არქივი

პოკერის ვარსკვლავები

603c55a5fe8c

ამ პოსტში გაეცნობით პოკერის ვარსკვლავებს და მათ ბიოგრაფიას.

f78ba1f9893a
როგორც ამბობენ პირველად იყო ღმერთი და მერე დანარჩენიო და ჩვენც პირველად პოკერის ღმერთს კრის ფერგიუსონ (იესოს) გავეცნოთ.
კრის ფერგიუსონ ფენომენალური ფიგურა პოკერის სამყაროში. იგი გამოირჩევა თავისი ცოდნით ყველა სახის თამაშებში. მას აქვს მიღებული ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი 35 წლის ასაკში და ამავე დროს იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის სამეჯლისო ცეკვების კლუბის პრეზიდენტი, მანამდე ასწავლიდა უმაღლეს მათემატიკას კალიფორნიის უნივერსიტეტში.
დაიბადა 1963 წლის 11 აპრილს, ლოს ანჯელესში, პოკერის თამაში დაიწყო ჯერ კიდევ ბავშვობაში, და შემდეგ განაგრძო პრაქტიკა ინტერნეტში.
თავიდან ბანკროლის შეგროვება დაიწყო ფრიროლებით. 1994 წლიდან მონაწილეობს ტურნირებში კალიფორნიაში და მხოლოდ 1995 წელს, გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო თავის პირველი ტურნირში WSOP. დღეს დღეობით მის მიერ ტურნირებში მოგებული საერთო თანხა აღემატება $ 7 მილიონს და ის მე-13-ა ყველაზე მომგებიან პოკერის მოთამაშეთა სიაში.
2006 წელს ფერგიუსონი ატარებს რთულ ეკსპერიმენტს, გადააქციოს 0$ 10 000$-ად და მას ეს გამოუვიდა, 9 თვიანი დაძაბული თამაშისა და ბანკროლის სწორი მართვის საშუალებით შეძლო ასვლა 10 000$ მდე, რითაც შევიდა ონლაინ პოკერის ისტორიაში, როგორც ავტორი Chris Ferguson Сhallenge $0-$10,000.
შეგროვებული ფული მან გადარიცხა ბავშვთა დაცვის საქველმოქმედო ფონდში, რითაც კიდევ უფრო გაიმყარა, მისი როგორც ჯენტმლენის იმიჯი პოკერის სამყაროში და რომელიც სამწუხაროდ შეიბღალა 2011 წელს Full Tilt Poker-ის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო, კრის ფერგიუსონი ამ -პოკერ რუმის ერთ ერთი თანამფლობელი იყო. მას იცნობენ, როგორც ერთ ერთ ყველაზე უფრო ინტელექტუალ და კარგად აღზრდილ პოკერის მოთამაშეს, რომელმაც გაირა რთული გზა ტალანტით დაჯილდოებული მეცნიერიდან პოკერის მოთამაშე მილიონერამდე.
კრის ფერგიუსონს კარიერის მანძილზე მოგებული აქვს 5 WSOP სამაჯური. მისი მეტსახელია«Jesus» , შეარქვეს გრძელი თმებისა და წვერის გამო

