არქივი

ლუვრის მუზეუმი პარიზში

1

საფრანგეთის სიამაყე, მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული ლუვრის მუზეუმი (Musee du Louvre) პარიზის შუაგულში, მდინარე სენის მარჯვენა სანაპიროზე, ცენტრალური რივოლის ქუჩაზე მდებარეობს. მუზეუმი დამთვალიერებელთა რაოდენობის სიმრავლით დიდი ხანია მსოფლიო პირველობას არავის უთმობს. მილიონობით ადამიანის აღტაცებას იწვევს ულამაზესი და ამავდროულად ხანდაზმული ლუვრი. დამთვალიერებლების ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებლი, 8,8 მილიონი 2011 წელს დაფიქსირდა.
მუზეუმის უმდიდრესი კოლექცია სხვადასხვა ეპოქისა და ცივილიზაციების ხელოვნების ნიმუშებს ინახავს. აქვე ინახება საფრანგეთის სამეფო კარის ძვირფასეულობა. მათი რაოდენობა დაახლოებით 300 000–ია, თუმცა საგამოფენო დარბაზებში მხოლოდ 35 000 ექსპონანტია წარმოდგენილი. შედევრების უმეტესი ნაწილი საცავებში ინახება და საჩვენებლად წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვით გამოაქვთ.

800px Louvre Museum Wikimedia Commons

1

მუზეუმი შედგება ოთხი ნაწილისაგან: ძველი ლუვრი, რიშელიეს ფრთა, სიულის ფრთა და დენონის ფრთა.

2

ძველი ლუვრი მოიცავს ძველესი აღმოსავლეთის, ეგვიპტის, საბერძნეთის, ეტრუსკებისა და რომის სამუზეუმო ექსპონატებს. ძველ აღმოსავლურ განყოფილებში ინახება ნამუშევრები, რომელიც შეგროვებულია ინდოეთიდან ხმელთაშუაზღვამდე გადაჭიმული ტერიოტრიებიდან. უძველესი ექსპონანტი დათარიღებულია ქრისტეს შობამდე 6000 წლით.

3

უძველესი ეგვიპტის სექციაში წარმოდგენილია ექსპონანტები, რომელიც უძლიერეს და უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლებს, ნაყოფიერი მდინარე ნილოსის ნაპირებზე მცხოვრებ ძველ ეგვიპტელებს ეკუთვნოდათ. მათი, როგორც ცივილიზაციის ისტორია ჩვ.წ. 4 000 წლიდან იწყება. მუზეუმის ამ განყოფილებაში წარმოდგენილია დაახლოებით 5000–მდე ნამუშევარი, რომელიც განფენილია 4120 კვ/მ-იან მოედანზე.

4

ბერძნულ სექციაში წარმოდგენილი ნამუშევრები იმ ადამიანთა მხატვრულ გამოხატვას ასახავს, რომლებიც ხმელთაშუაზღვის რაიონში ჩვ. წ. IV ათასწლეულიდან ახ.წ. VI–მდე ცხოვრობდნენ. ბერძნული ქანდაკებები წარმოდგენილია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით (ორიენტალიზმის ერა, არქაული, კლასიკური და ელინისტური პერიოდები). აქ წარმოდგენილია, როგორც ნაშრომების ორიგინალები, ასევე რომის ეპოქაში შესრულებული ზუსტი ასლები. სამი ოთახი ეთმობა ეტრუსკების ნამუშევრებს (სარკოფაგი, ვაზები, ფერწერული ტილოები და ძვირფასეულობა). რომაული კოლექცია უმთავრესად შედგება ბრინჯაოს, ოქროსა და ვერცხლის ქანდაკებებისა და მოზაიკებისგან.

