კულტურა

web-ის 10 დამაარსებელი

a47808788467
1)Tim Berners-Lee
ტიმ ბერნერს – ლი ითვლება მსოფლიო ქსელის შემქმნელად. ბერნერს-ლიმ და მისმა ჯგუფმა შექმნეს მსოფლიოში პირველი ბრაუზერი WorldWideWeb, პირველი ვებ-სერვერი და ჰიპერტექსტის ენა HTML.

ბერნერს-ლიმ შექმნა W3C და ეხლა მის სათავეში დგას — ორგანიზაციამ რინელიც ამზადებს და ნერგავს ტექნოლოგიურ სტანდარტებს მსოფლოი ქსელისათვის. თუმცა თვითონ ინტერნეტის წარმოქმნა თარიღდება 1969 წლით, ზუსტად ბერნერს-ლიმ შეძლო ინტერნეტის და ჰიპერტექსტის კონცეპციების გაერთიანება, და ასევე ინტერნეტისთვის საფუძვლის ჩაყრა, იმ ინტერნეტისთვის როგორი სახითაც ის ჩვენ დღეს ვიცით.

იქიდან გამომდინარე რომ ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციამ მსოფლიო ქსელი არ გახადა პროპრიეტარული, გლობალური ჰიპერტექსტული პროექტი დადასტურდა და დარეალიზდა.

2.Marc Andreessen
0bfa1928191d
მარკ ანდერსენი ცნობილია როგორც პირველი ფართოდგამოყენებადი ბრაუზერი Mosaic – ის თანაავტორი. მან ასევე დააარსა კორპორაცია Netscape Communications.

მართალია Mosaic პირველი გრაფიკული ბრაუზერი არ ყოფილა, მაგრამ ის პირველია, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა. ასევე ეს იყო პირველი ბრაუზერი რომელსაც შეეძლო გამოსახულების ტექსტთან ერთად ჩვენება.

Mosaic-ის შექმნის შემდეგ ანდერსენი დაკავდა Netscape Communications – ით. კომპანიის პროდუქტს — Netscape Navigator — დიდი გავლენა ჰქონდა, ის ეხმარებოდა ქსელში მომხმარებლის მოზიდვაში. 1998 წელს Netscape-მა განაცხადა, რომ პროექტი იწარმოებდა საზოგადოებისთვის ღია გამავალი კოდით, ცნობილი როგორც Mozilla, გახდა იმის საფუძველი რაც ჩვენ ვიცით დღეს; Firefox.

3.Brian Behlendorf
a86b3bc94137
ბრაიან ბელენდორფი იყო ვებ-სერვერ Apache – ის ძირითადი შემქმნელი და ერთ-ერთი ჩამომაყალიბებელი Apache Group-ისა. პროექტ HotWired — ზე მუშაობისას — ჟურნალ Wired-ის საიტი — მან იმ დროისთვის პროგრამირებაში გამოყენებად ვებ – სერვერის უზრუნველყოფას (რომელიც დამზადებულია სუპერკომპიუტერების ნაციონალურ ცენტრში) შეამჩნია რომ ის ვერ უმკლავდებოდა მომხმარებლების რეგისტრაციის სიტემას. ამიტომ ბელენდორფმა შექმნა დამხმარე პატჩი HotWired-ისათვის, რომელიც ამ პრობლემას ხსნიდა. გაირკვა რომ არამარტო ბელენფორდი მუშაობდა კოდ NCSA-ის გამოსწორებაზე, ამიტომ მან შექმნა ელექტრონული სია, სხვა პროგრამისტებისთვის.

1995 წლის თებერვალისთვის პროექტმა მიიღო სახელი — Apache, სერვერის კოდი NCSA გადაწერეს და მოახდინეს მისი ოპტიმიზაცია. Apache – ის გენიალურობა არა მხოლოდ მის გახსნილობაშია ასევე იმაში რომ მას აქვს მოდულობის მხარდაჭერა. ეს იმას ნიშნავს, რომ პროვაიდერებს შეუძლიათ ადვილად დაამატონ საკუთარი გაფართოება და პლაგინები ოპტიმიზაციისთვის, რაც საშუალებას აძლევს ათასობით საიტს ერთ სერვერზე ჰოსტირების. აპაჩე დღესაც რჩება ყველაზე ცნობილ ვებ სერვერად.

4,5,6. Rasmuss lerdorph,Endy Gutmans,Ziv Suraski
cfe7525dee5b
ლერდორფი, გუტმანსი და სურასკი პასუხისმგებელი არიან იმაზე, რომ ჩვენ ვიცით PHP როგორც კოდირების ენა, რომელიც ეხლაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ეად დინამიური ვებ გვერდების შესაქმნელად. რასმუს ლერდორფმა შექმნა პირველი PHP-ის ვერსია 1995 წელს, და ის იიყო ამ პროექტის ძირითადი ხელმძღვანელი პირველი ორი ვერსიისას.

1997 წელს გუტმანსმა და სურასკიმ გადაწყვიტეს PHP-ის გაფართოება, გადაწერეს წინა ვერსიები და საბოლოოდ გამოვიდა ის რაც ცნობილი გახდა როგორც PHP 3. მათ გააგრძელეს PHP-ის ბირთვის გადაწერა და დაარქვეს მას Zend Engine და გამოუშვეს მასზე დაფუძნებული PHP 4. მოგვიანებით გუტმანსმა და სურასკიმ დააარსეს Zend Technologies, რომელიც დხესაც ძველებურად დიდ გავლენას ახდენს PHP – ის წარმოებაზე.

