უცნაური

ჭადრაკი ბრძენთა თამაში 3/5

93b99929d95b
შატრანჯა
პირველი ცნობები შატრანჯას შესახებ ირანში 600 წლით თარიღდება იმ დროის ისტორიულ რომანში ვკითხულობთ: ,,უფლის შეწევნით ის სხვებზე უფრო ძლიერი და მარჯვე გახდა ბურთაობაში, ცხენოსნობაში, შატრანჯსა დანადირობაში.”
ჩატურანგას საბრძოლო ეტლი ირანში სპარსული მითოლოგიის მტაცებელი ფრინველით შეიცვალა,რომელიც ბედისწერას გამოხატავდა, ჯარისმფარველს ნებისმიერ დრის, ნებისმიერ ვითარებაშიშეეძლო ბრძოლის ბედის გადაწყვეტა.
9a7df1f34b58
638 წელს ირანი არაბებმა დაიპყრეს, რომელთაც თამაში სხვა დაპყრობილ ტერიტორიებზეც გაავრცელეს. რამდენადაც ისლამი ადამიანისა და ცხოველის გამოსახვას კრძალავდა, ჭადრაკის ფიგურებმა, რომლებიც მანამდე მინიატურულ სკულპტურებად იყო წარმოდგენილი, მუსლიმანურ სამყაროში აბსტრაქტული ფორმები შეიძინა. ფიგურების დამზადება გამომწვარი თიხისგან გაიგეს. სიმარტიისა და სიიაფის გამო კი შატრანჯმა უკვე დიდებულთა სასახლეებიდან ბაზრებსა და მდაბიოთა სახლებშიც შეაღწია. რაც შეეხება შატრანჯას წესებს ამ თამაშში პაიკს არ ქონდა პირველი ორმაგი სვლის უფლება. სამაგიეროდ, მერვე რიგში გასვლის შემდეგ მას ლაზიერად გადაქცევა შეეძლო. ეს უკანასკნელი კი მაშინ ყველაზე სუსტი ფიგურა იყო,რადგან მხოლოდ დიაგონალურად, ერთი ნაბიჯით გადაადგილდებოდა. კუს, რომელიც სამ უჯრაზე დიაგონალით გადაადგილდებოდა, მხედრის მსგავსად, ფიგურაზე გადახტომა შეეძლო. არ არსებობდა როქი. მეფე, ეტლი და მხედარი სვლებს თანამედროვე ჭადრაკის წესებისამებრ აკეთებდნენ.
2e68cec251b1
ფიგურათა შეზღუდული დიაპაზონის გამო, თამაში მდორედ მიმდინარეობდა, გამარჯვებას კი არამარტო შამათი, პატი ან მეტოქის ჯარის განადგურება(მეფის გარდა ) მიიჩნეოდა. პარტიის დაჩქარების მიზნით შემოიღეს ტაბაი ერთგვარი სიმეტრიული პოზიცია,რომელიც15-20 სვლის შემდეგ იქმნებოდა.არსებობდა ოცამდე ტაბია დაარცთუ იშვიათად მათ შთამბეჭდავი სახელები ერქვა, ჭადრაკის არსებობის ეპოქას უუკავშირდება პარტიათა ჩანაწერების გაკეთება. შეიქმნა ლიტერატურაც, რომელიც თამაშის სხვადასხვა ასპექტს: ისტორიას, წესებს, სტრატეგიასა და ტაქტიკას მოიცავდა. არაბები თხზავდნენ ამოცანებსა და ეტიუდებს, რომლებსაც მანსუბებს უწოდებდნენ.

დალარამის შამათი

a8cba07ca054
განსაკუთრებული სახელი მეოცე საუკუნის არაბულმა, მანსუბამ, პოეტური სახელწოდების მქონე დილარამას შამათმა გაითქვა. ლეგენდი სთანახმად, დილარამი ცოლი იყო არაბი ვეზირისა, რომელიც ჭადრაკის თამაშის დიდი მოტრფიალე ყოფილა. ერთ დღესაც მან მთელი თავისი ავლადიდება თამაშში წააგო და აზარტში შესულმა სხვა რომ არაფერი ებადა, ფსონად დალარამს ჩავიდა. ვეზირისთვის ეს პარტიაც წარუმატებლად წარიმართა და როდესაც დილარამი მიხვდა, თეთრი ფიგურებით მოთამაშე მისი ქმრის მდგომარეობა უიმედო იყო და შამათი გარდაუვალი იქნებოდა, შესძახა ,,გასწიე ორივე ეტლი და გადამარჩინე”!მართლაც ამპოზიციიდან თეთრები ლამაზ კომბინაციას ახორციელებენ და შტრანჯის კლასიკური წესებით იგებენ…

მსგავსი ამბები

Back to top button