5

ლუვრის მუზეუმში დაახლოებით 6000–მდე ნახატია. ეს არის ევროპელი მხატვრების მიერ XIII – XIX საუკუნეებში შექმნილი ნამუშევრები, ყველაზე მრავალფეროვანი ფორმატისა და სტილის შესრულებით: წარმოდეგნილია მთელი ენციკლოპედიური მრავალფეროვნება, პატარა ნახატებიდან – მონუმენტურამდე. ლუვრში ინახება ისეთი ცნობილი ნახატები, როგორებიცაა: ლეონარდო დავინჩის „ჯოკონდას“ პორტრეტი, და რაფაელის „მშვენიერი მებაღე“, რომელიც ჯერ კიდევ მეფე ფრანცისკო I–მა შეიძინა. კოლექციის მარგალიტებს ასევე წარმოადგენენ: პაოლო ვარონეზეს „ქორწილი კანში“, (რომელიც1798 წელს მოიპარეს ვენეციური მონასტრიდან), მურილიოს „პატარა მათხოვარი“ (იყიდა ლუდოვიკო XVI-მ  1782 წელს), ვერმერის „მემაქმანე“, დიურერის „ავტოპორტრეტი“ (რომელიც მუზეუმმა დაახლოებით 1870 – 1922 წლებში შეიძინა) და ელ გრეკოს ტილო „ჯვარცმული ქრისტე“ (რომელიც მუზეუმს 1908 წელს აჩუქეს).

6

დამთვალიერებლებში უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს დენონის კორპუსში დაცული ჟაკ ლუი დავითის ფერწერული ტილო, რომელიც მხატვარმა იმპერტორ ნაპოლეონ პირველსა და დედოფალ ჟოზეფინას მიუძღვნა. ზოგადად, ფერწერული ტილოებიდან შედარებით უფრო ცნობილები ყოველთვის იზიდავს მოჭარბებული რაოდენობით დამთვალიერებლებს.

7

მუზეუმის ყველაზე ცნობილი ქანდაკებებია – ვენერა მილოსელი, რომელიც 1820 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს ეგეოსის ზღვის კუნძულზე. ასევე სამოფრაკისელი ნიკა, რომელიც 1863 წელს ნაწილებად დაშლილი იპოვეს.

8

ლუვრის არსებობის მანძილზე ფონდის შევსება ხდებოდა სამეფო კოლექციებიდან. თავის დროზე შეგროვება დაიწყო ფრანცისკო პირველის დროს (იტალიური ფერწერა) და ლუდოვიკო XIV (ყველაზე მსხვილი შენაძენით – 200 ტილო ბანკირ ევერარა ჟაბახასგან). მუზეუმის დაარსებისას კოლექცია დაახლოებით 2500 ტილოსგან შედგებოდა. თანდათანობით მუზეუმს გადაეცა სამეფო კოლექციების ყველაზე მნშვნელოვანი ტილოები. ქანდაკებების უდიდესი რაოდენობა მოიტანეს ფრანგული ქანდაკებების მუზეუმიდან.

9

ნაპოლეონის ომების დროს მუზეუმის პირველი დირექტორის, ბარონ დენონის, მხარდაჭერით კოლექცია შეივსო ნაომარი ნადავლით, ამ პერიოდში ლუვრში მოგროვდა არქეოლოგიური აღმოჩენების ეგვიპტური და ახლო აღმოსავლური ექსპონანტები. XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე მუზეუმის კოლექცია შეივსო ნაყიდი და ნაჩუქარი ექსპონატებით. უკანასკელთა რიცხვში შედის ედმუნდ როტშილდის ანდერძით გადაცემული კოლექციაც.

10

ცენტრალური ლუვრში განთავსებულია ციხესიმაგრე – ლუვრის დიდი კოშკი – რომელიც მეფე ფილიპ–ავგუსტუსმა 1190 წელს ააშენა. ციხის უმთავრესი დანიშნულება იყო ვიკინგების ეპოქაში მდინარე სენის მხრიდან შემოსევების ტრადიციული გზის მეთვალყურეობა.

11

დღევანდელი ლუვრის სახეცვლილებაში დიდი წვლილი მიუძღვის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანს. 1981 წელს მან მოითხოვა მთელი ლუვრის შენობა გადაკეთებულიყო მუზეუმად, ხოლო ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ამ შენობის ერთ ფრთას იკავებდა ბერსში გადავიდა. ამავდროულად ლუვრს მიუმატეს თანამედროვე ელემენტი “გამჭვირვალე პირამიდის” სახით, რომელიც შესასვლელის ფუნქციას ასრულებს. ეს სამუშაო შეასრულა ამერიკელმა, წარმოშობით ჩინელმა არქიტექტორმა ეო მინგ პეიმ. სტრუქტურა, რომელიც მთლიანად შუშის ნაწილებითაა აგებული სიმაღლეში 20.6 მეტრს აღწევს. პირამიდა 1989 წლის დასასრულს ქალაქ პარიზის მთავარი ღირშესანიშნაობა გახდა.

 

12

13

tsotne guchua

me var moswavle
Back to top button