არქივი

სხარტი აზროვნების განვითარება

3
ალბათ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც გაოცებულხართ მოსაუბრის მახვილგონიერი პასუხებით, რომლითაც დაბნევის გარეშე, სწარაფად და მოქნილად გეპასუხებიან. დაფიქრებულხართ იმაზეც, რომ ამ პასუხების გაცემა თქვენც თავისუფლად შეგეძლოთ, მაგრამ მიზეზთა გამო არ გამოგივიდათ.
ასე, ძირითადად არასტანდარტული სიტუაციისას ხდება. საგანგაშო არაფერია. ამის გამოსწორება შესაძლებელია. მთავარია მოინდომოთ. ცნობილია რომ, ტვინის, ისევე როგორც ორგანიზმის ნებისმიერი კუნთის, გავარჯიშება შეიძლება.
გთავაზობთ რჩევებს, რომელიც გამოგადგებათ გონების გასავარჯიშებლად, რათა არ დაიკარგოთ არასტანდარტულ სიტუაციებში და სხარტი რეაქცია გქონდეთ საჭირო დროს.

header%2011
1. კოლექციონერობა – მონეტების კოლექცია ცხადია სარფიანი წამოწყებაა, თუმცა ახლა ამას არ ეხება ეს თემა! მოაგროვეთ ქცევის შაბლონები, აფორიზმები, ყველა შესაძლო პასუხი და გადაწყვეტილება. სიტუაციების უმრავლესობა ხომ რაიმე სახის ალგორითმით ახსნას ექვემდებარება. რაც უფრო მეტია თქვენს გონებაში გადაწყვეტილების ვარიანტები, მით უფრო სწრაფად და მარტივად პოულობთ გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან.
2. გადაწყვეტილების სწრაფად მიღება – ხშირად შედეგი დამოკიდებულია გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაზე. თუმცა სისწრაფის მიღმა, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების სწორად მიღებაც! ეს კი საკმაოდ რთულია – მიიღო სწრაფი და სწორი გადაწყვეტილება. აქ დაგეხმარებათ მხოლოდ ურთიერთობა. უმეტესად იკონტაქტეთ სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან, იარეთ შეხვედრებზე სხვადასხვა კომპანიებში, ნუ გაექცევით არასტანდარტულ სიტუაციებს. ჯერ ერთი – ეს მოგიხსნით შიშს, რომელიც ბოჭავს მოუმზადებელ ადამიანს მოულოდნელობების წინაშე, მეორეს მხრივ კი ეს თქვენს გამოცდილებას განავითარებს.
3. პრაქტიკა – შეასრულეთ სავარჯიშოები რეაქციის სიჩქარის განვითარებაზე (ამისთვის დაგჭირდებათ პარტნიორი): დაიჭირეთ მოულოდნელად დავარდნილი ნივთი, დადეთ თითი მეორე ადამიანის გაშლილ ხელისგულზე და მოასწარით მისი აღება, სანამ მუშტს შეკრავს და ა.შ. გაიხსენეთ მსგავსი თამაშები ბავშვობიდან ან მოიძიეთ ინტერნეტის საშუალებით.
4. სახის მიმიკა – შეგიმჩნევიათ, რომ ემოციური ადამიანები შედარებით სწრაფად აზროვნებენ? ყურადღებით დააკვირდით ასეთ ადამიანებს, ასეთი ადამიანის სახეზე არ არის წყნარი და ერთფეროვანი ნიღაბი, ის ცოცხალი და მოქნილია. ყველაფერი ძალიან მარტივია – ფიქრის პროცესში, სახის კუნთები დაძაბულია და აზრს მიმიკა მოჰყვება თან. ცივ, გაყინულ სახეზე ფიქრი რთულია! დამიჯერეთ!
5. ჟანგბადი – ჟანგბადი აუცილებელია გონებისთვის. მის ნაკლებობისას შენელებული რეაქციები მოყვება. ამიტომ, ნუ დაგავიწყდებათ ხშირად იყოთ სუფთა ჰაერზე, შენობაში ყოფნისას კი ყურადღება მიაქციეთ, რომ კარგად ნიავდებოდეს. თუ გრძნობთ, რომ ჟანგბადის სიჭარბე არ მოქმედებს, გონება ნელა მუშაობს და რეაქციებიც შენელებულია, მაშინ მიმართეთ ექიმს!
6. თვითგანვითარება – არ შეიძლება არ გამოიყოს ეს პუნქტი ცალკე. რაც უფრო ხშირად შეიცნობს ადამიანი სიახლეს, იქნება ცნობისმოყვარე, მოინდომებს განვითრებას და დაიგროვებს გამოცდილებას, მით უფრო აქტიურად იმოქმედებს მისი გონება. განავითარეთ დაკვირვების უნარი, გამოიყენეთ გრძნობის სხვადასხვა ორგანოები, ასოციაცია – დამახსოვრებისთვის, კონცენტრირება მოახდინეთ წვრილმანებზე.
ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავინახოთ, რომ ჩვენში ემოციის შემოშვებით და სამყაროზე გაფართოვებული თვალებით დაკვირვებით შესაძლებელია გავზარდოთ აზროვნების სისხარტე და ღირსეულად გამოვიდეთ ნებისმიერი სიტუაციიდან.
2
წყარო : http://blog.leaf.ge
იხილეთ ასევე
Close
Back to top button