946a51a33808

ანეტ ობრესტადი – დაბადების თარიღი 1988 წლის 18 სექტემბერი, ნორვეგია.
პოკერის კონკია ანეტ ობრესტადი თავის კარიერას იწყებს 15 წლის ასაკში, პოკერის თამაში მამამისმა ასწავლა მაგრამ სათამაშო ფული არ მიუცია, ამიტომ ბანკროლის შეგროვება ფრიროლებიდან დაიწყო, სულ თავიდან ეს იყო უფასო ტურნირი პოკერსტარსზე 9 დოლარი პრიზით, სადაც ის ეხლაც თამაშობს ნიკით “Annette_15” , ფრიროლების შემდეგ გადაერთო სხადასხვა Sit and Go 2 წელიწადში ავიდა $100-იან buy-in ებზე. ანეტს ისე კარგად ესმის ოპონენტების რომ იგებს 180 მონაწილიან ტურნირებს ისე, რომ არ იყურება თავის კარტებში. რამოდენიმე ათასი ონლაინ ტურნირის წარმატებით გათამაშების შემდეგ საუკეთესო მიღწევით $117,000 საკვირაო ტურნირზე Full Tilt Poker პოკერ რუმზე, ანეტი იკეთებს შავ სათვალეებს და იწყებს მონიწილებას რეალურ ტურნირებზე, მისი პირველი რეზულტატებია 2006 წელს 37-ე ადგილი $5,000 “UltimateBet Aruba Poker Classic” პალმ ბიჩში და 18-ე ადგილი “EPT Barcelona Open”.2007 წელს WSOP ორანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება ტურნირი ჩაეტარებინათ ევროპაში და პირველი “World Series of Poker Europe” (WSOPE) რომელიც ჩატარდა დიდ ბრიტანეთში,სადაც შესაძლებელი იყო მონიწილეობის მიღება 18 წლიდან სრულიად ცვლის მის ცხოვრებას,
მთავარ ტურნირში ბაი-ინით £10 000 ანეტი ხდება გამარჯვებული და იღებს პრიზს 1 000 000 ფუნტ სტერლინგს, 3 დღიანი ტურნირის განმავლობაში მან მოუგო ცნობილ მოთამაშეებს როგორც მამაკაცებს ისე ქალებს, როგორებიც არიან ენი დიუკი და ჯენიფერ ჰარმანი.
ფინალურ მაგიდასთან ერთი-ერთზე მის პირისპირ იყო ჯონ ტაბატეი,
თავბრუდამხვევი გამარჯვების შემდეგ ობრესტადის ცხოვრება შეიცვალა, მან მიატოვა სკოლა, რომლის დასამთავრებლად რჩებოდა სულ რაღაც 6 თვე, იყიდა ახალი სახლი, სადაც ცხოვრობს დედასთან ერთად.
მასთან აფორმებს 5 წლიანი მასთან კონტრაქტს ცნობილი სპორტული ფსონების ბირჟა და პოკერ რუმი Betfair- ი.
2008 წელს “Scandinavian Poker Awards” ცერემონიალზე ანეტმა გაიმარჯვა ორ ნომინაციაში “წლის აღმოჩენა” და “საუკეთესო მოთამაშე” (ქალთა შორის)
“ჩემი სტილი აგრესიულია, ბევრმა მოთამაშემ იცის თუ როგორ უნდა ეთამაშოს ლუზოვი აგრესიულ მოთამაშეს, იმიტომ რომ ინეტრნეტში ონლაინში ძირითადად ასეთი მოთამაშეები თამაშობენ, ცოცხალ ტურნირებში მონაწილეები თამაშობენ უფრო ფრთხილ თამაშს და არ აკეთებენ გიჟურ რეიზებს, ისინი ამჯობინებენ დაგითმონ ვიდრე გეთამაშონ აგრესიულად და მე ამას ჩემს სასარგებლოდ ვიყენებ, იმისთვის რომ გაიმარჯვოთ უნდა გარისკოთ და არ გეშინოდეთ იმის რომ დატოვებთ ტურნირს”
ამბობს თავის ერთ ერთ ინტერვიუში ანეტ ობრესტადი.
დღეს დღეობით ანეტ ობრესტადი ერთ ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული ფიგურაა პოკერის მოთამაშე ქალ პროფესიონალებს შორის და სერიოზული მოწინააღმდეგე მამაკაცებისთვის, მისი ასაკის გათვალისწინიბეით შეიძლება ითქვას რომ ის კიდევ ბევრს მიაღწევს.

8c02b8aee5c8
პოკერის ლეგენდა დევიდ ედვარდ რიზი, ( David Edward Reese) დაიბადა 1951 წლის 28 მარტს ამერიკაში ოჰაიოს შტატში, გარდაიცვალა 2007 წელს 4 დეკემბერს, ლას ვეგასში.
სამი ოქროს სამაჯუროს მფლობელი, შეყვანილია პოკერის დიდების დარბაზში ყველაზე ახალგაზრდა ასაკში.
ე.წ. პოკერის ლეგენდების პირველი თაობის წამომადგენელი. მეტსახელი “ჩიპ”-ი შეარქვეს იმის გამო, რომ შეეძლო ნებისმიერი დაეთანხმებინა მასთან ქეშ გეიმზედა ის ამაში მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლებოდა. არ უყვარდა ტურნირები უპირატესობას ქეშ გეიმებს ანიჭებდა, თამშობდა მაღალ ლიმიტებზე და იყო პრაქტიკულად წაუგებელი.
ჩიპ რიზი ითვლება 7 კარტიანი სტადის მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშედ, დოილ ბრანსონის წიგნის- “სუპერსისტემა” ის თავი სადაც პოკერის ამ სახეობაზეა მის მიერაა დაწერილი. ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და მრავალი სართო წამოწყება თუ იდეა ქონდათ, ყველა ეს იდეა ორიგინალური იყო მაგრამ წარმატებული ნაკლებად. მეგობრებს უბრალოდ მოსწონდათ ერთად ოცნება, მათ ინვესტიციები იდებოდა ნავთობში, ალმასებში, მოჯირითე ცხენები, “ტიტანიკი”ს ძიება, ნოეს კიდობნის ძიება და ა.შ
ბრასნონის თქმით როგორც კი ბიზნეს ეხებოდა საქემ ვიქცეოდით ისე როგორც არანორმალურები, მაგრამ ვიცოდით, რომ თადარიგში პოკერი გქვონდა.
დევიდ ედვარდ რიზი მთელი ცხოვრება იყო მეოჯახე, რაც პოკერ სამყაროში იშვიათობას წარმოადგენს, ის მართლაც უნიკალური პიროვნება იყო, კარგი ადამიანი და და პოკერის საუცხოო მოთამაშე.
ჩიპ რიზი გარდაიცვალა 56 წლის ასაკში, ბევრმა ონლაინ პოკერ რუმმა შეწყვიტეს ერთი წუთით მუშსაობა და პატივი მიაგეს პოკერის ლეგენდას.

