რეკორდებისაკითხავისასარგებლო

ცნობილი სპორტსმენები – ნაწილი II

aeb680048310

პოსტის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ დონალდ ბრედმენის, იმრან ხანის, როკი მარჩიანოს, შტეფი გრაფის და კარლ ლიუისის ბიოგრაფიებსა და მათი ცხოვრების საინტერესო ფაქტებს.

დონალდ ბრედმენი

კრიკეტის ავსტრალიელი მოთამაშე დაიბადა 1908 წელს, გარდაიცვალა 2001 წელს, 92 წლისა.
თავისი კარიერის განმავლობაში დონ ბრედმენმა 28, 067 ქულა დააგროვა. აქედან თითო ინინგზე საშუალოდ 95 ქულა მოდის. მისი ყველაზე მაღალი ქულა ერთ ინინგში 452 იყო – სამხრეთ უელსისა და ქუინსლენდის თამაშის დროს.ბრედმენი მაშინ 21 წლისა იყო.

aeb680048310
უკანასკნელი, საცდელი ინინგის დროს, როცა ავსტრალიის ნაკრების კაპიანი იყო , 0 ქულა მიიღო. ასე რომ არ მომხდარიყო, 1948 წელს, სპოტრიდან წასვლის დროისთვის , მას ინინგზე საშუალოდ 100 ქულა დაუგროვდებოდა.

 

იმრან ხანი

პაკისტანის კრიკეტის გუნდის კაპიტანი დაიბადა 1952 წელს

იმრან ხანი კრიკეტის ხელოვნებას ჯერ პაკისტანში, ლაჰორში ეუფლებოდა, შემდეგ ინგლისში, ვუსტერში. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლისას კი, 1974 წელს, იქაური კრიკეტის გუნდის კაპიტანი გახდა, შემდეგ ვუსტერშირის და სასექსის გუნდებში თამაშობდა.

პაკისტანი ნაკრებშუ საერთაშორისო დებიუტი 1971 წელს ჰქონდა, 1982 წელს კი გუნდის კაპიტანი გახდა. მან თავისი ქვეყნისთვის 75–ჯერ ითამაშა და მსოფლიოს მხოლოდ მესამე მოთამაშეა,რომელმაც 3000 ქულაზე მეტი დააგროვა და 300 კარი აიღო. 1983 წელს მეორე მოთამაშე გახდა, ვინც მატჩში ასეული გააკეთა და ათი კარი აიღო. მაღალი ლიგის კრიკეტში მან 16 000 ქულა დააგროვა და  1 200 კარი აიღო.

03845777b68a

იმრან ხანი ჯავედ მიანდადთან ერთად ერთადერთია, ვინც მსოფლიოს პირველ ხუთ ტურნირში მონაწილეობდა. ხანმა მსოფლიო თასის მატჩებში რეკორდული, 34 კარი აიღო.

 

შტეფი გრაფი

გერმანელი ჩოგბურთელი დაიბადა 1969 წელს.

შტეფი გრაფი პროფესიონალი ჩოგბურთელი 13 წლის აკაში გახდა, სამ წელიწადში კი მსოფლიოს ათ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოხვდა. 1987 წლის აგვისტოდან 1991 წლის მარტამდე რამდენიმე საუკეთესო ქალ ქალ ჩოგბურთელთა შორისაც მოიაზრებოდა. მან რეკორდულად ბევრ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა.

d017271282c6

1988 წელს გრაფმა „დიდი ოქროს მუზარადის“ ოთხი მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ტურნირი (აშშ–ის, საფრანგეთის, ავსტრალიის ღია ჩემპიონატები და უიმბლდონის) მოიგო და ოლიმპიური ოქროს მედალიც მოიპოვა. გერმანიის ნაკრებს ფედერაციის თასი, სამ უმნიშვნელოვანეს ტურნირთაგან ერთ–ერთი, მოაგებუნა. შტეფი გრაფუ ერთ–ერთი საუკეთესო სპორტსმენი ქალია. მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩოგბურთის ისტორიაში.

 

როკი მარჩიანო

ამერიკელი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი დაიბადა 1923 წელს, გარდაიცვალა 1969 წელს, 45 წლისა

როკი მარჩიანო აშშ–ში, მასაჩუსეტსში დაიბადა, ჯერ ბავშვი იყო, როცა ბიძამისმა კრივი ასწავლა, ხოლო II მსოფლიო ომის დროს არმიის კლუბის სახელით გამოდიოდა. 1946 წელს მან შეიარაღებული ძალების სამოყვარულო შეჯიბრში გაიმარჯვა. მომდევნო წელს პროფესიონალი მოკრივე გახდა და გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდა.

 

მარჩიანო მძიმეწონიან მოკრივეებს მიაკუთვნეს,მიუხედავად იმისა,რომ მოწინააღმდეგეთა უმეტესობაზე გაცილებით ნაკლებს იწონიდა, თუმცა, სიმტკიცისა და „უხეში“ სტილის წყალობით, 49 მატშჩი 49–ჯერ გაიმარჯვა, აქედან 43 ნიკაუტით.

1952 წლის სექტემბერში მძიმეწონიანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა და მაშინდელი ჩემპიონი ჯერსი ჯო უოლკოტი მეცამეტე რაუნდში დასცა.
22311111c01f
ტიტულის დაცვა მომდევნო წელს კვლავ უოლკოტთან შეხვედრისას მოუხდა, მარჩიანომ მოწინააღმეგე პაექრობიდან პირველივე რაუნდში გამოთიშა და ჩემპიონობას 1956 წლამდე დაუმარცხებლად ინარჩუნებდა. 1969 წელს მარჩიანო ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

„უცხო კაცს ათი რაუნდის განმავლობაში ვალსი რატომ უნდა ეცეკვო, თუ შეგიძლია ერთი დარტყმით გათიშო?“

 

 

კარლ ლიუისი

ამერიკელი მძლეოსანი დაიბადა 1961 წელს.

კარლ ლიუისი სპორტულ ოჯახში დაიბადა, მამამისი მწვრთნელია, დედა და და, საერთაშორისო დონის მძლეოსნები არიან, ძმა ფეხფურთელია. ლიუისს მძლეოსნობის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კარიერა აქვს, მას არა მხოლოდ რეკორდი აქვს დამყარებული სიგრძეზე ხტომაში, არამედ მსოფლიოს საუკეთესო სპრინტერიაა.

aedb357c050a

1983 წელს ჰელსინკში, მსოფლიო ჩემპიონატში სამი გამარჯვება მოიპოვა. მერე, 1984 წლის ოლიმპიადაზე ჯესი ოუენის რეკორდს– ოთხ ოქროს მედალს მიაღწია. მისი მაჩვენებლები საუკეთესო იყო 100 და 200 მეტრიან დისტანციაზე, სიგრძეზე ხტომასა და 4×100 მეტრიან ესტაფეტაში. 100 მეტრიან დისტანციასა და სიგრძეზე ხტომაში ოქროს მედლები მან სეულის ოლიმპიადაზეც შეინარჩუნა.

„მეცნიერებმა დაამტკიცეს,რომ 30 ფუტზე გადახტომა შეუძლებელია, მაგრამ მე მათ ნათქვამს არ ვუსმენ, ფიქრი თუ დავიწყე, ფეხები დამიმძიმდება.“

თეგები
Back to top button
Close
Close