვა, რომ სოიოს რძე ნეგატიურად მოქმედებს პირის ღრუს ბაქტერიებზე – 7-ჯერ მეტ მჟავას გამოყოფენ; შედეგად, ადამიანის კბილები გაცილებით სწრაფად ზიანდება.როგორც როჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი ბოუენი თვლის, კვლევა ლაბორატორიულ პირობებში ჩატარდა, ამიტომ ნაადრევი დასკვნების გაკეთება ნაადრევია, თუ , მაგალიტად, დღეში ერთ ჭიქა სოიოს რძეს დალევთ, ეს კბილების დაზიანებას არ გამოიწვევს, მაგრამ თუ პატარას რეგულარულად სოიოთი გამოკვებავთ, რისკი საგრძნობლად გაიზრდება.

67b935e6ec50
ადამიანის გაახალგაზრდავების პროცესში წითელ ღვინოს და C ვიტამინს — სოიამ აჯობა, რომელიც სოიის ფერმენტაციის შედეგად მიირება, ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც 10-ჯერ მეტად აქტიურად აფერხებენ უჯრედებში ჟანგვის პროცესს, ვიდრე ღვინო და ვიტამინი. როგორც ვიცით, წიტელი ღვინო , ხილი და ბოსტნეული შეიცავს ელემენტებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ თავისუფალ რადიკალებს, ანუ არასტაბილურ ატომებს, რომლებიც ადამიანის უჯრედების გამანადგურებლები არიან. სწორედ ამ რადიკალებს უკავშირებენ დაბერების პროცესს და სხვა დაავადებების წარმოქმნას, თუმცა სოია მარილის დიდი შემცველობის გამო რეკომენდებულია ზომიერად მირთმევა.
f6f22c971e05
დაავადებები, რომელთაც შველის სოია.
იმუნიტეტი – გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სოიაში შემავალი პეპტიდები (ამინომჟავათა ჯაჭვები) ამაღლებენ იმუნიტეტს ანუ ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადებისადმი.
ოსტეოპოროზი – სოიის პროდუქტებით კვება ხელს უწყობს ძვლოვანი მასის შენარჩუნებას, შესაბამისად, ის ოსტეოპოროზის ანუ ძვლის გამეჩხერების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.შაქრიანი დიაბეტი – კლინიკური დაკვირვებებით გაირკვა, რომ დიაბეტიანთა საკვებ რაციონში სოიის პროდუქტების ჩართვა მნიშვნელოვნად აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს ინსულინდამოკიდებულებას პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს და მრავალი სხვა…
cc95e1f5fc9d
უცხიმო რძე და სოიას რძე – ყველაზე სასარგებლო სასმელებია. მინდა ავღნიშნო, რომ ძროხის რძე კბილებისათვის საერთოდ უვნებელია.. რამდენიც გინდათ, იმდენი მიირთვით

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button