7.Brad Fitzpatrick
5f2283655aff
ბრედ ფიცპატრიკი ცნობილია როგორც “ცოცხალი ჟურნალი” (Live Journal)-ის შემქმნელი, memcached-ის და ორიგინალური აუტენტიკაციის OpenID-ის პირველი ავორი.

ფიცპატრიკმა Live Journa შექმნა ინსტიტუტში სწავლისას, თავისი პირადი დღიურის საწარმოებლად. შემდეგ კი ჟურნალი გადაიქცა დიდი ბლოგერულ საზოგადოებად და შეიძინა ბევრი უნიკალური ფუნქცია, ისეთი, როგორიცაა მეგობრების სია, მომხმარებლებში გამოკითხვის ჩატარება, ბლოგ-კლიენტების მხარდაჭერა, მომხმარებლებისთვის ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობამ ტელეფონზე შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია და ელექტრონულ ფოსტაზე, მეგობრების ჯგუფების შექმნა და სხვა მრავალი, რაც შემდეგ ასეთი საზოგადოებების სტანდარტად იქცა, მაგალითად Facebook, Mozilla,Tumblr, MySpace, WordPress.com და Posterous .

Live journal ვითარდებოდა და უფრო და უფრო მეტი რესურსების გამოყენებას იწყებდა. ფიცპატრიკმა დაიწყო პროექტ memcached – ის მზადება დინამიური ვებ მოწყობილობების ასაჩქარებლად და დაწოლის შესამცირებლად მონაცემების გარეშე. ის აკეთებს ამას ქსელის თავისუფალი ადგილის გაერთიანებით, და შემდეგ ანაწილებს მას საჭიროების მიხედვით. memcached გამოიყენება ვიკიპედიაში, Flickr, Facebook, WordPress, Twitter, Craigslist და სხვა მრავალ პროექტში.

8.Brendan Aik
99fea771225e
ბრენდან აიკმა შექმნა Javascript და დღესდღეობით მუშაობს ტექნიკურ დირექტორად Mozilla Corporation-ში. აიკმა შექმნა Javascript,Netscape – ზე მუშაობისას, თავიდან მისი სახელი იყო Mocha, შემდეგ Livescript და საბოლოოდ Javascript. Javascript ოფიციალურად გამოვიდა 1995 წლის დეკემბერში.

Javascript მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებ პროგრამირების ენა, იმის მიუხედავად რომ ის თავიდან გამოიყენებოდა ვიზუალურად არაესთეტიური გადაწყვეტილებებისთვის. მაგრამ დრო გადიოდა და ბიბლიოთეკების და ფრეიმვორკების გამოჩენამ Javascript AJAX – ის ძალასთან ერთად გახადა Javascript ინტერნეტის სდანდარტის ნაწილი.

9.John Resig
b7ffe3eef55e
ჯონ რესინგი არის ყველაზე ცნობილი Javascript ბიბლიოთეკის jQuery ავტორი ინტერნეტში. jQuery-მდე კიდევ არსებობდა Javascript ბიბლიოთეკები, მაგრამ jQuery თავსებადი იყო ყველა ბრაუზერთან რაც მართლაც განასხვავებს მას.

განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში jQuery – ის პოპულარობამ მკვეთრად აიწია და ამ დროისთვის მას აქვს 31% 10 000 მეტ ნაკლებად პოპულარული საიტებიდან. jQuery-ის გაფართოება და ინსტრუმენტების ხარისხმა ის გახადა პოპულარული კომერციულ სექტორშიც.

Javascript ძველებურად არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა ინტერნეტის სტანდარტებს შორის, და jQuery მას მხოლოდ ეხმარება ამ პოზიციის შენარჩუნებაში.

10.Jonathan gei:

ჯონატან გეი იყო FutureWave Software-ის ერთ-ერთი პირველი დამაარსებელი და 10 წელზე მეტ ხანს იყო Flash-ის მთავარი პროგრამისტი.

მართალია ყველა არ არის Adobe Flash-ის ფანი მაგრამ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი გავლენა ჰქონდა ამ ტექნოლოგიას ბოლო 15 წლის განმავლობაში. ჯონატანმა დაწერა ვექტორული გრაფიკის რედაქტორი SmartSketch ასევე 1993 წელს ოპერაციული სისტემა PenPoint-ისთვის, ხოლო შემდეგ როდესაც PenPoint-ის წარმოება შეჩერდა , SmartSketch ტექნოლოგია გადაერთი ანიმაციების კეთებაზე, რომელსაც შეეძლო ვებ საიტებზე გაშვება.

ეს პროდუქტი იყო — FutureSplash Animator — რომელიც შეიძინა კომპანია Macromedia — 1996 წელს და დაარქვა მას Flash. ამის შემდეგ ჯონათან გეი გახდა Macromedia-ის ვიცე პრეზიდენტი წარმოებებში და სათავეში ჩაუდგა Flash-ის ჯგუფს. წლების განმავლობაში მისი ჯგუფი უშვებდა ახალ Flash ელემენტებს Flash, მაგალითად Actionscript.

თუმცა,სავარაუდოდ, მისი მიღწევების მწვერვალი იყო, ის რომ ის იყო ინიციატორი Flash Communication Server-ის ( ეხლა Flash Media Server), რომლის საშუალებითაც Flash Player იყენებს RTMP პროტოკოლს ვებიდან მომდინარე აუდიო ან ვიდეო მასალისთვის. ამ ტექნოლოგიამ მისცა YouTube-ის გამხდარიყო ის რაც დღეს ის არის!

წყარო:hi-tech.ge

მსგავსი ამბები

Back to top button