1d2fe8604809

ჰოვარდ ლედერერი (Howard Lederer)პოკერის პროფესიოანალი მოთამაშე ჰოვარდ ლედერერი გაიზარდა ისეთ ატმოსფეროში, რომ არ შეიძლებოდა არ გამოსულიყო კარგი მოთამაშე, თამაში მამამ რიჩარდ ლედერერმა (მწერალი და ლინგვისტი) ასწვლა, რომელთან მოგებასაც ჰოვარდი ვერასოდეს ვერ ახერხებდა. მათ ოჯახში კიდევ ერთი გამოჩენილი პოკერის მოთამაშეა ჰოვარდის და ენნი დიუკი. მეორე და კეტ ლედერერი მწერალია და თავის წიგნში “Poker Face: A Girlhood Among Gamblers” აღწერილი აქვს თავისი ოჯახის გატაცებები და წარმატებები პოკერში.
ჰოვარდ ლედერერი თავიდან შახმატით იყო გატაცებული, და სწორედ ამიტომ აბარებს ნიუ იურკში კოლუმბიის უნივერსიტეტში, რადგან ეს ქალაქი ცნობილი იყო ჯადრაკის კლუბებით. სწორედ იქ მოხდა მისი დაინტერესება პოკერით უკვე პროფესიონალურ დონეზე, თამაშობდა კლუბში სადაც თამაშობდნენ ეხლა უკვე ძაან ცნობილი ერიკ სეიდალი და დენ ჰარინგტონი.
1994წელს ლედერერი მიდის ლას-ვეგასში რადგან გადავიდეს თამაშის ახალ ეტაპზე, იწყებს თამაშს მაღალ ლიმიტებზე და კონცენტრირებას ახდესნ ქეშ-თამაშებზე 2002 წლამდე. 2003 წელს ორჯერ იგებს World Poker Tour (WPT) მის მერე ლდერერი ითვლება მსოფლიო კლასისი მოთამაშედ.
არის ორი ოქროს სამაჯურის მფლობელი.
ჰოვარდ ლედერერი და ენნი დიუკი არიან პირველი და ძმა რომელთაც მოახერხეს და ერთდროულად გავიდნენ WSOP ფინალურ ეპატზე.
2008 წელს იღებს მონაწილეობას ტურნირზე Aussie Millions 10000 $ ბაი-ინით ამარცხებს 24 საუკეთესო მოთამაშეს, ისეთებს როგორებიც არიან ფილ აივი, კრის ფერგიუსონი, გუს ჰანსენი და დამსახურებლად ეუფლება მთავარ პრიზს 1.25 მილიონ დოლარს.
ჰოვარდ ლედერესრის მეტსახელი “პროფესორი” შეარქვეს მისი მისი ანალიტიკური თამაშის სტილის გამო.
იყო ყველაზე ცნობილი ინტერნეტ პოკერ რუმის FullTilt Poker-ის გუნდის წევრი და ერთ ერთი დამფუძნებელი, სარგებლობდა დიდი დავლენით პოკერ სამყაროში 2011 წლამდე, სანამ მისი რეპუტაცია არ შეირყა სწორედ ამ პოკერ-რუმის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო.
1994 წელს შეყვანილია პოკერის დიდების დარბაზში

წყარო:http://pokeri.at.ua/publ/p’ok’eris_vark’vlavebi/1-1-2

vashla

!!!

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button