არქივი

უცნაური ვილა სიკვდილის მოლოდინში

2b1a2940a785
ძალიან უჩვეულოა ჩვენი თვალსაზრისით… პროექტი განახორციელა არქიტექტურულმა ფირმამ EASTERN Design – იაპნიაში. აი ასე გამოიყურება სახლი ზღვის ხედით… ნახეთ ფოტოები
a321426bbcb6
1. არქიტექტურულ ფირმას EASTERN Design -ს მოხუცებულმა კაცმა სთხოვა სახლის აშენება, სადაც შესაძლებელი იქნება ღირსეულად ელოდო სიცოცხლის ბოლო წუთებს. მოხუცმა ამ შენობას დაარქვა – ” უცნაური ვილა სიკვდილის მოლოდინში”. მისი გათვლებით, იმ ყვეყნად გამგზავრების მოლოდინი უნდა გაგრძელდეს 15 წელი; მას სურს, რომ ამ ხნის მანძილზე მან მიიღოს მცირე განმარტოებითი საცხოვრებელი ნახევარკუნძულზე, რომელიც გადაჰყურებდეს ზღვას, სახით კი ამომავალ მზეს. მშენებლობის ნაკვეთი მდებარეობს ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ მხარეს, ზღვის მიმოქცევა და უკუქცევის ზოლიდან იგი გამოეყო მხოლოდ ყრილი გზით და აქა-იქ ქვაფენილით. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არის მცირე გოლფის სათამაშო მოედანი, სადაც თავიანთ თავისუფალ დროს, აუჩქარებლად , მშვიდად ატარებენ მოხუცებული მეზობლები. ამგვარად, ასეთი დაშორება სახლიდან ზღვამდე შეადგენს დაახლოებით 150 მეტრს.
9391a5d38b0a
2. დამკვეთმა გამოხატა სურვილი, რომ საცხოვრებელი სართული აემაღლებინათ მიწიდან ზემო ადგილზე, რომ უკეთესად დაინახოს მიმდებარე ტერიტორია და გარემომცველი არე, სივრცე; ეს დავალება იყო განხორციელებული და საძირკველიდან მშენებლობა გამართეს 8,5 მეტრ სიმაღლეზე. იქნა გაკეთებული ხარიხა, ანუ ქანდარა. ამ სართულზე თავმოყრილია პატრონის ყოველდღიური ცხოვრება ამ სახლში; და მას აქვს ფუნქცია, როგორც შუქურასი ასევე საგუშაგო კოშკის, რომელიც იძლევა პერპექტიულ თვალთახედვის არეს ზღვის ზედაპირიდან ათასობით კილომეტრზე ; და ფორმირდება განსაკუთრებული ატმოსფერო გაანალიზებისათვის და მედიტაციისათვის.
3. სახლი ორიენტირებულია აღმოსავლეთზე; ფანჯარასთან პეიზაჟის საფუძველს წარმოადგენს ზღვის მოქცევისა და უკუქცევისა განუწყვეტელი მონაცვლეობა. დილაობით, პირველივე მზის სხივები აშუქებენ ოთახს და არაჩვეულებრივად განლაგებული ასიმეტრიული ფანჯრების მეშვეობით იწყებენ ციალს და მზის სხივებით თამაშს და კაშკაშს, ასევე ვიწრო და დახვვეწილი ჩრდილების მონაცვლეობას იატაკზე.
b84f92375f16
ეს ვილა გახდა აღმოსავლეთ ფილოსოფიის განსახიერება , რომელიც უარყოფს სიკვდილის მწუხარებას, რათა აღთქმული იქნება, როგორც მხოლოდ დასაწყისი ახალი დაბადების, ანუ მეორედ დაბადების.
იაპონელი ფილოსოფოსის მითითებაა იმაზე, რომ ადამიანი არის მიკროკოსმოსი, ღვთის უდიდესი საქმე ცისა ქვეშ. იგი არის პატარა სამყარო და თავის თავში ატარებს ყველაფერს, რაც კი მოიძებნება ცაში და მიწაზე და აგრეთვე „მიღმა“ . ეს პარაცელსისეული პოზიციაა .
სიკვდილი ისე საშიში არ არის, როგორც მისი შედეგები; სიკვდილით იხსნება კარი მარადისობაში. აქ კი ორი გზაა: ერთი – ნათელი უფალთან, მასთან ერთად ყოფნის ნეტარებასთან მიმავალი; და მეორე – ტანჯული ხვედრის წყვდიადში, ღმერთის მოძულე ეშმაკებეთან ჩამავალი. ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჩვენ მომავალს ვაშენებთ, ვიმზადებთ ადგილს მარადისობაში. ჩვეულებრივ ადამიანები ან არ ფიქრობენ ჯოჯოხეთზე, ან სრულიად უარყოფენ მას, ან მიაჩნიათ რომ სიკვდილის მერე აღმოჩნდებიან იქ – „სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა“. ამ განცდას აძლიერებენ თანამედროვე მედიცინის კორიფეები, ისეთები, როგორც დოქტორ კუბლერ როსი, დოქტორ მოუდი, პროფესორი რინგი და სხვები, თავიანთი მტკიცებებით, რომ ყველას, ვინც სიკვდილის ხაზს გადააბიჯა და უკან დაბრუნდა, მხოლოდ „პოზიტიური განცდა“ ჰქონდა. მათ კალამს ეკუთნის არა ერთი წიგნი კლინიკური სიკვდილის შემდეგ იმქვეყნად „პოზიტიური“ მოგზაურობის შესახებ. ადამიანის ცხოვრება უნიკალურია და არ მეორდება… ეს ვილაც უარყოფს სიკვდილის მწუხარებას…

7cf0fbbf68de

5152ac0ca782

0a86758e822d

43b191a5ed14

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button